დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
თბილისში, მშენებლობის მიზნით მიწის შეძენა ყველაზე მოთხოვნადი დიდი დიღომშია

თბილისში, მშენებლობის მიზნით მიწის შეძენა ყველაზე მოთხოვნადი დიდი დიღომშია

2023-05-20 09:44:50

ბოლო წლებში თბილისში მშენებლობის მიზნით მიწის შეძენა ყველაზე აქტუალური დიდი დიღომშია. როგორც თიბისი კაპიტალის ანგარიშშია აღნიშნული, თბილისის უბნების უმეტესობაშიც 2021 წელი მიწის ტრანზაქციების მხრივ აქტიური აღმოჩნდა.

რაც შეეხება 2022 წელს, გაყიდვების ყველაზე დიდი რაოდენობა დიდ დიღომში დაფიქსირდა (962), რაც 2021 წელთან შედარებით 13%-ით ნაკლებია. მას შემდგომ მოყვება სამგორი (+25%) 394 ტრანზაქციით და ისანი (+1%) 234- ით.

რაც შეეხება ბათუმს, პერიფერიებში ტრანზაქციების გაცილებით მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება გარეუბნებთან შედარებით.

წლიური ზრდაც პერიფერიებში უფრო მაღალია და 2022 წელს 19%-ს აღწევს. ამავე პერიოდში კი გარეუბნებში მხოლოდ 2%-ნი ზრდა დაფიქსირდა.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

29 წუთის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები