მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7239.8
0.0232
flag
AZN 1.5842
-0.0003
flag
CNY 39.397
-0.0013
flag
EUR 3.1505
0.0041
flag
GBP 3.6329
-0.0005
flag
KZT 58.03
0.0004
flag
TRY 0.0598
-0.0002
flag
USD 2.6932
-0.0004

Geely Center Tegeta-მ „თბილისის სატრანსპორტო კომპანიას“ 11 ახალი ელექტრომობილი გადასცა

news image

Geely Center Tegeta-სთან პარტნიორობით „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ ავტოპარკი განახლდა. თანამშრომლობის ფარგლებში, კომპანიას Geely-ს საავტომობილო ხაზის 11 ახალი ელექტრომობილი - Geely Geome გადაეცა, რაც თანამედროვე, ეკოლოგიური და ხარჯეფექტიანი სატრანსპორტო სერვისის განვითარებისკენ გადადგმული ნაბიჯია.

ფასი, ხარისხი და სანდოობა - ტექნიკურ მახასიათებლებთან ერთად, სწორედ ამ ფაქტორებმა განაპირობა Geely Center Tegeta-ს ტენდერში გამარჯვება. კომპანიას ელექტრომობილები Geely Center Tegeta-ს შოურუმში გადაეცა.  

გიორგი შაქარაშვილი, Geely Center Tegeta-ს კომერციული დირექტორი: „ეს თანამშრომლობა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ Geely-ს ფასისა და მახასიათებლების იდეალური სინთეზი გამოარჩევს. ამასთანავე, მნიშვნელოვანია ოფიციალური გარანტია და წარმომადგენლობა, რომელიც ავტომობილის ექსპლუატაციის პირობებში მაღალი ხარისხის სერვისის მიღებას უზრუნველყოფს. ჩვენს კორპორაციულ პარტნიორებსა და არამარტო მათ, ვთავაზობთ გარანტიას, რომელიც მოიცავს  ბატარეებზე - 8 წლიან, ავტომობილზე კი 5-წლიან მომსახურებას. 

ასევე, მინდა აღვნიშნო Geely Center Tegeta-ს სერვისის მენეჯერების კვალიფიკაცია. ისინი კვალიფიკაციის ასამაღლებელ ტრენინგებსა და სწავლებას ჩინეთში სისტემატურად გადიან. ეს პროცესი არის უწყვეტი და განსაკუთრებით პრიორიტეტული კომპანიისთვის“.

Geely Geome ახალი თაობის ელექტრომობილია, რომელიც Geely-ს მოდელებს შორის ეკონომიურობით გამოირჩევა და გაყიდვების მაჩვენებლით ჩინეთისა და მსოფლიოს სხვა ქვეყნების ბაზრის ლიდერია. ეს მოდელი სრული დამუხტვით 410 კილომეტრამდე სავალ მანძილს ფარავს. მნიშვნელოვანია ავტომობილის ხარჯეფექტიანობაც - სტატისტიკური მონაცემებით, 160 ათასი კილომეტრის გავლის შემდეგ, ჰიბრიდთან  შედარებით, 40 ათას ლარზე მეტი დანაზოგი აქვს. 

თბილისის სატრანსპორტო ქსელის ამ კომფორტული, მოქნილი და ენერგოეფექტური მოდელებით აღჭურვა არა მხოლოდ საწვავის ხარჯების შემცირებას, არამედ გარემოზე და ქალაქის ეკოლოგიაზე ზრუნვას ნიშნავს.

ლაშა გელაშვილი, „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ შესყიდვების სამსახურის უფროსი:„11 ერთეული ელექტრომობილის შესყიდვა მდგრადი მიზნების, ხარჯების შემცირებისა და ეფექტიანობის გაზრდის მიზნით გადავწყვიტეთ. ჩვენ ვემსახურებით მგზავრებს და მათ უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველვყოფთ, მეტროს, ავტობუსისა და საბაგიროს გზით. ამ სერვისების მიწოდებისათვის კომპანიის თანამშრომლებს კომფორტული და ეფექტური გადაადგილების საშუალება სჭირდებათ. სწორედ ამიტომ, ელექტრომობილების შესყიდვაზე სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული ყველა პროცესისა და  სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით, გამოცხადდა ტენდერი, სადაც ფასისა და ხარისხის იდეალური კომბინაციით Geely Center Tegeta-მ გაიმარჯვა. ავტოპარკის ელექტრიფიცირება ჩვენი სტრატეგიის ნაწილია და ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება“.

Geely Center Tegeta საქართველოში Geely Auto-ს ოფიციალური დილერია. კომპანია მომხმარებლებს სთავაზობს არა მხოლოდ სხვადასხვა კლასისა და დანიშნულების ავტომობილებს, მათ შორის როგორც ელექტრო, ისე შიგაწვის ძრავის მქონე მოდელებს, ასევე გარანტიას, გაყიდვების შემდგომ სრულყოფილ მომსახურებასა და თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილ სერვისცენტრს.

თეგეტა ჰოლდინგის ერთ-ერთ მიმართულებაში, თეგეტა ქარსში შემავალი კომპანია ჯილი ცენტრი თეგეტა“ ქართულ ბაზარზე 2023 წლიდან ოპერირებს. კომპანია ჩინური ავტოგიგანტის Geely Auto-ს ერთადერთი ავტორიზებული იმპორტიორია საქართველოში. კომპანია ქართველ მომხმარებელს, Geely-ს ბრენდის ახალი ავტომობილების გარდა, ორიგინალ ნაწილებსა და საგარანტიო სერვისსაც სთავაზობს. ბრენდის ავტომობილები გამოირჩევა გამძლეობით, უსაფრთხოების სისტემებით, თანამედროვე ტექნოლოგიების ინტეგრაციითა და ხელმისაწვდომი ფასებით.

news banner news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

თეგეტა ბიზნესისთვის
image ახალი მოდელები, ფლიტ მენეჯმენტი და B2B მიმართულების გაფართოება - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ 2026 წლის პირველ კვარტალში რეკორდული შედეგები აჩვენა

08.04.2026.13:49

კორპორაციულ სეგმენტში გაყიდული 50-მდე Geely-ს ბრენდის ავტომობილი, B2B პარტნიორები და ახალი ავტომობილები ბრენდის სამოდელო რიგში - „ჯილი ცენტრი თეგეტამ" 2026 წლის პირველ კვარტალში მნიშვნელოვანი შედეგები დააფიქსირა. ამ პერიოდში კომპანიამ სხვადასხვა ორგანიზაციას 25 ერთეულზე მეტი ელექტრული Geely GeoMe და 18 ერთეული შიგაწვისძრავიანი Geely Emgrand გადასცა. მათ შორის არის ავტოგაქირავების კომპანია Europcar Georgia, რომელიც შეძენილ ავტომობილებს ფლიტ მენეჯმენტის მიმართულებით გამოიყენებს.

გიორგი შაქარაშვილი, „ჯილი ცენტრი თეგეტას“ კომერციული დირექტორი: „2026 წლის პირველი კვარტალი „ჯილი ცენტრი თეგეტასთვის“ საქართველოს ბაზარზე განსაკუთრებული მნიშვნელობისაა. მოხარულები ვართ, რომ ამ პერიოდში გაყიდვების მიმართულებით კარგი მაჩვენებლები გვაქვს. ჩვენ მოკლე დროში შევძელით და ბაზარს სამივე ტიპის ავტომობილები შევთავაზეთ - ელექტრული, დამუხტვადი ჰიბრიდი და შიგაწვისძრავიანი. ეს არა მხოლოდ პორტფელის გაფართოება, არამედ ჩვენი სტრატეგიის ნაწილია, რომ მომხმარებლებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, არჩევანი სასურველ მოდელზე გააკეთონ, მათივე ინტერესების გათვალისწინებით. 

ფინანსური მაჩვენებელი ნებისმიერი ბიზნესისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, შესაბამისად, კომპანიები ყურადღებას უთმობენ საწვავის ხარჯს. ამიტომაც მათ დივერსიფიცირებულ სამოდელო რიგს ვთავაზობთ, რათა თავად გადაწყვიტონ, რა არის მათთვის პრიორიტეტული და ჰქონდეთ შესაძლებლობა, ერთი მხრივ, ხარჯები შეამცირონ, მეორე მხრივ კი, ეფექტიანობა გაზარდონ. მნიშვნელოვანია ჩვენი ფლიტ მენეჯმენტის მიმართულებაც - „ჯილი ცენტრი თეგეტა“ ქმნის ინფრასტრუქტურას, რომელიც კორპორაციულ მომხმარებელს გრძელვადიანი და ეფექტური ექსპლუატაციის შესაძლებლობას აძლევს“.

სწორედ მომხმარებლისთვის მეტი კომფორტის შექმნასა და ხარჯების შემცირებას ისახავს მიზნად კომპანიის მიერ მოწყობილი ელექტროდამტენების ინფრასტრუქტურა - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ თბილისსა და ბათუმში, სხვადასხვა ლოკაციაზე, ფიზიკურ პირებსა და პარტნიორ ორგანიზაციებს საოფისე შენობების, ავტოსადგომებისა თუ სასაწყობე ტერიტორიებზე 7- და 22-კილოვატიანი ორიგინალი დამტენები დაუმონტაჟა და, ყოველგვარი ფინანსური სარგებლის გარეშე, ექსკლუზიური ბარათები გადასცა, რაც მომხმარებელს ავტომობილის მინიმალური ტარიფით დამუხტვის შესაძლებლობას აძლევს. შედეგად, ყოველ 100 კილომეტრზე ხარჯი, შიგაწვისძრავიან ავტომობილთან შედარებით, სამჯერ მცირდება.

2026 წლის დასაწყისი „ჯილი ცენტრი თეგეტასთვის“ სამოდელო ხაზის გაფართოების თვალსაზრისითაც გამორჩეული იყო - პირველად ბრენდის ისტორიაში ქართულ ბაზარზე ერთდროულად სამი სხვადასხვა ტიპის ძრავის მქონე მოდელი გახდა ხელმისაწვდომი. მათ შორის:

  • Geely GeoMe - განახლებული ელექტრომობილი

პირველ კვარტალში „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ საოპერაციო ლიზინგით კომპანიებს 25-ზე მეტი Geely GeoMe-ის განახლებული ვერსია გადასცა. 2025 წელს ქართულ ბაზარზე შემოსული ეს მოდელი ახლა უკვე რესტაილინგ ვერსიით არის წარმოდგენილი.

  • Geely Starship 7 - ევროპული Plug-in ჰიბრიდი

2026 წლის პირველ კვარტალში ბაზარს წარედგინა Geely Starship 7-ის ევროპული ვერსია - ბრენდის სამოდელო ხაზის პირველი Plug-in ჰიბრიდი, რომელიც სპეციალურად ევროპული ბაზრისთვის შეიქმნა. მოდელი ერთი დამუხტვით 120 კილომეტრს გადის, საწვავის საშუალო მოხმარება კი 100 კილომეტრზე 2-3 ლიტრია.

  • Geely Preface - პრემიუმ სედანი შიგაწვის ძრავით

მნიშვნელოვანი სიახლეა Geely Preface - ბრენდის სამოდელო ხაზიდან სრულიად ახალი, პრემიუმ კლასის სედანი 2.0 ტურბო ძრავით, რომელიც ერთნაირად მიმზიდველია როგორც კორპორაციული, ისე საცალო მომხმარებლებისთვის.

 „ჯილი ცენტრი თეგეტა“ პორტფელის გაფართოებას კვლავაც აგრძელებს. წლის მეორე ნახევარში ბაზარზე პრემიუმ მოდელი Geely Galaxy M9 გამოჩნდება, ასევე Geely Battleship - დიდი ზომის 7-ადგილიანი 4x4 დამუხტვადი ჰიბრიდი. მანამდე კი, აპრილიდან კომპანია ბაზარს „ჯილი ჰოლდინგში“ შემავალ კიდევ ერთ ახალ ბრენდს, Farizon-ს, წარუდგენს - სრულად ელექტრული კომერციული ავტომობილების ხაზს (მცირე და დიდი ზომის ფურგონები, პიკაპები, დახურული სატვირთოები და ავტომობილები, რომლებშიც ქარხნულად ინტეგრირებული მაცივარია მოთავსებული -18°C-მდე). Farizon საქართველოში პირველი ბრენდი იქნება, რომელიც ბიზნესს, მათ შორის, სადისტრიბუციო კომპანიებს, ჰიპერმარკეტებსა და სუპერმარკეტების ქსელებს ასეთი ტიპის სპეციალიზებულ კომერციულ ელექტრომობილებს შესთავაზებს.

Geely ზრდის სწრაფი ტემპით გამოირჩევა როგორც გლობალურ, ისე საქართველოს ბაზარზე. ბრენდმა 2025 წელი რეკორდული შედეგებით დაასრულა, ხოლო 2026 წლის პირველი კვარტალი ისტორიული მნიშვნელობის იყო - პირველად ჩინეთში, მსოფლიოს უდიდეს საავტომობილო ბაზარზე, სწორედ Geely გახდა ყველაზე გაყიდვადი ჩინური ავტომწარმოებელი.

„თეგეტა ჰოლდინგის“ ერთ-ერთ მიმართულებაში, „თეგეტა ქარსში“ შემავალი კომპანია „ჯილი ცენტრი თეგეტა“ ქართულ ბაზარზე 2023 წლიდან ოპერირებს. ის ჩინური ავტოგიგანტის Geely Auto-ს ერთადერთი ავტორიზებული იმპორტიორია საქართველოში. კომპანია ქართველ მომხმარებელს, Geely Auto-ს ბრენდის ახალი ავტომობილების გარდა, ორიგინალ ნაწილებსა და საგარანტიო სერვისსაც სთავაზობს. Geely Auto-ს ავტომობილები გამოირჩევა გამძლეობით, უსაფრთხოების სისტემებით, თანამედროვე ტექნოლოგიების ინტეგრაციითა და ხელმისაწვდომი ფასებით.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა