„თეგეტამ“ „დეილი ჯგუფს“ საოპერაციო ლიზინგის ფარგლებში FAW-ის 50 სატვირთო ავტომობილი მიაწოდა
„თეგეტა ჰოლდინგმა“ „დეილი ჯგუფს“, რომელიც FMCG სექტორში ისეთ ცნობილ ბრენდებს აერთიანებს, როგორებიცაა: SPAR, „დეილი“, „მაგნიტი“, „კალათა“, ფლიტ მენეჯმენტის ფარგლებში, FAW-ის ბრენდის 50 ერთეული სატვირთო ტექნიკა მიაწოდა. ეს არის პირველი მსხვილი პროექტი მას შემდეგ, რაც „თეგეტა ჰოლდინგმა“ ახალი ბრენდი საქართველოს ბაზარზე შემოიყვანა. საუბარია FAW Tiger-ის მოდელის სადისტრიბუციო სატვირთო ავტომობილებზე, რომლებიც „დეილი ჯგუფის“ სუპერმარკეტების ქსელის ლოგისტიკურ ოპერაციებს მოემსახურება.
ბექა ბერიძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ სატვირთო, კომერციული ტექნიკისა და ავტობუსების მიმართულების ხელმძღვანელი: „თეგეტა“ მუდმივად მუშაობს იმაზე, რომ ბაზარს შესთავაზოს სხვადასხვა სეგმენტის ავტომობილები, რომლებიც მაქსიმალურად პასუხობს ბიზნესის საჭიროებებს. FAW-ის კომერციული მიმართულება სწორედ ამ სტრატეგიის ნაწილია - ეს არის ბრენდი, რომელიც გამოირჩევა ოპტიმალური ფასისა და შესაძლებლობების კომბინაციით და განსაკუთრებით საინტერესოა ლოგისტიკისა და სადისტრიბუციო კომპანიებისთვის.
FAW გამოირჩევა ხარისხისა და ფასის საუკეთესო პროპორციით. ვფიქრობთ, FAW-ის გამძლეობის, გამოცდილებისა და „თეგეტას“ სერვისის ინფრასტრუქტურის შედეგად ძალიან წარმატებული პარტნიორობა გვექნება“.

კომპანიებს შორის გარიგება ფლიტ მენეჯმენტის სერვისსაც მოიცავს, რაც ავტოპარკის სრულ ტექნიკურ მომსახურებას, გამართულობის კონტროლსა და მონაცემებზე დაფუძნებულ ანალიტიკას აერთიანებს. ბიზნესისთვის ეს ნიშნავს წინასწარი დიდი ინვესტიციის გარეშე მუშაობას, ხარჯების ზუსტ დაგეგმვასა და ძირითად საქმიანობაზე ფოკუსირების შესაძლებლობას. ამ ეტაპზე, „თეგეტა“ ჯამში 37 კომპანიის 400-მდე ავტომობილს უწევს ფლიტ მენეჯმენტის მომსახურებას.
პეტრე წაქაძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ მსუბუქი ავტომობილების მიმართულების მთავარი ოფიცერი: „დეილი ჯგუფთან“ გაფორმებული შეთანხმება მნიშვნელოვანია რამდენიმე მიზეზით. პირველ რიგში, ეს არის დიდი მოცულობის პროექტი, რომელიც აჩვენებს, რომ ქართული ბიზნესი უფრო აქტიურად გადადის თანამედროვე ფლიტ მენეჯმენტის მოდელზე. მეორე მხრივ, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ FAW-ის კომერციული ავტომობილები უკვე რეალურ ოპერაციებში გამოიყენება ისეთი მსხვილი ბიზნესის მიერ, როგორიც არის „დეილი ჯგუფი“. ეს ქმნის კარგ მაგალითს ბაზრისთვის და ადასტურებს, რომ მსგავსი გადაწყვეტილებები ეფექტიანია.
ფლიტ მენეჯმენტი დღეს უკვე ბიზნესისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია, რადგან კომპანიებს საშუალებას აძლევს, ავტომობილების მართვა პროფესიულ და სისტემურ მოდელზე გადაიყვანონ. 5 წლიან პერსპექტივაში, ამ მიდგომით ბიზნესს შესაძლებლობა აქვს მსუბუქ ავტომობილებზე ხარჯების 15% დაზოგოს, მძიმე ტექნიკაზე კი 20-25%.
„დეილი ჯგუფის“ შემთხვევაში ჩვენ არ ვსაუბრობთ მხოლოდ ავტომობილების მიწოდებაზე - ეს არის სრულფასოვანი ფლიტ მენეჯმენტის გადაწყვეტილება, რომელიც მოიცავს ავტომობილების მიწოდებას, ტექნიკურ მომსახურებას, ოპერაციულ მართვასა და ხარჯების მნიშვნელოვან ოპტიმიზაციას“.

„დეილი ჯგუფისთვის“ ეს პროექტი არ არის მხოლოდ ავტოპარკის განახლება - ეს არის სტრატეგიული გადაწყვეტილება, რომელიც კომპანიის საოპერაციო ეფექტიანობისა და სერვისის ხარისხის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.
იოსებ ბაჩი ჩხაიძე, „დეილი ჯგუფის“ მიწოდების ოპერაციების ხელმძღვანელი: „თეგეტასთან“ თანამშრომლობა ჩვენთვის სტრატეგიული პარტნიორობაა, რომელიც მიზნად ისახავს ოპერაციული ეფექტიანობისა და სერვისის ხარისხის გაუმჯობესებას. ჩვენ ვიყენებთ ჰიბრიდულ მოდელს - ავტოპარკის ტექნიკურ მომსახურებასა და მოვლა-პატრონობას „თეგეტა“ უზრუნველყოფს, ხოლო საწვავის მართვა, მარშრუტების დაგეგმვა და მძღოლების ოპერირება „დეილი ჯგუფის“ შიდა კონტროლის ქვეშ რჩება. ეს მიდგომა გვაძლევს ეფექტიანობისა და კონტროლის დაბალანსებულ კომბინაციას, ამცირებს ადმინისტრაციულ დატვირთვას და გაუთვალისწინებელი ხარჯების რისკს.
რაც შეეხება FAW-ის ბრენდზე არჩევანის გაკეთებას, ეს განპირობებული იყო სანდოობით, ოპერაციულ მოთხოვნებთან შესაბამისობითა და ეკონომიკური ეფექტიანობით. მნიშვნელოვანი როლი ითამაშა საოპერაციო ლიზინგის კონკურენტუნარიანმა პირობებმა და მიწოდების მოკლე ვადებმა, რაც სწრაფი მასშტაბირების პროცესში კრიტიკულად მნიშვნელოვანია. „თეგეტასთან“ თანამშრომლობა ჩვენთვის ნიშნავს სანდო და გრძელვადიან პარტნიორობას, რომელიც დაფუძნებულია პროფესიონალიზმსა და ხარისხზე და პირდაპირ აისახება ჩვენი სერვისის ხარისხსა და კომპანიის განვითარებაზე“.
FAW (First Auto Works Jiefang) ჩინეთის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ერთ-ერთი უმსხვილესი ავტომწარმოებელია, რომელიც სატვირთო ტექნიკას 1953 წლიდან აწარმოებს. მისი ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში „თეგეტა ჰოლდინგი“ მიმდინარე წელს გახდა.
„თეგეტა ჰოლდინგის” შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით „თეგეტას” 28 სერვისცენტრი აქვს. „თეგეტა“ ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს Porsche, Lamborghini, Bentley, Volvo, Toyota, Mazda, Geely, Zeekr. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO, LIEBHERR, BOMAG და სხვები. „თეგეტა” მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის იმპორტიორია საქართველოში. „თეგეტა ჰოლდინგი”, 3 000-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.
სხვა სიახლეები
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
09.10.2026.13:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ საირმეში, Hotel Sairme South-ში, კორპორაციული მომხმარებლებისთვის ღონისძიება გამართა, სადაც პარტნიორ ბიზნესებს Bridgestone-ის სატვირთო საბურავების მიმართულებით არსებული სიახლეები - ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელის შედეგები და პორტფელის ახალი იაპონური ბრენდი UD Trucks - წარუდგინა.
ღონისძიების მთავარი თემა იყო ბიზნესისთვის ერთი შეხედვით მარტივი, თუმცა კრიტიკულად მნიშვნელოვანი კითხვა - რამდენი უჯდება კომპანიას რეალურად ერთი გავლილი კილომეტრი? PPK მოდელი საბურავის ღირებულებას მხოლოდ შესყიდვის საწყისი ფასით არ აფასებს. ის ითვალისწინებს საბურავის რესურსს, გამძლეობას, ექსპლუატაციის ხანგრძლივობასა და, საბოლოოდ, თითოეულ გავლილ კილომეტრზე გაწეულ დანახარჯს.
„თეგეტას“ მიერ წარმოდგენილი შედეგების მიხედვით, Bridgestone-ის პრემიუმ კლასის სატვირთო საბურავების გამოყენება, მათი საექსპლუატაციო რესურსისა და გამძლეობის გათვალისწინებით, ბიზნესებისთვის კილომეტრზე გაწეულ ხარჯს დაახლოებით 30%-მდე ამცირებს.

ეკატერინე ქავთარაძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ მთავარი აღმასრულებელი ოფიცერი: „ჩვენი მიზანია, პარტნიორებს არა მხოლოდ ხარისხიანი პროდუქტი შევთავაზოთ, არამედ დავეხმაროთ, რომ ავტოპარკი უფრო ეფექტიანად, უსაფრთხოდ და პროგნოზირებადად მართონ. ბიზნესისთვის გადაწყვეტილების მიღებისას მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პროდუქტის საწყისი ფასი, არამედ ის, თუ რა უჯდება ის კომპანიას მთელი ექსპლუატაციის პერიოდში.
სწორედ ამას აჩვენებს PPK მოდელი - რეალურ მონაცემებზე დაყრდნობით გვაძლევს შესაძლებლობას, შევაფასოთ დანახარჯი თითოეულ გავლილ კილომეტრზე. დიდი ავტოპარკებისთვის ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან მათთვის მცირე სხვაობაც კი წლიურ ჭრილში საგრძნობ ფინანსურ ეფექტად გარდაიქმნება“.
„თეგეტასა“ და Bridgestone-ს შორის თანამშრომლობა 1998 წელს დაიწყო და დღემდე გრძელდება. დღეს „თეგეტა“ Bridgestone-ის ოფიციალური დისტრიბუტორია რეგიონში. პარტნიორობა, პროდუქტის მიწოდებასთან ერთად, მოიცავს ტექნიკურ ექსპერტიზას, სერვისებსა და ავტოპარკების საოპერაციო ეფექტიანობაზე ორიენტირებულ გადაწყვეტილებებს.
თანამშრომლობის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი იქნება Bandag-ის საბურავების აღდგენის ქარხნის ამოქმედება, რომელიც 2027 წლიდან იგეგმება. პროექტი სატვირთო საბურავების სრული სასიცოცხლო ციკლის მართვას გააძლიერებს და ბიზნესებს საშუალებას მისცემს, საბურავის რესურსი კიდევ უფრო ეფექტიანად გამოიყენონ, შეამცირონ კილომეტრზე დანახარჯი და ოპერაციები უფრო მდგრადი გახადონ.

ფელიქს სამოილოვი, Bridgestone-ის გაყიდვების მენეჯერი ახლო აღმოსავლეთის, აფრიკისა და CIS-ის რეგიონში: „ბიზნესისთვის ერთ კილომეტრზე დანახარჯის განსაზღვრა ბევრად უფრო მნიშვნელოვანი მაჩვენებელია, ვიდრე მხოლოდ საბურავის საწყისი ფასი. პროდუქტის რეალური ღირებულება მისი სრული სასიცოცხლო ციკლით უნდა შეფასდეს.
Bridgestone-ის გლობალური ტექნიკური გამოცდილებისა და „თეგეტას“ ადგილობრივი ბაზრის ღრმა ცოდნის გაერთიანებით ავტოპარკების მფლობელებს ეფექტიან, მათ საჭიროებებზე მორგებულ გადაწყვეტილებებს ვთავაზობთ“.

იაპონური ხარისხი „თეგეტას“ პორტფელში - UD Trucks
საირმეში გამართული შეხვედრის კიდევ ერთი მთავარი თემა იყო UD Trucks-ის წარდგენა. „თეგეტა“ იაპონური კომერციული ავტომობილების მწარმოებლის ექსკლუზიური წარმომადგენელია საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში. პარტნიორობის ფარგლებში კომპანია მომხმარებლებს სამივე ბაზარზე UD Trucks-ის ავტომობილებს, სათადარიგო ნაწილებსა და სრულ სერვისულ მხარდაჭერას სთავაზობს.
იაპონური კომპანია ბაზარზე თავდაპირველად ორი მოდელით - UD Quester და UD Croner - იქნება წარმოდგენილი. UD Quester მძიმე ტვირთამწეობის ოპერაციებისთვის, მათ შორის სამშენებლო სამუშაოებისთვისაა განკუთვნილი. UD Croner კი საშუალო ტვირთამწეობის მრავალფუნქციური სატვირთო ავტომობილია, რომელიც ურბანულ და რეგიონულ დისტრიბუციაზე, მუნიციპალურ და სპეციალიზებულ ოპერაციებზეა მორგებული.

ბექა ბერიძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ სატვირთო, კომერციული და ავტობუსების მიმართულების ხელმძღვანელი: „UD Trucks-ის დამატება ჩვენს პორტფელს კიდევ უფრო მრავალფეროვანს ხდის და ბიზნესს სატვირთო ტრანსპორტის მიმართულებით ახალ არჩევანს სთავაზობს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, სხვადასხვა საჭიროების მქონე კომპანიებს მივაწოდოთ მათ ოპერაციებზე მორგებული ტექნიკა და, ამასთანავე, უზრუნველვყოთ მისი გრძელვადიანი მხარდაჭერა სერვისით, ნაწილებითა და ტექნიკური ექსპერტიზით.
Quester და Croner სხვადასხვა ტიპის საოპერაციო საჭიროებას პასუხობს, თუმცა ორივე შემთხვევაში მთავარი აქცენტი საიმედოობაზე, ეფექტიანობასა და ბიზნესის ყოველდღიური ოპერაციების უწყვეტობაზე კეთდება“.
ღონისძიების მონაწილეებს ასევე შესაძლებლობა ჰქონდათ, ადგილზე გასცნობოდნენ Farizon-ს, საქართველოში პირველ სრულად ელექტრულ კომერციულ სატრანსპორტო და სადისტრიბუციო ავტომობილს. ბრენდის დილერია Farizon Center Tegeta.

საირმეში გამართული შეხვედრა „თეგეტას“ კორპორაციულ პარტნიორებთან თანამშრომლობის განვითარების ნაწილია. კომპანიის მიდგომა პროდუქტის ან ტექნიკის ერთჯერად გაყიდვას სცდება და ბიზნესისთვის სრული საოპერაციო ღირებულების შემცირებაზეა ორიენტირებული - იქნება ეს საბურავის ხარჯი თითო კილომეტრზე, ტექნიკის საიმედოობა, სერვისი თუ ავტოპარკის საერთო ეფექტიანობა.
„თეგეტა ჰოლდინგის” შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით „თეგეტას” 28 სერვისცენტრი აქვს. „თეგეტა“ ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს Porsche, Lamborghini, Bentley, Volvo, Toyota, Mazda, Geely, Zeekr. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO, LIEBHERR, BOMAG და სხვები. „თეგეტა” მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის იმპორტიორია საქართველოში. „თეგეტა ჰოლდინგი”, 3 000-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.