დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
სილქნეტმა 2022 წელს მობილური ინტერნეტის სერვისიდან შემოსავლის სახით 45%-ით მეტი - ₾120 მილიონი მიიღო

სილქნეტმა 2022 წელს მობილური ინტერნეტის სერვისიდან შემოსავლის სახით 45%-ით მეტი - ₾120 მილიონი მიიღო

2023-10-05 13:00:17

სილქნეტი საკომუნიკაციო სივრცეში ერთ-ერთ მთავარი მოთამაშეა. კომპანიას აქვს როგორც სატელეფონო მომსახურება ასევე ინტერნეტი, ტელევიზია და სახლის ქსელები.

სილქნეტის ოფიცალურ ვებგვერდზე სს სილქნეტის 2022 წლის აუდირებული კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების თანახმად, 2022 წელს, სილქნეტის ჯამურმა საოპერაციო შემოსავალმა (ამონაგებმა) 472 მილიონი ლარი შეადგინა, აღნიშნული მონაცემი 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაზრდილია 14%-ით. 2021 წელს კომპანიის ბრუნვა კი თავის წილად შეადგენდა 59.5 მილიონი ლარით ნაკლებს - 413 მილიონ ლარს. აღსანიშნავია, რომ სილქნეტის დეტალური ფინანსური ანგარიშგების საფუძველზე იდენტიფიცირებადია შემოსავლები.

კერძოდ, 2022 წელს სილქნეტის შემოსავლების 51.9% მობილური სერვისების შემოსავლებზე მოდიოდა, 38.5% ფიქსირებულ სერვისებზე, დანარჩენი 9.5% კი უშუალოდ ფიზიკური მომსახურებიდან მიღებულ სერვისებზე (ჩაჭრა-აღდგენა, ახალი დაერთება და სხვა). 2021 წელს შეფარდება მცირედით განსხვავდებოდა 48.5%, 41.0% და 10.5% შესაბამისად. შემოსავლების ძირითადი პროცენტი 2022 წელს 3 ძირითად სერვისზე გადანაწილდა.

ჯამური 428 მილიონი ლარიდან 344 მილიონი ლარი (73%) 3 ძირითად სერვისზე მოდის, კერძოდ 2022 წელს, 109 მილიონი ლარი მობილური წუთების რეალიზებაზე, 120 მილიონი ლარი მობილური ინტერნეტის რეალიზაციაზე, 114 მილიონი ფიქსირებული ტელევიზიის ჩვენებებზე. აღსანიშნავია, რომ 2021 წელს 103 მილიონი იყო შემოსავალი სატელეფონო კავშირგაბმულობისაგან, მხოლოდ 82 მილიონი მობილური ინტერნეტისგან და 101 მილიონი ფიქსირებული ტელევიზიის გადაცემისგან მიღებული შემოსავალი.

ყველაზე მეტად აღსანიშნავია, რომ მობილური ინტერნეტის რეალიზებიდან მიღებული შემოსავალი, რეკორდულად 37 მილიონით გაიზარდა, რაც 45.7 პროცენტიანი ზრდის ტოლფასია. როგორც ზემოთ ვახსენეთ, ბრუნვის მთლიანი ზრდა არის 59 მილიონი და მობილური ინტერნეტიდან მიღებული შემოსავალს ყველაზე დიდი გავლენა ჰქონდა ჯამურ შემოსავლის ზრდაზე. ასევე აღსანიშნავია, რომ ფიქსირებული ტელეფონიდან მიღებული შემოსავალი (სახლის ტელეფონები და სხვა) შეადგენს მთლიანი შემოსავლების 3 პროცენტს 2022 წელს, 2021 წელთან შედარებით კი ფიქსირებული ტელეფონიდან მიღებული შემოსავალი 10.6%-ით შემცირებულია. კერძოდ, 2022 წელს მიღებული შემოსავალი 12.6 მილიონი ლარი იყო, ხოლო 2021 წელს აღნიშნული სერვისიდან მიღებული შემოსავალი ₾14.1 მილიონს შეადგენდა.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები