დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
„ტენე“ პლასტმასის ნარჩენებს უკვე ბათუმშიც ჩაიბარებს

„ტენე“ პლასტმასის ნარჩენებს უკვე ბათუმშიც ჩაიბარებს

2023-08-14 18:00:52

კომპანია „ტენე“ პლასტმასის ნარჩენებს უკვე ბათუმშიც ჩაიბარებს, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს კომპანიაში განუცხადეს.

როგორც ,,ტენეს" მარკეტინგის ხელმძღვანელი ბექა ონიანი Business Insider Gerogia- თან ამბობს, თბილისის შემდეგ ბათუმი ის ქალაქია სადაც ძალიან დიდი რაოდენობით პლასტმასა გამოიყენება.

„განსაკუთრებით კი ზაფხულში, როცა აჭარის რეგიონს დიდი რაოდენობით დამსვენებელი სტუმრობს, ამიტომ გადავწყვიტეთ ბათუმშიც ჩაგვებარებინა პლასტმასის ნარჩენები, დავასუფთავეთ სანაპირო და ბულვარში გავმართეთ საჩუქრების აქცია, სადაც პლასტმასის ბოთლებში გავცვალეთ უამრავი ტენეს USB კაბელი“,- აცახდებენ კომპანიაში.

რაც შეეხება  ჩამბარებელ პუნქტს, „მომხმარებლებმა უნდა მოგვწერონ ფეიჯზე და ჩვენი წარმომადგენელი დაუკავშირდებათ“, - აცხადებენ კომპანიაში.  

მანამდე, „ტენემ“ საკუთარი კრიპტო ვალუტა - ტენე ტოკენის შექმნა, რომლის კონტრაქტის შინაარსიც კომპანიის აქციის ფლობის იდენტური იქნება. ტოკენის მფლობელს ფასის ცვლილებით სარგებლის მიღების გარდა, კომპანიის წლიური მოგებიდან დივიდენდის მიღების საშუალებაც ექნება. ახალი კრიპტოვალუტა მომხმარებლებისთვის წლის ბოლომდე გახდება ხელმისაწვდომი. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები