დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
შუამთის ტყე-პარკის მთავარი დანიშნულებაა საზოგადოებისთვის იყოს ღია, კეთილმოწყობილი და საინტერესო სივრცე - ,,ბადაგონის სახლი"

შუამთის ტყე-პარკის მთავარი დანიშნულებაა საზოგადოებისთვის იყოს ღია, კეთილმოწყობილი და საინტერესო სივრცე - ,,ბადაგონის სახლი"

2023-07-29 20:00:42

,,შუამთის ფესტივალის" ფარგლებში, რესტორან Badagoni Home / ბადაგონის სახლის მიმდებარედ, შუამთის ტყე-პარკის სარეკრეაციო სივრცე გაიხსნა. ღონისძიება ორგანიზებული იყო კომპანია ,,ბადაგონისა” და “USAID ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის” მიერ.

„,ბადაგონის სახლის" ინფორმაციით, ამ ზაფხულს კომპანიამ არაერთი საინტერესო სიახლე განახორციელა. შუამთის ტყე-პარკის სარეკრეაციო ზონის ოფიციალური გახსნაც ერთ-ერთი მათგანი იყო.

„შუამთის ტყე-პარკის მთავარი დანიშნულებაა საზოგადოებისთვის იყოს ღია, კეთილმოწყობილი, საინტერესო სივრცე, სადაც ზაფხულისა და სხვა ნებისმიერი სეზონის განმავლობაში ვიზიტორებს ექნებათ შესაძლებლობა ოჯახთან თუ მეგობრებთან ერთად სასიამოვნო დრო გაატარონ და დაისვენონ. ინიციატივა USAID/Georgia-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის, ალავერდის ეპარქია-ისა და კომპანია ბადაგონი • Badagoni-ის მხარდაჭერით განხორციელდა", - აცხადებენ კომპანიაში.

კიდევ ერთი ღონისძიება, რომლის მხარდამჭერიც ,,ბადაგონის სახლია", თუშეთის დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე, პირველი საბანაკე სივრცე ,,ვარდა - ვაკეს” გახსნას უკავშირდება. ახალი საბანაკე სივრცე გომეწრის ხეობაში განთავსდა.

პროექტის პრეზენტაციის სტუმრებს საშუალება ჰქონდათ ,,ბადაგონის სახლის” თუშური კერძები დაეგემოვნებინათ. თუშური კერძების მასტერ-კლასი გამართა „ბადაგონის სახლის“ შეფ- მზარეულმა, ნატა ბაიხოძემ, რომელმაც ტრადიციული თუშური კერძები, ხავიწი, კოტორი და ხინკალი მოამზადა.

როგორც Busuness Insider Georgia- თვის მოწოდებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, რესტორანი ,,ბადაგონის სახლი ალავერდთან” სტუმრებს ტრადიციულ ქართულ და ასევე, თუშურ სამზარეულოს სთავაზობს. ამასთან ერთად, მთელი სეზონის განმავლობაში, თუშეთისკენ მიმავალ მგზავრებს საშუალებას აძლევს გაიყოლონ საგზალი თვალწარმტაცი მოგზაურობისთვის.

პროექტის მხარდამჭერები არიან: “ბადაგონის სახლი”, ახმეტის მუნიციპალიტეტის მერია, "სამზეო"და ფოლკლორის სახლი.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

17 საათის წინ

19 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები