მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7179.6
0.0007
flag
AZN 1.5345
-0.0005
flag
CNY 38.866
-0.0024
flag
EUR 3.0097
-0.0015
flag
GBP 3.5155
-0.0034
flag
KZT 58.27
0.0008
flag
TRY 0.0536
-0.0001
flag
USD 2.6085
-0.0006
news banner

„თეგეტა ბიზნესის“ მიზანია, კორპორაციულ მომხმარებლებს მათზე მორგებული პროდუქტი საუკეთესო ფასად შესთავაზოს და უზრუნველყოს მათი ბიზნესის უწყვეტობა - ეკატერინე ქავთარაძე

news image
mbc image

„30-წლიანი გამოცდილება, მაღალი ნდობა საავტომობილო სექტორში და მრავალფეროვანი პორტფელი „თეგეტა ჰოლდინგს“ საშუალებას აძლევს, სრულად უპასუხოს მცირე, საშუალო და მსხვილი ბიზნესის საჭიროებებს“, - ამის შესახებ „თეგეტა ჰოლდინგის“ მთავარმა აღმასრულებელმა ოფიცერმა, ეკატერინე ქავთარაძემ განაცხადა. „თეგეტა ჰოლდინგის“ ახალი მიმართულება - „თეგეტა ბიზნესი“ - საგანგებოდ ბიზნესმომხმარებლებზეა ორიენტირებული და მიზნად ისახავს კორპორაციული მომხმარებლებისთვის სერვისის კიდევ უფრო მეტად განვითარებას.

ეკატერინე ქავთარაძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ მთავარი აღმასრულებელი ოფიცერი: „რა სჭირდება მომხმარებელს? - ეს არის შეკითხვა, რომელსაც „თეგეტა ჰოლდინგი“, 30-წლიანი წარმატებული ისტორიის მქონე საავტომობილო კომპანია მუდმივად სვამს და  სწორედ პასუხის შესაბამისად ქმნის საკუთარ სტრატეგიას. „თეგეტა ბიზნესის“ კონცეფციაც სწორედ ჩვენი კორპორაციული პარტნიორების საჭიროებების შესაბამისად შევქმენით. ჩვენი მიზანია, მომხმარებლებს მათზე მორგებული პროდუქტი საუკეთესო ფასად შევთავაზოთ და უზრუნველვყოთ მათი ბიზნესის უწყვეტობა. მრავალფეროვანი პორტფელი, საერთაშორისო პარტნიორები, მაღალი ნდობა და გამოცდილება გვაძლევს შესაძლებლობას, ბიზნესს შევუწყოთ ხელი, გაამარტივოს, დააჩქაროს, ხარჯთეფექტური გახადოს და გააუმჯობესოს კორპორაციული ავტოპარკის მართვის პროცესები“. 

Tegeta for Business მომხმარებელს სთავაზობს:

  • ფლიტ მენეჯმენტის სერვისს – ავტოპარკის სრულ ტექნიკურ მომსახურებას, გამართულობის კონტროლსა და მონაცემებზე დაფუძნებულ ანალიტიკას;
  • TCO (Total Cost of Ownership) ანალიზს – ავტოპარკის ფლობის ხარჯების გამჭვირვალე შეფასებას, რაც ხელს უწყობს ფინანსურ ოპტიმიზაციას;
  • PPK (Price-Per-Kilometer) სერვისს – უნიკალურ შეთავაზებას, სადაც მომხმარებელი იხდის მხოლოდ გავლილი კილომეტრის მიხედვით, რაც გამორიცხავს ერთჯერად დიდ ხარჯებს საბურავებსა და სერვისებზე;
  • ინდივიდუალურ ფასებსა და ტექნიკურ მხარდაჭერას ავტოპარკის სპეციფიკის მიხედვით;
  • პრიორიტეტულ მომსახურებასა და პერსონალურ მენეჯერს, რომელიც ზრუნავს სერვისის უწყვეტობასა და მომხმარებლის საჭიროებებზე;
  • მომხმარებელზე მორგებულ სალიზინგო პროდუქტებსა და გადახდის პირობას.

მოქნილი და სწრაფი თანამშრომლობისათვის შექმნილია საკომუნიკაციო არხები(www.tegetabusiness.ge;  TegetaBusiness@tegetamotors.ge;  226 44 44), სადაც ბიზნესის წარმომადგენლებს შეუძლიათ, დარეგისტრირდნენ ან დაუკავშირდნენ სპეციალურად ამ მიმართულებაში შექმნილ საკონტაქტო ჯგუფს.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

თეგეტა ბიზნესისთვის
image კულტურის მინისტრად მაია ბითაძე დაინიშნა

15.09.2026.11:03

საქართველოს კულტურის მინისტრად მაია ბითაძე დაინიშნა. იგი ამ დრომდე გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პოსტს იკავებდა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა