მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7200.1
-0.0029
flag
AZN 1.527
-0.0002
flag
CNY 38.917
0.0026
flag
EUR 2.9145
-0.0053
flag
GBP 3.4935
-0.0056
flag
KZT 57.64
0.0022
flag
TRY 0.0519
0
flag
USD 2.5955
-0.0003
news banner

„თეგეტა“ ბიზნესისთვის - კომპანიამ სადისტრიბუციო სექტორს ფლიტ მენეჯმენტის ახალი სტანდარტი წარუდგინა

news image
mbc image

ავტოპარკის მართვის თანამედროვე მოდელი და ბიზნესისთვის ოპტიმალური, 360-გრადუსიანი მომსახურება - „თეგეტა ჰოლდინგმა“ სადისტრიბუციო ბიზნესში ჩართულ კომპანიებს სპეციალურ ღონისძიებაზე უმასპინძლა. თბილისის შემოვლით გზაზე მდებარე „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალში 70-ზე მეტი კომპანიის წარმომადგენელი შეიკრიბა. მათ შორის იყვნენ, სტუმრები როგორც სადისტრიბუციო ბიზნესიდან, ისე საცალო ვაჭრობის მსხვილი ქსელებიდან - ისინი, ვინც საკუთარი საქმიანობისათვის სხვადასხვა ტიპის ავტოპარკს იყენებენ. 

ღონისძიების ფოკუსში იყო ფლიტ მენეჯმენტი - მომსახურება, რომელიც ბიზნესის ეფექტიანობას მნიშვნელოვნად განსაზღვრავს. „თეგეტამ“ ბიზნესის წარმომადგენლებს სერვისის ის კომპლექსური მოდელი გააცნო, რომელიც კომპანიებს საშუალებას აძლევს, ტრანსპორტთან დაკავშირებული ყველა საზრუნავი პროფესიონალთა გუნდს გადააბაროს.

პეტრე წაქაძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ მსუბუქი ავტომობილების მიმართულების მთავარი ოფიცერი: „ჩვენი შეთავაზების მთავარი უპირატესობა მისი უნივერსალურობა და უწყვეტობაა: „თეგეტას“ აქვს რესურსი, სრულად უზრუნველყოს ნებისმიერი ტიპის ავტოპარკის მიწოდება და მისი შემდგომი ოპერაციული მართვა, იქნება ეს მსუბუქი კორპორაციული ავტომობილები, მცირე სადისტრიბუციო მანქანები, კომერციული თუ მძიმე სატვირთო ტექნიკა. ბიზნესს ვთავაზობთ სრულ ეკოსისტემას, სადაც ყველა პროცესზე ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას - ავტომობილის შერჩევიდან დაწყებული, მისი უწყვეტი ტექნიკური მხარდაჭერითა და დაზღვევით დასრულებული. 

საერთაშორისო პრაქტიკა აჩვენებს, რომ ავტოპარკის ხარჯები საოპერაციო დანახარჯების 35%-მდეც კი აღწევს. ჩვენი მიზანი კი ამ პროცესის მაქსიმალური ოპტიმიზაციაა. ყველა პროცესი გამჭვირვალე და პროგნოზირებადია. შედეგად, ბიზნესი იღებს არა მხოლოდ სერვისს, არამედ მზა გადაწყვეტილებებს, რაც მათ საშუალებას აძლევს, დაზოგონ დრო, ფინანსები და მთელი რესურსი თავიანთი ძირითადი საქმიანობისკენ მიმართონ“.

ღონისძიება „თეგეტა ლიზინგთან“ და „თიბისი ლიზინგთან“ პარტნიორობით შედგა. სერვისცენტრში შეკრებილებს სალიზინგო პროდუქტებიც გააცნეს. 

პრეზენტაციების შემდეგ კი სტუმრებმა გეზის ფილიალის იმ სივრცეში გადაინაცვლეს, სადაც სადისტრიბუციო და სასაწყობე ბიზნესისთვის საჭირო ტექნიკა იყო წარმოდგენილი. სხვადასხვა ბრენდის ავტოსატრანსპორტო საშუალებებს შორის იყო Farizon-ის ელექტრიფიცირებული კომერციული ტექნიკა. ჩინური ბრენდი „თეგეტას“ პორტფელს ცოტა ხნის წინ შეემატა და პირველია საქართველოში, რომელიც ბიზნესს სპეციალიზებულ ელექტრომობილებს სთავაზობს, როგორც პიკაპებსა და ფურგონებს, ისე სატვირთოებს, რომლებშიც ქარხნულად ინტეგრირებული სამაცივრე სისტემებია დამონტაჟებული. 

ექსპოზიციისთვის გამოყოფილ ნაწილში ასევე განთავსებული იყო სასაწყობე მეურნეობისათვის საჭირო სრული აღჭურვილობა და „თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი ავტომწარმოებლების ტექნიკის ფართო არჩევანი , მათ შორის MAN, HINO, Mitsubishi Fuso და FAW-ის სატვირთოები. ღონისძიების მონაწილეებს ტესტდრაივის შესაძლებლობაც ჰქონდათ.

ბექა ბერიძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ სატვირთო, კომერციული და ავტობუსების მიმართულების ხელმძღვანელი: „ჩვენ არ ვყიდით მხოლოდ ტექნიკას, ჩვენ უზრუნველვყოფთ მობილობას. სწორედ ამ პრინციპით პოზიციონირებს „თეგეტა“ და მომხმარებელს სრულ სერვისს სთავაზობს, რაც უპირველესად ბიზნესის უწყვეტობას გულისხმობს. MAN-ის ოფიციალური სერვისცენტრი, სადაც სტუმრები მოვიწვიეთ, ვქმნით გარანტიას, რომ მათთვის საჭირო ტექნიკა ყოველთვის გამართული იქნება, ხოლო გეგმური ან არაგეგმური სერვისის საჭიროების შემთხვევაში, ჩვენ მას ჩავანაცვლებთ, რათა საქმიანობა კომპანიებმა შეუფერხებლად წარმართონ. 

გარდა ამისა, პარტნიორებს ვთავაზობთ PPK მოდელს, რაც საბურავების ხარჯის განვლილ კილომეტრზე დაანგარიშებას გულისხმობს. ეს კი საშუალებას აძლევს ბიზნესს, გამოიყენოს პრემიუმ ხარისხის პროდუქცია, მიიღოს მეტი ეფექტიანობა და, ამავდროულად, ზუსტად მართოს საოპერაციო ბიუჯეტი. ჩვენ ვითვლით ფლობის ჯამურ ღირებულებას და ბიზნესს მომსახურების ისეთ მოდელს ვაწვდით, რა დროსაც მომხმარებელი ფიქსირებულ ყოველთვიურ საფასურს იხდის, ხოლო ტექნიკის სრულ გამართულობაზე ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას“. 

ავტოპარკის მართვის პროცესს „თეგეტა“ თანამედროვე ტექნოლოგიური გადაწყვეტილებებითაც აძლიერებს. ტელემატიკ სისტემის (GeoGPS) მეშვეობით, კომპანია ეფექტიანად აკონტროლების ავტოფლოტის გადაადგილებასა და საწვავის რესურსს, რაც მართვის პროცესს გამჭვირვალეს ხდის. სერვისების სრულ მენეჯმენტთან ერთად, „თეგეტა“ მზად არის, საჭიროების შემთხვევაში, პარტნიორები მძღოლებით მომსახურებითაც უზრუნველყოს. 

კომპანიაში მიაჩნიათ, რომ ფლიტ მენეჯმენტი ქართული ბიზნესის საოპერაციო კულტურაში ახალ სტანდარტს დაამკვიდრებს. ამერიკისა და ევროპის ბაზრებზე აპრობირებული და კარგად გამოცდილი საერთაშორისო მოდელის დანერგვა „თეგეტას“ პრიორიტეტია. ამჟამად ჰოლდინგის ამ კომპლექსური სერვისით უკვე 54 კორპორაციული მომხმარებელი სარგებლობს. 

,,თეგეტა ჰოლდინგის” შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით ,,თეგეტას” 28 სერვისცენტრი აქვს. „თეგეტა“ ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს Porsche, Lamborghini, Bentlye, Volvo, Toyota, Mazda, Geely, Zeekr. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO, LIEBHERR, BOMAG და სხვები. ,,თეგეტა” მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის იმპორტიორია საქართველოში. ,,თეგეტა ჰოლდინგი”, 3000-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

თეგეტა ბიზნესისთვის
image ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა

09.10.2026.13:00

„თეგეტა ჰოლდინგმა“ საირმეში, Hotel Sairme South-ში, კორპორაციული მომხმარებლებისთვის ღონისძიება გამართა, სადაც პარტნიორ ბიზნესებს Bridgestone-ის სატვირთო საბურავების მიმართულებით არსებული სიახლეები - ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელის შედეგები და პორტფელის ახალი იაპონური ბრენდი UD Trucks - წარუდგინა.

ღონისძიების მთავარი თემა იყო ბიზნესისთვის ერთი შეხედვით მარტივი, თუმცა კრიტიკულად მნიშვნელოვანი კითხვა - რამდენი უჯდება კომპანიას რეალურად ერთი გავლილი კილომეტრი? PPK მოდელი საბურავის ღირებულებას მხოლოდ შესყიდვის საწყისი ფასით არ აფასებს. ის ითვალისწინებს საბურავის რესურსს, გამძლეობას, ექსპლუატაციის ხანგრძლივობასა და, საბოლოოდ, თითოეულ გავლილ კილომეტრზე გაწეულ დანახარჯს.

„თეგეტას“ მიერ წარმოდგენილი შედეგების მიხედვით, Bridgestone-ის პრემიუმ კლასის სატვირთო საბურავების გამოყენება, მათი საექსპლუატაციო რესურსისა და გამძლეობის გათვალისწინებით, ბიზნესებისთვის კილომეტრზე გაწეულ ხარჯს დაახლოებით 30%-მდე ამცირებს.

ეკატერინე ქავთარაძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ მთავარი აღმასრულებელი ოფიცერი: „ჩვენი მიზანია, პარტნიორებს არა მხოლოდ ხარისხიანი პროდუქტი შევთავაზოთ, არამედ დავეხმაროთ, რომ ავტოპარკი უფრო ეფექტიანად, უსაფრთხოდ და პროგნოზირებადად მართონ. ბიზნესისთვის გადაწყვეტილების მიღებისას მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პროდუქტის საწყისი ფასი, არამედ ის, თუ რა უჯდება ის კომპანიას მთელი ექსპლუატაციის პერიოდში.

სწორედ ამას აჩვენებს PPK მოდელი - რეალურ მონაცემებზე დაყრდნობით გვაძლევს შესაძლებლობას, შევაფასოთ დანახარჯი თითოეულ გავლილ კილომეტრზე. დიდი ავტოპარკებისთვის ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან მათთვის მცირე სხვაობაც კი წლიურ ჭრილში საგრძნობ ფინანსურ ეფექტად გარდაიქმნება“.

„თეგეტასა“ და Bridgestone-ს შორის თანამშრომლობა 1998 წელს დაიწყო და დღემდე გრძელდება. დღეს „თეგეტა“ Bridgestone-ის ოფიციალური დისტრიბუტორია რეგიონში. პარტნიორობა, პროდუქტის მიწოდებასთან ერთად, მოიცავს ტექნიკურ ექსპერტიზას, სერვისებსა და ავტოპარკების საოპერაციო ეფექტიანობაზე ორიენტირებულ გადაწყვეტილებებს.

თანამშრომლობის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი იქნება Bandag-ის საბურავების აღდგენის ქარხნის ამოქმედება, რომელიც 2027 წლიდან იგეგმება. პროექტი სატვირთო საბურავების სრული სასიცოცხლო ციკლის მართვას გააძლიერებს და ბიზნესებს საშუალებას მისცემს, საბურავის რესურსი კიდევ უფრო ეფექტიანად გამოიყენონ, შეამცირონ კილომეტრზე დანახარჯი და ოპერაციები უფრო მდგრადი გახადონ.

ფელიქს სამოილოვი, Bridgestone-ის გაყიდვების მენეჯერი ახლო აღმოსავლეთის, აფრიკისა და CIS-ის რეგიონში: „ბიზნესისთვის ერთ კილომეტრზე დანახარჯის განსაზღვრა ბევრად უფრო მნიშვნელოვანი მაჩვენებელია, ვიდრე მხოლოდ საბურავის საწყისი ფასი. პროდუქტის რეალური ღირებულება მისი სრული სასიცოცხლო ციკლით უნდა შეფასდეს.

Bridgestone-ის გლობალური ტექნიკური გამოცდილებისა და „თეგეტას“ ადგილობრივი ბაზრის ღრმა ცოდნის გაერთიანებით ავტოპარკების მფლობელებს ეფექტიან, მათ საჭიროებებზე მორგებულ გადაწყვეტილებებს ვთავაზობთ“.

იაპონური ხარისხი „თეგეტას“ პორტფელში - UD Trucks

საირმეში გამართული შეხვედრის კიდევ ერთი მთავარი თემა იყო UD Trucks-ის წარდგენა. „თეგეტა“ იაპონური კომერციული ავტომობილების მწარმოებლის ექსკლუზიური წარმომადგენელია საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში. პარტნიორობის ფარგლებში კომპანია მომხმარებლებს სამივე ბაზარზე UD Trucks-ის ავტომობილებს, სათადარიგო ნაწილებსა და სრულ სერვისულ მხარდაჭერას სთავაზობს.

იაპონური კომპანია ბაზარზე თავდაპირველად ორი მოდელით - UD Quester და UD Croner - იქნება წარმოდგენილი. UD Quester მძიმე ტვირთამწეობის ოპერაციებისთვის, მათ შორის სამშენებლო სამუშაოებისთვისაა განკუთვნილი. UD Croner კი საშუალო ტვირთამწეობის მრავალფუნქციური სატვირთო ავტომობილია, რომელიც ურბანულ და რეგიონულ დისტრიბუციაზე, მუნიციპალურ და სპეციალიზებულ ოპერაციებზეა მორგებული.

ბექა ბერიძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ სატვირთო, კომერციული და ავტობუსების მიმართულების ხელმძღვანელი: „UD Trucks-ის დამატება ჩვენს პორტფელს კიდევ უფრო მრავალფეროვანს ხდის და ბიზნესს სატვირთო ტრანსპორტის მიმართულებით ახალ არჩევანს სთავაზობს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, სხვადასხვა საჭიროების მქონე კომპანიებს მივაწოდოთ მათ ოპერაციებზე მორგებული ტექნიკა და, ამასთანავე, უზრუნველვყოთ მისი გრძელვადიანი მხარდაჭერა სერვისით, ნაწილებითა და ტექნიკური ექსპერტიზით.

Quester და Croner სხვადასხვა ტიპის საოპერაციო საჭიროებას პასუხობს, თუმცა ორივე შემთხვევაში მთავარი აქცენტი საიმედოობაზე, ეფექტიანობასა და ბიზნესის ყოველდღიური ოპერაციების უწყვეტობაზე კეთდება“.

ღონისძიების მონაწილეებს ასევე შესაძლებლობა ჰქონდათ, ადგილზე გასცნობოდნენ Farizon-ს, საქართველოში პირველ სრულად ელექტრულ კომერციულ სატრანსპორტო და სადისტრიბუციო ავტომობილს. ბრენდის დილერია Farizon Center Tegeta.

საირმეში გამართული შეხვედრა „თეგეტას“ კორპორაციულ პარტნიორებთან თანამშრომლობის განვითარების ნაწილია. კომპანიის მიდგომა პროდუქტის ან ტექნიკის ერთჯერად გაყიდვას სცდება და ბიზნესისთვის სრული საოპერაციო ღირებულების შემცირებაზეა ორიენტირებული - იქნება ეს საბურავის ხარჯი თითო კილომეტრზე, ტექნიკის საიმედოობა, სერვისი თუ ავტოპარკის საერთო ეფექტიანობა.

„თეგეტა ჰოლდინგის” შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით „თეგეტას” 28 სერვისცენტრი აქვს. „თეგეტა“ ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს Porsche, Lamborghini, Bentley, Volvo, Toyota, Mazda, Geely, Zeekr. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO, LIEBHERR, BOMAG და სხვები. „თეგეტა” მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის იმპორტიორია საქართველოში. „თეგეტა ჰოლდინგი”, 3 000-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა