მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7200.1
-0.0029
flag
AZN 1.527
-0.0002
flag
CNY 38.917
0.0026
flag
EUR 2.9145
-0.0053
flag
GBP 3.4935
-0.0056
flag
KZT 57.64
0.0022
flag
TRY 0.0519
0
flag
USD 2.5955
-0.0003
news banner

„თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალში მომსახურების უნივერსალიზებული მოდელი დაინერგა

news image
mbc image

„თეგეტა მოტორსმა“ გეზის ფილიალში მომსახურების ახალი, უნივერსალიზებული მოდელი დანერგა, რომელიც ერთი ფანჯრის პრინციპს ეფუძნება. სატვირთო და კომერციული ტრანსპორტის მფლობელებს ერთ სივრცეში სრული ტექნიკური მომსახურების მიღება შეუძლიათ. სიახლე კომპანიის გრძელვადიანი სტრატეგიის ნაწილია, რომელიც მომხმარებელზე ორიენტირებული სერვისის განვითარებას ემსახურება.

განახლებული მოდელის მთავარი არსი შემდეგია - მომხმარებელს სერვისცენტრში მისვლიდან პროცესის დასრულებამდე ერთი სერვისის მრჩეველი ემსახურება. ის სრულად უზრუნველყოფს ყველა საჭირო პროცედურას - ავტომობილის რეგისტრაციას, ტექნიკური სამუშაოების დაგეგმვას, შესაბამის სამსახურებთან კომუნიკაციას, დოკუმენტაციის მოწესრიგებასა და ანგარიშსწორებას. ეს მიდგომა მნიშვნელოვნად ამცირებს დროის დანახარჯს და ამარტივებს მომსახურების სრულ ციკლს.

ვახტანგ ზივზივაძე, „თეგეტა მოტორსის“ გაყიდვების შემდგომი მომსახურების მიმართულების ხელმძღვანელი: „გეზის ფილიალში მომსახურების უნივერსალიზაციის მთავარი მიზანი მომხმარებლის გამოცდილების კიდევ უფრო გაუმჯობესება და პროცესების მაქსიმალურად გამარტივება იყო. „თეგეტა მოტორსი“ უკვე 30 წელზე მეტია, მომხმარებელზე ორიენტირებულ სერვისებს ავითარებს და ეს პროექტიც სწორედ ამ სტრატეგიის ნაწილია. დღეს მომხმარებლისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დროის ეფექტიანად მართვა, ამიტომ ჩვენი ამოცანა იყო, ერთ სივრცეში შეგვეთავაზებინა სრულყოფილი და კომფორტული მომსახურება. უნივერსალიზებული მოდელი ერთი ფანჯრის პრინციპზეა დაფუძნებული, რაც ნიშნავს, რომ მომხმარებელს პროცესის ყველა ეტაპზე ერთი სერვისის მრჩეველი ემსახურება, რომელიც კოორდინაციას უწევს როგორც ტექნიკურ პროცესებს, ისე ყველა სხვა საჭირო მიმართულებას. შედეგად, მომხმარებელი ზოგავს დროს და მომსახურებას ბევრად უფრო სწრაფად და ორგანიზებულად იღებს“.

გეზის ფილიალში მომხმარებელს შეუძლია, ერთ სივრცეში მიიღოს ყველა საჭირო მომსახურება - სავალი ნაწილის, ძრავის, ელექტროსისტემების, სამუხრუჭე სისტემისა და გამონაბოლქვის დიაგნოსტიკა. ფილიალში ფუნქციონირებს დიზელის საწვავის სისტემების, ძალური გადაცემის აგრეგატებისა და Thermo King-ის სამაცივრე სისტემების სერვისიც. მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომია ვულკანიზაცია, სამღებრო-სათუნუქე და სარობოტე სამუშაოები. ფილიალში მოწყობილია რეგიონში უნიკალური, 22-მეტრიანი სამღებრო სივრცე, სადაც დიდი გაბარიტების სატრანსპორტო საშუალებების სრულად შეღებვაა შესაძლებელი. სერვისცენტრში ფუნქციონირებს როგორც სტაციონარული, ისე მობილური სერვისის ჯგუფები, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში მომხმარებელს ადგილზე ემსახურებიან.

გამორჩეულია სერვისი Health Check, რომელიც ავტომობილის ტექნიკური მდგომარეობის პრევენციულ შეფასებას გულისხმობს. სერვისცენტრში მომართვისას, კონკრეტული დაზიანების მიუხედავად, მენეჯერი ავტომობილს სრულად ათვალიერებს, შედეგებს სისტემაში ასახავს და მომხმარებელს დეტალურ აქტს უმზადებს რეკომენდაციებითა და განფასებით. ეს მიდგომა მომხმარებელს საშუალებას აძლევს, პოტენციური ტექნიკური რისკები წინასწარ აღმოაჩინოს და მასშტაბურ დაზიანებამდე აღმოფხვრას.

უნივერსალური სერვისების დანერგვა მნიშვნელოვან გავლენას ახდენს კერძო სექტორზე, განსაკუთრებით სატრანსპორტო და ლოგისტიკურ ბიზნესზე, რომელთათვისაც ავტოპარკის გაუთვალისწინებელი შეფერხება პირდაპირ კავშირშია საოპერაციო დანაკარგებთან. ერთი ფანჯრის პრინციპი და პრევენციული სერვისები კი ამცირებს ტექნიკურ რისკებს, აუმჯობესებს ბიზნესპროცესების უწყვეტობას და მცირე და საშუალო ბიზნესს შესაძლებლობას აძლევს, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ტექნიკური მომსახურება ერთ სივრცეში მიიღოს.

„გეზის ფილიალი ყოველდღიურად ემსახურება როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო სატრანზიტო მოძრაობაში ჩართულ პირებს, სადაც დრო განსაკუთრებით მნიშვნელოვანი რესურსია. ჩვენი მიზანია, მომხმარებელმა ნებისმიერი ტიპის ტექნიკური მომსახურება ერთ სივრცეში, სწრაფად და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მიიღოს“, - აღნიშნავს ვახტანგ ზივზივაძე.

მომსახურების მოლოდინის პერიოდში მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომია „თეგეტა ლაუნჯის“ სივრცე, რომელიც მოიცავს მოსასვენებელ ზონას, კაფეს „საირმე ბეიქერის“ მომსახურებით, ასევე საშხაპე და სამრეცხაო სივრცეებს - სერვისებს, რომლებიც განსაკუთრებით საჭიროა საერთაშორისო სატრანზიტო მიმოსვლაში ჩართული მძღოლებისთვის.

გეზის ფილიალი საერთაშორისო ბრენდებთან თანამშრომლობს, მათ შორის არის MAN, Bridgestone,Michelin, ZF და სხვა, რაც პირდაპირ აისახება როგორც ტექნიკურ სტანდარტებზე, ისე მომსახურების ხარისხზე. ფილიალში მისულ მომხმარებლებს თანამედროვე ინფრასტრუქტურა და მაღალკვალიფიციურ პროფესიონალთა გუნდი ხვდება, რომლებიც მუდმივად გადიან გადამზადებასა და საერთაშორისო ტრენინგებშიც მონაწილეობენ. ამ ყველაფრის ერთობლიობა კი „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალს რეგიონში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ჰაბად აქცევს სატვირთო და კომერციული ტრანსპორტის მომსახურების მიმართულებით.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

თეგეტა ბიზნესისთვის
image ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა

09.10.2026.13:00

„თეგეტა ჰოლდინგმა“ საირმეში, Hotel Sairme South-ში, კორპორაციული მომხმარებლებისთვის ღონისძიება გამართა, სადაც პარტნიორ ბიზნესებს Bridgestone-ის სატვირთო საბურავების მიმართულებით არსებული სიახლეები - ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელის შედეგები და პორტფელის ახალი იაპონური ბრენდი UD Trucks - წარუდგინა.

ღონისძიების მთავარი თემა იყო ბიზნესისთვის ერთი შეხედვით მარტივი, თუმცა კრიტიკულად მნიშვნელოვანი კითხვა - რამდენი უჯდება კომპანიას რეალურად ერთი გავლილი კილომეტრი? PPK მოდელი საბურავის ღირებულებას მხოლოდ შესყიდვის საწყისი ფასით არ აფასებს. ის ითვალისწინებს საბურავის რესურსს, გამძლეობას, ექსპლუატაციის ხანგრძლივობასა და, საბოლოოდ, თითოეულ გავლილ კილომეტრზე გაწეულ დანახარჯს.

„თეგეტას“ მიერ წარმოდგენილი შედეგების მიხედვით, Bridgestone-ის პრემიუმ კლასის სატვირთო საბურავების გამოყენება, მათი საექსპლუატაციო რესურსისა და გამძლეობის გათვალისწინებით, ბიზნესებისთვის კილომეტრზე გაწეულ ხარჯს დაახლოებით 30%-მდე ამცირებს.

ეკატერინე ქავთარაძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ მთავარი აღმასრულებელი ოფიცერი: „ჩვენი მიზანია, პარტნიორებს არა მხოლოდ ხარისხიანი პროდუქტი შევთავაზოთ, არამედ დავეხმაროთ, რომ ავტოპარკი უფრო ეფექტიანად, უსაფრთხოდ და პროგნოზირებადად მართონ. ბიზნესისთვის გადაწყვეტილების მიღებისას მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პროდუქტის საწყისი ფასი, არამედ ის, თუ რა უჯდება ის კომპანიას მთელი ექსპლუატაციის პერიოდში.

სწორედ ამას აჩვენებს PPK მოდელი - რეალურ მონაცემებზე დაყრდნობით გვაძლევს შესაძლებლობას, შევაფასოთ დანახარჯი თითოეულ გავლილ კილომეტრზე. დიდი ავტოპარკებისთვის ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან მათთვის მცირე სხვაობაც კი წლიურ ჭრილში საგრძნობ ფინანსურ ეფექტად გარდაიქმნება“.

„თეგეტასა“ და Bridgestone-ს შორის თანამშრომლობა 1998 წელს დაიწყო და დღემდე გრძელდება. დღეს „თეგეტა“ Bridgestone-ის ოფიციალური დისტრიბუტორია რეგიონში. პარტნიორობა, პროდუქტის მიწოდებასთან ერთად, მოიცავს ტექნიკურ ექსპერტიზას, სერვისებსა და ავტოპარკების საოპერაციო ეფექტიანობაზე ორიენტირებულ გადაწყვეტილებებს.

თანამშრომლობის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი იქნება Bandag-ის საბურავების აღდგენის ქარხნის ამოქმედება, რომელიც 2027 წლიდან იგეგმება. პროექტი სატვირთო საბურავების სრული სასიცოცხლო ციკლის მართვას გააძლიერებს და ბიზნესებს საშუალებას მისცემს, საბურავის რესურსი კიდევ უფრო ეფექტიანად გამოიყენონ, შეამცირონ კილომეტრზე დანახარჯი და ოპერაციები უფრო მდგრადი გახადონ.

ფელიქს სამოილოვი, Bridgestone-ის გაყიდვების მენეჯერი ახლო აღმოსავლეთის, აფრიკისა და CIS-ის რეგიონში: „ბიზნესისთვის ერთ კილომეტრზე დანახარჯის განსაზღვრა ბევრად უფრო მნიშვნელოვანი მაჩვენებელია, ვიდრე მხოლოდ საბურავის საწყისი ფასი. პროდუქტის რეალური ღირებულება მისი სრული სასიცოცხლო ციკლით უნდა შეფასდეს.

Bridgestone-ის გლობალური ტექნიკური გამოცდილებისა და „თეგეტას“ ადგილობრივი ბაზრის ღრმა ცოდნის გაერთიანებით ავტოპარკების მფლობელებს ეფექტიან, მათ საჭიროებებზე მორგებულ გადაწყვეტილებებს ვთავაზობთ“.

იაპონური ხარისხი „თეგეტას“ პორტფელში - UD Trucks

საირმეში გამართული შეხვედრის კიდევ ერთი მთავარი თემა იყო UD Trucks-ის წარდგენა. „თეგეტა“ იაპონური კომერციული ავტომობილების მწარმოებლის ექსკლუზიური წარმომადგენელია საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში. პარტნიორობის ფარგლებში კომპანია მომხმარებლებს სამივე ბაზარზე UD Trucks-ის ავტომობილებს, სათადარიგო ნაწილებსა და სრულ სერვისულ მხარდაჭერას სთავაზობს.

იაპონური კომპანია ბაზარზე თავდაპირველად ორი მოდელით - UD Quester და UD Croner - იქნება წარმოდგენილი. UD Quester მძიმე ტვირთამწეობის ოპერაციებისთვის, მათ შორის სამშენებლო სამუშაოებისთვისაა განკუთვნილი. UD Croner კი საშუალო ტვირთამწეობის მრავალფუნქციური სატვირთო ავტომობილია, რომელიც ურბანულ და რეგიონულ დისტრიბუციაზე, მუნიციპალურ და სპეციალიზებულ ოპერაციებზეა მორგებული.

ბექა ბერიძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ სატვირთო, კომერციული და ავტობუსების მიმართულების ხელმძღვანელი: „UD Trucks-ის დამატება ჩვენს პორტფელს კიდევ უფრო მრავალფეროვანს ხდის და ბიზნესს სატვირთო ტრანსპორტის მიმართულებით ახალ არჩევანს სთავაზობს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, სხვადასხვა საჭიროების მქონე კომპანიებს მივაწოდოთ მათ ოპერაციებზე მორგებული ტექნიკა და, ამასთანავე, უზრუნველვყოთ მისი გრძელვადიანი მხარდაჭერა სერვისით, ნაწილებითა და ტექნიკური ექსპერტიზით.

Quester და Croner სხვადასხვა ტიპის საოპერაციო საჭიროებას პასუხობს, თუმცა ორივე შემთხვევაში მთავარი აქცენტი საიმედოობაზე, ეფექტიანობასა და ბიზნესის ყოველდღიური ოპერაციების უწყვეტობაზე კეთდება“.

ღონისძიების მონაწილეებს ასევე შესაძლებლობა ჰქონდათ, ადგილზე გასცნობოდნენ Farizon-ს, საქართველოში პირველ სრულად ელექტრულ კომერციულ სატრანსპორტო და სადისტრიბუციო ავტომობილს. ბრენდის დილერია Farizon Center Tegeta.

საირმეში გამართული შეხვედრა „თეგეტას“ კორპორაციულ პარტნიორებთან თანამშრომლობის განვითარების ნაწილია. კომპანიის მიდგომა პროდუქტის ან ტექნიკის ერთჯერად გაყიდვას სცდება და ბიზნესისთვის სრული საოპერაციო ღირებულების შემცირებაზეა ორიენტირებული - იქნება ეს საბურავის ხარჯი თითო კილომეტრზე, ტექნიკის საიმედოობა, სერვისი თუ ავტოპარკის საერთო ეფექტიანობა.

„თეგეტა ჰოლდინგის” შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით „თეგეტას” 28 სერვისცენტრი აქვს. „თეგეტა“ ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს Porsche, Lamborghini, Bentley, Volvo, Toyota, Mazda, Geely, Zeekr. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO, LIEBHERR, BOMAG და სხვები. „თეგეტა” მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის იმპორტიორია საქართველოში. „თეგეტა ჰოლდინგი”, 3 000-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა