დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
სუპერმარკეტი „ნიკორა“  509 სავაჭრო ობიექტს ფლობს

სუპერმარკეტი „ნიკორა“ 509 სავაჭრო ობიექტს ფლობს

2023-04-18 19:30:51

დღეისთვის  „ნიკორა სუპერმარკეტი “ ქვეყნის მასშტაბით 509 სავაჭრო ობიექტს აერთიანებს, თუმცა უახლოესი 2 თვის განმავლობაში „ნიკორას“ ფილიალების რაოდენობა 540- მიაღწევს. როგორც კომპანიაში განმარტავენ, თვის ბოლომდე დამატებით 20 ფილიალი გაიხსნება, ხოლო ივნისის ბოლომდე დამატებით 11 სეზონური ფილიალი.

როგორც „ნიკორა სუპერმარკეტის“ ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციიდან ირკვევა, „ნიკორას“ სუპერმარკეტების 61% თბილისშია თავმოყრილი.

ს.ს. „ნიკორა ტრეიდი“ თბილისში სულ 328 სუპერმარკეტითაა წარმოდგენილი. 
•    ქართლში 67
•    კახეთში 30
•    აჭარაში 26
•    იმერეთში 25
•    სამეგრელო 33
თვის ბოლომდე დამატებით გაიხსენბა 20 ფილიალი
მ/ წლის ივნისის ბოლომდე გაიხსნება 11 სეზონური ფილიალი,

„ნიკორა ტრეიდი“ ადგილობრივ ბაზარზე 2000 წელს გამოჩნდა.

როგორც კომპანიის ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, წლების მანძილზე კომპანია აქტიურად ვითარდებოდა და დღეს საქართველოს მასშტაბით ყველაზე დიდ ქსელს ფლობს.

მის სახელს უკავშირდება წარმატებული ბიზნეს გარიგებები სხვადასხვა კომპანიებთან. ჰიპერმარკეტ „ლიბრეს“ და „ნუგეშის“ სუპერმარკეტების ქსელი, ასევე ჰოთ-დოგ რუმი „ნიკორა ტრეიდის“ მენეჯმენტის ქვეშაა.

ბოლო მონაცემებით დასაქმებულთა რაოდენობამ 7000-ს გადააჭარბა.

სს „ნიკორა ტრეიდი“ არის პირველი კომპანია ვაჭრობის სფეროში, რომელმაც 2016 წლის 21 მარტს,  სს „გალტ & თაგარტის“ მხარდაჭერით 5 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ობლიგაციების წარმატებით გამოშვება უზრუნველყო.  ობლიგაციების ვადა 2 წელია, საპროცენტო სარგებელი წლიური 11% ნომინალური ღირებულებიდან. 
2018 წელს გამოუშვა ობლიგაციები , რომელა ვადაც 3 წელია, ხოლო 2021 წელს ხელახლა გამოუშვა 3 წლიანი ვადით ობლიგაციები.

სარგებლის პროცენტის გადახდა განხორციელდება წელიწადში 2-ჯერ. განთავსების აგენტი "გალტ & თაგარტი" უზრუნველყოფს, რომ "ნიკორა ტრეიდი"-ს ობლიგაციები უახლოეს მომავალში დაშვებულ იქნას საქართველოს საფონდო ბირჟაზე, ყოველივე ეს კი უზრუნველყოფს კომპანიის გამჭვირვალობას“, , - აღნიშნულია „ნიკორას“ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში

„ნიკორა სუპერმარკეტი" უკვე რამდენიმე წელია ფლობს ხარისხის მართვისა და სურსათის უვნებლობის საერთაშორისო ISO 9001 : 2008;  ISO 22000 : 2005 – НАССР სერტიფიკატებს. კომპანიაში გარდა ადგილობრივისა მომხმარებელს ასევე შესაძლებლობა აქვს შეიძინოს უცხოური წარმოების კვების პროდუქტები, ჰიგიენის საშუალებები და ყოველდღიური მოხმარების საოჯახო ნივთები.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები