დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
თბილისში Hyatt Regency Tbilisi-ს გახსნის ზუსტი თარიღი ისევ უცნობია

თბილისში Hyatt Regency Tbilisi-ს გახსნის ზუსტი თარიღი ისევ უცნობია

2024-02-14 10:00:00

თბილისში ცენტრში Hyatt Regency Tbilisi-ს გახსნის ზუსტი თარიღი უცნობია. როგორც კომპანია „რუსთაველი ფროფერთში“ განმარტავენ, კომპანიას პროექტის ვადებთან დაკავშირებით ვალდებულებები არ გააჩნია. 

Business Insider Georgia-სთან „რუსთაველი ფროფერთის“ დირექტორმა მინდია გადაევმა განაცხადა, რომ კომპანია საკუთარ ბიზნესგეგმას მიჰყვება და ისე ახორციელებს პროექტს.

​„რაც დაგეგმილი გვქონდა ფასადის სამუშაოების მიმართულებით 2023 წელს აქტიურად მიმდინარეობდა და ასევე ვაგრძელებთ 2024 წელსაც“, - განაცხადა გადაევმა.

რუსთაველის გამზირის #30-ში მდებარე იუსტიციის სამინისტროს ყოფილი შენობა „რუსთაველი ფროფერთიმ“ სახელმწიფოსგან 2012 წელს 13 მლნ ლარად შეიძინა.

Hyatt Regency Tbilisi 180 სასტუმრო ოთახზეა გათვლილი, მაშინ როდესაც წინა პროექტი 170 სასტუმრო ოთახს ითვალისწინებდა.

ცნობილია, რომ სასტუმროს ბოლო სართულზე განთავსდება აუზი, ბარი და ორი რესტორანი, შეხვედრების ოთახი და შეხვედრების დარბაზი. სასტუმრო გააერთიანებს ყველა იმ სერვისს რაც საჭიროა მაღალი კლასის სასტუმროსთვის.

რაც შეეხება ინვესტიციას, პროექტის განხორციელება „რუსთაველი ფროფერთის“ დაახლოებით 60 მლნ დოლარი უჯდება.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები