დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
თბილისში ავტოტრანსპორტის პარკირების წესების დარღვევისთვის ბიუჯეტში რეკორდული თანხაა შესული

თბილისში ავტოტრანსპორტის პარკირების წესების დარღვევისთვის ბიუჯეტში რეკორდული თანხაა შესული

2024-01-12 17:00:00

დედაქალაქის ტერიტორიაზე ავტოტრანსპორტის პარკირების წესების დარღვევა მოქალაქეებს 17,269,766.63 ლარი დაუჯდა. სწორედ აღნიშნული თანხაა შესული ბიუჯეტში 2023 წლის იანვარ-ნოემბერში, მაშინ როდესაც 2022 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებით ბიუჯეტში ჯარიმების სახით 4,039,165.79 ლარი შევიდა. შესაბამისად  2023 წლის 11 თვეში დედაქალაქის ტერიტორიაზე ავტოტრანსპორტის პარკირების წესების დარღვევისთვის ბიუჯეტში 328%-ით მეტი თანხებია შესული.

დედაქალაქის ტერიტორიაზე ავტოტრანსპორტის პარკირების წესების დარღვევის გამო ბოლო წლებში ბიუჯეტში შესული სტატისტიკა ასე გამოიყურება

  • 2022 წელი - 5,020,614.31 ლარი,
  • 2021 წელი - 3,325,661.48 ლარი,
  • 2020 წელი - 2,500,574.17 ლარი.

დედაქალაქში საკრებულოს მიერ დადგენილი პარკირების რეგულირების წესი ვრცელდება ყველა იმ სატრანსპორტო საშუალებაზე, რომელიც ქალაქ თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში ჩერდება ან დგას გზაზე.
გზის სავალ ნაწილზე, საგზაო ნიშნით და საგზაო მონიშვნით გამოყოფილია პარკირების ადგილები სადაც განთავსებული შესაბამისი პარკირების ნიშნები.

პარკირების წესები

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები