დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
სტუმრების ნაკადის ზრდა საკმაოდ შთამბეჭდავია - Sheraton Grand Tbilisi Metechi Palace წელს აჯამებს

სტუმრების ნაკადის ზრდა საკმაოდ შთამბეჭდავია - Sheraton Grand Tbilisi Metechi Palace წელს აჯამებს

2023-12-18 13:00:00

2023 წელს სასტუმრო Sheraton Grand Tbilisi Metechi Palace-ის დატვირთულობამ 25%-იანი ზრდა აჩვენა.

როგორც Business Insider Georgia-სთან სასტუმროს გენერალურმა მენეჯერმა ზვიად რუსიამ განაცხადა, გარდა სტუმრების მასპინძლობის კუთხით, სასტუმრომ კარგი შედეგები აჩვენა ასევე სხვადასხვა საქმიანი შეხვედრების მასპინძლობის მიმართულებითაც. 

„2023 წელი, რომ შევაჯამოთ ზრდა საკმაოდ შთამბეჭდავია. 2022 წელი მაინც იყო კოვიდ-პანდემიიდან გამოსვლის წელი. ანუ ამ პერიოდში ყველა კოვიდ-რეგულაცია ჯერ კიდევ გაუქმებული არ იყო და 2 წლიანი პაუზის შემდეგ სამოგზაურო ინდუსტრია ნელ-ნელა ფეხს იკიდებდა. თუმცა 2022 წელს აღდგენის ნიშნები იყო. 

2023 წელს ჩვენს შემთხვევაში დატვირთულობის ზრდა 25%-ზე მეტია, რაც არაჩვეულებრივი შედეგია. კარგი შედეგი გვქონდა ასევე საბანკეტო ღონისძიებების მასპინძლობის კუთხით. გაიზარდა როგორც ადგილობრივი მოსახლეობის ისე უცხოელების მხრიდან ინტერესი ჩვენს კაფე-ბარებზე.

Sheraton Grand Tbilisi Metechi Palace Hotel-ი პოზიციონირებას, როგორც ბიზნეს სასტუმრო და ამიტომ ჩვენი მთავარი სტუმრები საქმიანი მოგზაურები არიან. თუმცა 2023 წელს საკმაოდ შეინიშნებოდა მოგზაური სეგმენტის აქტვობა, რაც ნიშნავს, რომ საქართველოსადმი ინტერესი ისევ გაჩნდა და მათ დაიწყეს ქვეყანაში ჩამოსვლა“, - აღნიშნაSheraton Grand Tbilisi Metechi Palace Hotel-ის გენერალურმა მენეჯერმა.

ზვიად რუსიას თქმით, სტუმრების გეოგრაფიას რაც შეეხება Sheraton Grand Tbilisi Metechi Palace Hotel-ისთვის ამერიკის ბაზარი საკმაოდ სპეციფიკურია. რა თქმა უნდა 2023 წელს ​„მიდლ ლისტი“ ეს არის: გალფის ქვეყნები, ასევე ყაზახეთი რომელიც საკმაოდ გააქტიურდა და ასევე ბოლო პერიოდია საკმაოდ აქტიურია ჩინეთი და ინდოეთი. ინდოეთიდან პირდაპირი ფრენების დანიშვნას და ჩინელი ტურისტებისთვის საქართველოში უვიზოდ რეჟიმის შემოღებას ტურისტულ ნაკადებზე სამომავლოდაც დიდი პერსპექტივა აქვს.

„ახალი ბაზრის შემთხვევაში ხდება უფრო Travel-ტურიზმის შემოსვლა, თუმცა საქმიანი ტურიზმიც საკმაოდ დაინტერესებულია. ერთ-ერთი პრობლემური რაც არის ეს არის ინდოეთთან სავიზო რეჟიმი, რომელზეც ვიცი, რომ მთავრობა აქტიურად მუშაობს, რათა ეს საკითხი იყოს გადაწყვეტილი და იმედი მაქვს რომ 2024 წლისთვის ეს თემა დადებითად გადაწყდება. ეს კი იქნება ძალიან დიდი გახსნა ასევე დიდი ბაზრისთვის, რომელიც არამხოლოდ ჩვენს სასტუმროს არამედ მთელს საქართველოს „წალეკავს““, - აღნიშნა ზვიად რუსიამ.

მისივე თქმით, რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე სასტუმროს ევროპელი სტუმრები დააკლდა, ხოლო რაც შეეხება იანვარ-თებერვლის ჯავშნებს, რომელიც დაბალ ტურისტულ სეზონადაა მიჩვეული, აქ უფრო მეზობელი ქვეყნები აზერბაიჯანი და სომხეთი ლიდერობენ.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

3 საათის წინ

3 საათის წინ

5 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები