უპრეცედენტო შეთავაზება სატვირთო და სპეცტექნიკის მფლობელებს „თეგეტა ბიზნესისგან“ - Black Friday-ს კვირეული დაიწყო
საავტომობილო პროდუქტების სრული სპექტრი და სააქციო ფასები სერვისებზე - სატვირთო და სპეციალური დანიშნულების ავტოტრანსპორტის მიმართულებით „თეგეტა მოტორსის“ ყველა ფილიალში განსაკუთრებული შეთავაზება ამოქმედდა. ფასდაკლებები 25 ნოემბრიდან 29 ნოემბრისჩათვლით გრძელდება.
სატვირთო ავტომობილების მფლობელებს „თეგეტა მოტორსი“ ქვეყნის მასშტაბით ცხრა ფილიალში ემსახურება. აქციებით სარგებლობა ყველა სერვისცენტრშია შესაძლებელი. მომხმარებელი შეძლებს, საავტომობილო პროდუქტები შემდეგი პირობებით შეიძინოს:
რაც შეეხება სერვისს, Black Friday-ს შეთავაზება სავალი ნაწილის შეკეთებაზეც ვრცელდება და 30%-იან ფასდაკლებას გულისხმობს

ვახტანგ ზივზივაძე, „თეგეტა მოტორსის“ გაყიდვების შემდგომი მომსახურების ხელმძღვანელი:„Black Friday-ს კვირეულის ფარგლებში, ჩვენს კორპორაციულ თუ საცალო მომხმარებლებს MAN-ისა და Renault Trucks-ის ორიგინალ და ასევე ევროპული წარმოების საავტომობილო პროდუქციას საგარანტიო პირობებით ვთავაზობთ. ვფიქრობთ, ხელსაყრელი პერიოდია სავალი ნაწილის სრული სერვისისთვისაც.
სერვისი თანამედროვე დანადგარებით აღჭურვილ ცენტრებში უახლესი სპეციალური ინსტრუმენტების გამოყენებით სრულდება. პროცესის საბოლოო დასრულებამდე ავტომობილი სამუხრუჭე სტენდზე მოწმდება გამოცდილი მექანიკოსების მიერ, რომლებიც გადამზადებას სისტემატურად გადიან. სერვისის წერტილების სიმრავლე კი რიგების მართვისა და დაყოვნების მინიმალურ დრომდე შემცირების შესაძლებლობას გვაძლევს, რაც მომსახურებას კიდევ უფრო სწრაფსა და კომფორტულს ხდის“.
სატვირთოებთან ერთად, შავი პარასკევის კვირეულის ფარგლებში, სააქციო ფასი აქვს სპეციალური დანიშნულების ტექნიკისთვის განკუთვნილ პროდუქტებსაც:
30%-იანი ფასდაკლება გავრცელდება სპეცტექნიკის სერვისის მომსახურების სრულ ასორტიმენტზე, რაც ძრავის, ჰიდრავლიკის სისტემის, გადაცემათა კოლოფის, ელექტრობისა თუ სხვა მექანიკური დაზიანების შეკეთებას მოიცავს.

ზვიად ახლოური, „თეგეტა მოტორსის“ სპეცტექნიკის პროდუქტების უფროსი ოფიცერი:„სპეცტექნიკის სეგმენტში წელს უპრეცედენტო შეთავაზებები გვაქვს. მომხმარებელი სააქციო ფასად შეიძენს უმაღლესი ხარისხის პროდუქციას, რაც ექსპლუატაციის პროცესში განმეორებითი სერვისის რისკებს მაქსიმალურად აზღვევს. საუკეთესო პირობებით არის შესაძლებელი სრული სპეცტექნიკის სერვისის მიღებაც. დიაგნოსტიკა და შეკეთება „თეგეტა მოტორსში“ ორიგინალი, მაღალტექნოლოგიური მოწყობილობებით მიმდინარეობს. მომხმარებელთან ერთად, კარგად გვესმის, რომ სპეციალური დანიშნულების ტექნიკის გამართული მუშაობა ბიზნესის უწყვეტობას ნიშნავს. ვფიქრობთ, შეთავაზებების კვირეული საუკეთესო შესაძლებლობაა ტექნიკის მოსამზადებლად, დანახარჯების ოპტიმიზაციისა და სეზონური სამუშაოების შეუფერხებელი დაგეგმარებისათვის“.
სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით „თეგეტა მოტორსს“ ქვეყნის მასშტაბით ხუთი ფილიალი აქვს - თბილისში, ქუთაისში, ფოთსა და ბათუმში. სერვისცენტრებში მომხმარებელი შეძლებს, შეიძინოს JCB-ს; Hyundai-ს, Komatsu-ს, Liebherr-ის; Bomag-ის; XCMG-ს; Heli-ს; Clark-ისა და სხვა ბრენდების ორიგინალი პროდუქცია, აგრეთვე ITR-ის, Berco-ს, ZF, Bosch-ის, Fleetguard-ის, Cummins-ის, TVH-ის, Hifi-ს და სხვა არაორიგინალი ბრენდების მაღალხარისხიანი პროდუქცია. ასევე Mobil-ის, Shell-ის ან Motul-ის საცხებ-საპოხი მასალები, Varta-ს აკუმულატორები, JCB-სა და სხვა არაორიგინალი უმაღლესი ხარისხის Starmaxx-ის საბურავები და ა.შ.
სპეცტექნიკის პროდუქტების შეძენა წინასწარი შეკვეთითაც შესაძლებელია. მომხმარებელს შეუძლია, დარეკოს „თეგეტა მოტორსის“ ცხელ ხაზზე: 2 24 44 44 მოითხოვოს კონკრეტული პროდუქტი, რომელსაც კომპანიის წარმომადგენლები უმოკლეს ვადაში ადგილზე მიუტანენ.
სხვა სიახლეები
რეკორდული ბაზრის წილი და პროდუქტის დივერსიფიკაცია - „თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთმა“ JCB-ს ორი ჯილდო მიიღო
12.08.2026.13:44
„თეგეტა ჰოლდინგის“ სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებას - „თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთს“, რომელიც საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში JCB-ს ოფიციალური დილერია, ბრენდის ყოველწლიურ საერთაშორისო კონფერენციაზე ორი მნიშვნელოვანი ჯილდო გადაეცა. კომპანიის მიღწევები ბაზრის რეკორდული წილისა და პროდუქტის დივერსიფიკაციის მიმართულებით რეგიონში საუკეთესოდ შეფასდა.

გიორგი ბერიძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულების მთავარი ოფიცერი: „მიღებული ჯილდოები ჩვენი გუნდის მიერ გაწეული სამუშაოს მნიშვნელოვანი აღიარებაა და ადასტურებს, რომ განვითარების მოდელი, რომელსაც რეგიონში ვნერგავთ, საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება და JCB-ს მხრიდან მაღალი ნდობით სარგებლობს.
ბაზრის რეკორდული წილი ჩვენი თანმიმდევრული სტრატეგიისა და მომხმარებლების ნდობის შედეგია. ბოლო წლების განმავლობაში ვმუშაობდით როგორც გაყიდვების ზრდაზე, ისე თითოეულ ბაზარზე მდგრადი და გრძელვადიანი პოზიციის დამკვიდრებაზე. ის ფაქტი, რომ დღეს რეგიონში ისტორიულად ყველაზე მაღალი მაჩვენებელი გვაქვს, ცხადყოფს, რომ სწორი მიმართულებით მივდივართ.
პროდუქტის დივერსიფიკაციის კუთხით მომხმარებელს JCB-ს ტექნიკის ფართო არჩევანს ვთავაზობთ. წარმოდგენილი გვაქვს ბრენდის ცხრა ძირითადი პროდუქტის მიმართულება - Core 9, რაც საშუალებას გვაძლევს, სამშენებლო და სპეციალური დანიშნულების ტექნიკასთან დაკავშირებულ მრავალფეროვან საჭიროებებს კომპლექსური გადაწყვეტით ვუპასუხოთ. პროდუქციის ფართო არჩევანი და ძლიერი გაყიდვების შემდგომი მომსახურება მომხმარებლებთან გრძელვადიანი თანამშრომლობის ერთ-ერთი მთავარი საფუძველია“.
გასულ წელს ნაჩვენები რეკორდული შედეგებისთვის JCB-მ კომპანიას 2025 Market Share Record ჯილდო გადასცა. 2025 წელს „თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთმა“ JCB-ს ტექნიკით საქართველოსა და აზერბაიჯანში ბაზრის 25%-იანი წილი მოიპოვა, ხოლო სომხეთში - 30%-იანი. ეს კომპანიისთვის - როგორც თითოეულ ქვეყანაში, ისე მთლიანად რეგიონში - ისტორიულად ყველაზე მაღალი მაჩვენებელია და, გაყიდვების შედეგებთან ერთად, მომხმარებლების ნდობასა და ბიზნესის განვითარების თანმიმდევრულ სტრატეგიას ასახავს.

მეორე ჯილდო - 2025 Full Line Dealer Award - კომპანიამ რეგიონში JCB-ს პროდუქციის ყველაზე მრავალფეროვანი პორტფელისთვის მიიღო. „თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთი“ მომხმარებლებს მხოლოდ ერთი ტიპის ტექნიკას არ სთავაზობს - პორტფელი JCB-ს პროდუქციის ცხრა ძირითად მიმართულებას - Core 9-ს - მოიცავს, რაც მათ შესაძლებლობას აძლევს, სხვადასხვა ტიპის სამშენებლო და სპეციალური ტექნიკის საჭიროებაზე სრულყოფილი გადაწყვეტა კომპლექსურად, ერთ სივრცეში მიიღონ.
კომპანია განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ტექნოლოგიურ განვითარებასაც. „თეგეტას“ რეგიონში ერთადერთი სპეციალიზებული Uptime Center აქვს, რომელიც JCB LiveLink-ის ტელემატიკური სისტემის მეშვეობით საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში JCB-ს ტექნიკის მუშაობას აკონტროლებს. ცენტრი, ტექნიკურ მონაცემებთან ერთად, ოპერირების ეფექტიანობასა და სისტემურ შეტყობინებებზე რეაგირების პროცესსაც აანალიზებს, რაც პრევენციული ტექნიკური მომსახურებისა და ტექნიკის მოცდენის შემცირების მნიშვნელოვანი ნაწილია.
კომპანიაში აცხადებენ, რომ თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლების, საერთაშორისო სტანდარტების ტრენინგების, სერვისების განვითარებისა და ახალი ტექნოლოგიების დანერგვის მიმართულებით მუშაობას აქტიურად განაგრძობენ, რათა მომხმარებლებს კიდევ უფრო მაღალი ხარისხის მომსახურება შესთავაზონ.
„თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპანია „თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთი“ 2007 წელს დაარსდა, 2019 წლიდან კი კავკასიის რეგიონში ოპერირებს. კომპანია მომხმარებლებს სამშენებლო, საგზაო, სასოფლო-სამეურნეო და სპეციალური დანიშნულების მძიმე ტექნიკას, ასევე სრულ საგარანტიო და გაყიდვების შემდგომ მომსახურებას სთავაზობს. „თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთი“ საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში სამშენებლო ტექნიკის ერთ-ერთი უმსხვილესი ბრიტანული მწარმოებლის, JCB-ს ოფიციალური დილერია.