დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ტაშკენტი-თბილისის მიმართულებაზე ავიაკომპანია CENTRUM AIR-ი იწყებს ოპერირებას

ტაშკენტი-თბილისის მიმართულებაზე ავიაკომპანია CENTRUM AIR-ი იწყებს ოპერირებას

2023-05-02 11:38:09

ტაშკენტი-თბილისის მიმართულებაზე კიდევ ერთი უზბეკური ავიაკომპანიაCENTRUM AIR- იწყებს ოპერირებას. პირდაპირ ჩარტერულ ავიარეისებსავიაკომპანია 2023 წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე, 13 მაისიდან, კვირაშიერთი სიხშირით შეასრულებს.

საქართველოსა და უზბეკეთის დედაქალაქებს შორის რეგულარულ რეისებსდღეისათვის Uzbekistan Airlines- ასრულებს. ავიაკომპანიატაშკენტი-თბილისი-ტაშკენტის მიმართულებით კვირაში სამჯერ დაფრინავს.

 

ტავ ჯორჯიაADP ჯგუფის წევრი TAV Airports Holding-ის შვილობილი კომპანიაა. მისი საქმიანობა საქართველოში 2005 წელს დაიწყო დამოქმედი კონტრაქტით 2027 წლამდე გაგრძელდება. საქართველოში განხორციელებული 220 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციისშედეგად, 2007 წელს ექსპლუატაციაში შევიდა თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ახალი სამგზავროტერმინალები. 2016-2017 წლებში განხორციელებული ინვესტიციის შედეგად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დასრულდა არსებული ასაფრენ-დასაფრენი ზოლის სრული რეაბილიტაცია და აშენდა მოფრენის ახალი ტერმინალი. TAV Airports Holding-ის მიერმსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში განხორციელებული მრავალმილიონიანი ინვესტიციის, აეროპორტების ოპერირებაშიმრავალწლიანი გამოცდილებისა და გონივრული მენეჯმენტის შედეგად,ტავ ჯორჯიასაქართველოში ერთ-ერთ ყველაზე სანდო, სტაბილურ და დინამიურ კომპანიას წარმოადგენს. დღეისათვის „ტავ ჯორჯიაში“ დასაქმებულია 1300 თანამშრომელი.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები