მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7176.2
0.012
flag
AZN 1.532
-0.0002
flag
CNY 38.827
-0.0005
flag
EUR 2.9257
-0.015
flag
GBP 3.4392
-0.0033
flag
KZT 57.93
-0.0082
flag
TRY 0.053
-0.0001
flag
USD 2.6039
-0.0003
news banner

„თეგეტა აკადემია“ Bridgestone-ის რეგიონული სასწავლო პარტნიორი გახდა

news image
mbc image

„თეგეტა აკადემია“ მსოფლიო ბრენდის - Bridgestone-ის ოფიციალური რეგიონული პარტნიორი გახდა ტრენინგებისა და განვითარების მიმართულებით. პარტნიორობის ფარგლებში, აკადემია საბურავების მწარმოებელი ბრენდის Bridgestone-ის სასწავლო პროგრამებს საქართველოსა და რეგიონის სხვა ქვეყნებში უხელმძღვანელებს.

შედეგად, რეგიონის მასშტაბით Bridgestone-ის დილერებსა და გაყიდვების მენეჯერებს ბრენდის საერთაშორისო სტანდარტებისა და მეთოდოლოგიის სრული დაცვით გადაამზადებენ. Bridgestone-მა „თეგეტა აკადემიას“ საკუთარი სატრენინგო მოდულები, სასწავლო მასალები და მეთოდოლოგია გადასცა - რესურსები, რომლებიც აქამდე მხოლოდ ბრენდის შიდა საკომუნიკაციო არხებში გამოიყენებოდა.

ირინა წეროძე, „თეგეტა აკადემიის“ დირექტორი: „Bridgestone 1998 წლიდან „თეგეტას“ სტრატეგიული პარტნიორია. სწორედ ამ ხანგრძლივი თანამშრომლობის ლოგიკური გაგრძელებაა, რომ ბრენდმა რეგიონულ სასწავლო პარტნიორად სწორედ „თეგეტა აკადემია“ აირჩია. ეს თანამშრომლობა დაგვეხმარება, კიდევ უფრო განვავითაროთ ჩვენი სასწავლო პროცესი და საერთაშორისო სტანდარტებთან კიდევ უფრო მეტად დავაახლოოთ. ის, რომ Bridgestone უფლებას გვაძლევს, არაერთ ქვეყანაში გავმართოთ ტრენინგები ბრენდის პროდუქტების შესახებ, ჩვენთვის ბევრს ნიშნავს. ფაქტი ადასტურებს, რომ „თეგეტა“ მსოფლიო ბრენდისთვის სანდო პარტნიორი და რეგიონში საიმედო დასაყრდენია“.

სასწავლო პროგრამა ორ ძირითად მიმართულებას აერთიანებს. პირველი საბურავის ტექნიკურ მახასიათებლებს მოიცავს - კონსტრუქციას, თვისებებსა და Bridgestone-ის სამოდელო ხაზებს ზამთრის, ზაფხულისა და ყველა სეზონის სეგმენტში. მეორე მიმართულება გაყიდვების სპეციფიკურ ტექნიკაზეა ფოკუსირებული, რომელიც პრემიუმ კლასის საბურავების რეალიზაციას უკავშირდება. ცალკე მოდულად გამოყოფილია Fleet Solution - ავტოპარკებთან, განსაკუთრებით სატვირთო გადაზიდვების სექტორთან მუშაობის მიმართულება. კურსდამთავრებულები Bridgestone-ისა და „თეგეტა აკადემიის“ ერთობლივ სერტიფიკატებს მიიღებენ.



Bridgestone-თან თანამშრომლობა „თეგეტა აკადემიის“ სასწავლო პროცესის ხარისხთან უშუალოდ არის დაკავშირებული. ბრენდი, რომელიც მსოფლიოში უმაღლესი ხარისხის საბურავების მწარმოებლებს შორისაა, აკადემიას არა მხოლოდ პროდუქტის შესახებ ცოდნას, არამედ საკუთარ სტანდარტებსაც გადასცემს, რომლებიც სასწავლო პროცესის თითოეულ ეტაპს მოიცავს ტრენერთა მომზადებიდან მეთოდოლოგიის გამოყენებამდე. შედეგად, ცოდნა, რომელსაც აკადემია სერტიფიცირებული ტრენერების მეშვეობით იღებს, შემდეგ „თეგეტას“ თანამშრომლების მეშვეობით უშუალოდ მომხმარებლამდე მიდის.

ლაშა ჯუღელი, „ექსელენს ჰაბის“ დირექტორი: „Bridgestone ხარისხის სიმბოლოა - ეს არის ბრენდი, რომელიც მრავალწლიანი გამოცდილებითა და კონკრეტული ტექნიკური მტკიცებულებებითაა გამყარებული და სწორედ ეს მიდგომა გადმოაქვს სასწავლო პროცესში. როდესაც ამ დონის ბრენდი გვანდობს საკუთარი სტანდარტებით ტრენინგების გამართვას, ეს გვავალდებულებს, რომ ჩვენი მეთოდოლოგია, ტრენერები და სასწავლო პროცესი მის ხარისხს გავუთანაბროთ. ეს მნიშვნელოვანია არამხოლოდ აკადემიისთვის - ცოდნა, რომელსაც ჩვენი თანამშრომლები მიიღებენ, შემდეგ მომხმარებლამდე მივა და ხარისხის სტანდარტი საავტომობილო ინდუსტრიაზეც აისახება. ამიტომაც მსოფლიო ბრენდთან თანამშრომლობას მნიშვნელოვანი სარგებელი მოაქვს აკადემიის ტრენერებისთვის, დილერებისა და იმ მომხმარებლებისთვისაც, რომლებიც, პროდუქტთან ერთად, ხარისხის გარანტიას იღებენ“.

იაპონური ბრენდი Bridgestone მსოფლიოს მასშტაბით საბურავების ერთ-ერთი წამყვანი მწარმოებელია. ბრენდი მომხმარებელს მაღალი ხარისხის საბურავების ფართო არჩევანს სთავაზობს. Bridgestone-ის საბურავები გამოირჩევა გამძლეობით, სტაბილურობით, კომფორტით, საწვავის ეკონომიითა და ნებისმიერ გარემოში უსაფრთხო გადაადგილებით.

დავით ჩხაიძე, „თეგეტა მოტორსის“ საბურავების მიმართულების ხელმძღვანელი: „Bridgestone საბურავების ინდუსტრიის ერთ-ერთი წამყვანი გლობალური ბრენდია, რომელიც საუკეთესოა თავისი უმაღლესი ხარისხით, ინოვაციური ტექნოლოგიებითა და უსაფრთხოების მაღალი სტანდარტებით. „თეგეტასა“ და Bridgestone-ის თანამშრომლობა 1998 წლიდან იღებს სათავეს და ის, რომ დღეს ბრენდმა რეგიონულ სასწავლო პარტნიორად სწორედ „თეგეტა აკადემია“ აირჩია, ამ ხანგრძლივი პარტნიორობით მოპოვებული ნდობის ლოგიკური შედეგია. ეს ნაბიჯი მნიშვნელოვანია არა მხოლოდ „თეგეტასთვის“, არამედ მთელი რეგიონის ავტოინდუსტრიისთვის, რომელიც, პრემიუმ ხარისხის სტანდარტებთან ერთად, ცოდნისა და გამოცდილების გაცვლის შესაძლებლობასაც იღებს“.

„თეგეტა აკადემიის“ ტრენერებმა წარმატებით გაიარეს ტრენერთა მოსამზადებელი პროგრამა (Train of Trainers) და Bridgestone-ის სერტიფიცირებული სპეციალისტები გახდნენ. ამ ეტაპზე ბრენდის ოფიციალური ტრენინგების გამართვის უფლება სამ ქართველ ტრენერს აქვს მინიჭებული.

„თეგეტა აკადემიის“ რეგიონული ექსპანსია მხოლოდ Bridgestone-თან თანამშრომლობით არ სრულდება. აკადემია უკვე წარმოადგენს Porsche-ს რეგიონულ ტრენინგცენტრს, ხოლო უახლოეს მომავალში ანალოგიური სტატუსით თანამშრომლობას იწყებს ბრენდებთან - MAN-თან, JCB-სა და Bosch-თან. პარალელურად, აკადემიის გეგმებშია ევროპულ პროფესიულ კოლეჯებთან მჭიდრო თანამშრომლობის გაფართოება.

„თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანია „თეგეტა აკადემია“ არის ავტორიზებული კოლეჯი, რომელიც 2013 წლიდან ეწევა საგანმანათლებლო და საკონსულტაციო საქმიანობას ტექნიკური და ბიზნესის მიმართულებებით.

„თეგეტა აკადემია“ კომპანიებს ეხმარება, გააუმჯობესონ სერვისები, ხელი შეუწყონ თანამშრომლების პროფესიულ განვითარებას, წვლილი შეიტანონ სამუშაო ძალის განვითარებაში და გაუზიარონ ახალი ცოდნა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

თეგეტა ბიზნესისთვის
image 2026 წლის მესამე კვარტალში საქართველოს მიმდინარე ანგარიშში, რეინვესტიციების გამორიცხვით, დადებითი ბალანსი გაიზრდება - TBC Capital

30.09.2026.10:00

რამ განაპირობა ეკონომიკური ზრდა წლის პირველ ნახევარში?

საქსტატის მონაცემებით, საქართველოს ეკონომიკა 2026 წლის პირველ ნახევარში რეალურ გამოსახულებაში 7.8%-ით გაიზარდა. ეს 2025 წლის პირველ ნახევარში დაფიქსირებულ 8.6%-ზე მცირედით დაბალია, ხოლო ყოველთვიური წინასწარი შეფასებების მიხედვით გაანგარიშებულ მაჩვენებელს 0.1 პროცენტული პუნქტით (პპ) ჩამორჩება. ჯამური მაჩვენებლის მიღმა, შეიცვალა ეკონომიკურ ზრდაში სექტორების წვლილიც. კერძოდ, განათლების სექტორს, რომლის წვლილი ერთი წლის წინ დაახლოებით 1.8 პპ იყო, 2026 წლის პირველ ნახევარში ზრდაზე პრაქტიკულად არ უმოქმედია, ხოლო უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობების წვლილი ნახევარზე მეტად შემცირდა. ამის საპირისპიროდ, ვაჭრობისა და ტრანსპორტის ერთობლივი კონტრიბუცია, დაახლოებით, 1.2 პპ-ით გაიზარდა.

ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორმა (ICT), რომელიც გასულ წელს ეკონომიკური ზრდის მთავარი კომპონენტი იყო, დომინანტური როლი მიმდინარე წლის პირველ ნახევარშიც შეინარჩუნა - ამ სექტორზე საბაზისო ფასებში გამოსახული რეალური მშპ-ის ზრდის თითქმის 29% მოდის; ორჯერ მეტი, ვიდრე სიდიდით მომდევნო სექტორის წილი.

აღსანიშნავია, რომ ზრდის კომპონენტები საანალიზო მაჩვენებლის მიხედვით საკმაოდ განსხვავდება. შედარებისთვის, ეკონომიკის მთლიანი გამოშვება დაახლოებით 12%-ით, ხოლო ნომინალური მშპ დაახლოებით 11%-ით გაიზარდა, სხვადასხვა სექტორის ხარჯზე. კერძოდ, თუკი, სასაქონლო ექსპორტის მკვეთრი ზრდის ფონზე, სამთომოპოვებითმა და დამამუშავებელმა მრეწველობამ გამოშვების ზრდის 30% უზრუნველყო, მათი წილი ნომინალური მშპ-ის ზრდაში მხოლოდ 10%, ხოლო რეალური მშპ-ის ზრდაში 6%-ზე ნაკლები იყო. საპირისპიროდ, ჯამურად მომსახურების სექტორებზე რეალური ეკონომიკური ზრდის დაახლოებით 96% მოდის, მიუხედავად იმისა, რომ მთლიანი გამოშვების ზრდაში მათი წილი 66%-ს შეადგენდა. ამასთან, სოფლის მეურნეობამ და მშენებლობამ ეკონომიკურ ზრდაში უარყოფითი წვლილი შეიტანა.

ამრიგად, ეროვნული ანგარიშების მონაცემები თანხვედრაშია ბიზნესსექტორის მონაცემებზე დაყრდნობით ჩვენს წინა პუბლიკაციაში გაკეთებულ დასკვნებთან: სასაქონლო პროდუქციის ექსპორტთან დაკავშირებულმა საქმიანობამ ეკონომიკის გამოშვება მნიშვნელოვნად გაზარდა, თუმცა შუალედური მოხმარების მაღალი წილის გამო ამ ზრდის მხოლოდ მცირე ნაწილი აისახა ადგილობრივ დამატებულ ღირებულებაში. ამასთან, თავად დამატებული ღირებულების ზრდის საგრძნობი ნაწილი ფასების ზრდას უკავშირდებოდა.

საგარეო ვაჭრობის მონაცემები დამატებით ნიუანსზეც მიუთითებს: მართალია, ექსპორტის ზრდაში წამყვან როლს კვლავ სასაქონლო პროდუქცია ასრულებს, მაგრამ უფრო ზოგადი დინამიკაც საკმაოდ მძლავრია. აგვისტოში ექსპორტი წლიურად 24.7%-ით, ხოლო იანვარ-აგვისტოში 22.1%-ით გაიზარდა. ამ ზრდიდან 14.2 პპ, ანუ მთლიანი ზრდის 64%-ზე მეტი, ნავთობპროდუქტებზე მოდიოდა. ოქროს, ფეროშენადნობების, სპილენძის მადნებისა და აზოტოვანი სასუქების დამატებით კი, სასაქონლო ჯგუფების ერთობლივმა წვლილმა ექსპორტის მთლიან ზრდასაც გადააჭარბა და მისი 106%, ანუ დაახლოებით 1 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.

ამავდროულად, ექსპორტის დარჩენილი ნაწილის სუსტი დინამიკა მთლიანად ავტომობილების რე-ექსპორტის 22%-იან წლიურ კლებას უკავშირდება - აღნიშნული ხუთი სასაქონლო ჯგუფისა და ავტომობილების გამოკლებით, ექსპორტი წლიურად 15.5%-ით გაიზარდა, ძირითადად საკვებისა და სასმელების ხარჯზე.

რაც შეეხება იმპორტს, 2026 წლის იანვარ-აგვისტოში ჯამური მაჩვენებელი წლიურად 8.0%-ით გაიზარდა (2025 წლის იანვრის ერთჯერადი ფაქტორის გამორიცხვის შემდეგ), საიდანაც ნედლ და გადამუშავებულ ნავთობზე 5.2 პპ, ანუ მთლიანი ზრდის თითქმის 65% მოდის. ნავთობის იმპორტის ზრდა და ავტომობილების იმპორტის 12.5%-იანი კლება ზრდის ჯამურ ტემპზე ერთმანეთის გავლენას თითქმის სრულად აბალანსებს: ნავთობისა და ავტომობილების გამოკლებით, იმპორტი 8.3%-ითაა გაზრდილი, რაც მცირედით აღემატება კიდეც მთლიან მაჩვენებელს, თუმცა ექსპორტის ზემოაღნიშნულ ზრდასთან შედარებით მაინც მნიშვნელოვნად დაბალია.

საყურადღებოა, რომ აგვისტოში ავტომობილების იმპორტში 2026 წლის განმავლობაში ყველაზე მკვეთრი კლება დაფიქსირდა - წლიურად თითქმის 35%. მოკლევადიან პერიოდში ეს სავაჭრო ბალანსს აუმჯობესებს, თუმცა მომდევნო თვეებში ავტომობილების რე-ექსპორტის დინამიკის კიდევ უფრო შესუსტების შესაძლებლობაზეც მიუთითებს. ავტომობილების წმინდა ექსპორტის თვალსაზრისით განსაკუთრებით ძლიერი 2025 წლის შემდეგ, მსგავს განვითარებას თიბისი კაპიტალი მიმდინარე წლის დასაწყისში პროგნოზირებდა, თუმცა მასშტაბზე, სავარაუდოდ, 6 წელზე ძველი ავტომობილებისთვის აქციზის გადასახადის ზრდაც აისახა.

ამ ფონზე, ჩვენი შეფასებით, 2026 წლის იანვარ-აგვისტოში სავაჭრო დეფიციტი მშპ-ის 26.4%-მდე შემცირდა, რაც წინა წლებთან შედარებით მნიშვნელოვნად დაბალი მაჩვენებელია.

სხვა წყაროების მხრივ, სწრაფი ფულადი გზავნილები აგვისტოში წლიურად 8.2%-ით შემცირდა, რაც, ევროკავშირის მიერ გადახდების რუსულ სისტემა Zolotaya Korona-ზე დაწესებული სანქციების შემდეგ, რუსეთიდან გზავნილების თვიურად 88%-ით, 5.1 მლნ აშშ დოლარმდე შემცირებამ გამოიწვია. ივლისში რუსეთიდან გზავნილების 97%-ზე მეტი სწორედ ამ სისტემით განხორციელდა. მსგავსი ეფექტი დაფიქსირდა გზავნილებზე ყირგიზეთიდანაც, საიდანაც გზავნილები თვიურად 73%-ით შემცირდა და 2.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, იმ ფონზე, რომ ივლისში ნაკადების 66% სწორედ ამ სისტემის გამოყენებით გადმოირიცხა. აღსანიშნავია, რომ 2023 წლის ივლისში რუსეთიდან გზავნილების მსგავსი, 42%-იანი თვიური კლება გამოიწვია Unistream-ის წინააღმდეგ დაწესებულმა სანქციებმაც, თუმცა მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში ნაკადების დიდი ნაწილის სხვა სისტემებზე მიგრაცია დაფიქსირდა. მოსალოდნელია, რომ მოვლენები ამჯერადაც მსგავსი სცენარით განვითარდება, თუმცა რთულია ითქვას რამდენად სწრაფად ან სრულად მოხდება გზავნილების ჩანაცვლება.

რაც შეეხება ტურიზმის სექტორს, წინასწარი ინდიკატორები საკმაოდ მძლავრ დინამიკაზე მიუთითებს. ივლისსა და აგვისტოში მნიშვნელოვანი გაუმჯობესების შემდეგ, არარეზიდენტების რეალურმა უნაღდო დანახარჯებმა ზრდა სექტემბერშიც განაგრძო. ამ ფონზე, ბოლო დღეებში მცირე შენელების მიუხედავად, გასულ წელთან შედარებით მომატებული რჩება საქართველოს აეროპორტებში აღრიცხული ფრენების რაოდენობაც. ექსპორტის სტაბილურად მაღალ დონეზე შენარჩუნებისა და ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების გაუმჯობესების შედეგად, აგვისტოში საგარეო შემოდინებების ამ ორი მთავარი წყაროდან მიღებული სავალუტო ნაკადები კვლავ გაიზარდა. შესაბამისად, თუკი ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის პიკზე ტურიზმის დანაკლისს ექსპორტის ზრდა აბალანსებდა, ამჯერად ორივე წყარო მძლავრი დინამიკით ხასიათდება.

საერთო ჯამში, წმინდა სავალუტო შემოდინებების თიბისი კაპიტალის მოკლევადიანი შეფასება, რომელიც საქონლით ვაჭრობას, ტურიზმიდან შემოსავლებსა და ფულად გზავნილებს აერთიანებს, აგვისტოში დამატებით გაიზარდა. თავის მხრივ, ეს დინამიკა თანხვედრაშია ჩვენს მოლოდინთან, რომ 2026 წლის მესამე კვარტალში საქართველოსმიმდინარე ანგარიშში, რეინვესტიციების გამორიცხვით, დადებითი ბალანსი გაიზრდება, ხოლო მეორე კვარტლის მონაცემები უკვე სექტემბრის ბოლოს იქნება ხელმისაწვდომი.

იხილეთ პუბლიკაციის სრული ვერსია შემდეგ ბმულზე: 

https://tbccapital.ge/ge/publications/all-publications/singleview/30007705-macro-update-georgia

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა