დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
,,ტენე“ USB სატენებს 100%-ით ბიოდეგრადირებადი ახალი შეფუთვით გაყიდის

,,ტენე“ USB სატენებს 100%-ით ბიოდეგრადირებადი ახალი შეფუთვით გაყიდის

2023-07-27 19:00:51

 

Tene-ტენე თავისი საქმიანობის ყველა დეტალით ადასტურებს, რომ ყველაზე ეკომეგობრული კომპანიაა. ამ ეტაპზე კომპანიის წარმომადგენლებმა აქცენტი წარმოებული პროდუქტის შეფუთვებზე გააკეთეს, რომელიც ამიერიდან 100%-ით ბიოდეგრადირებულია.

ასეთი გადაწყვეტილებით ,,ტენე“ ხაზს უსვამს გარემოზე ზრუნვის მნიშვნელობას და მოგვიწოდებს საფრთხეების პრევენციისკენ, რაშიც თითოეული მოქალაქის წვლილი მნიშვნელოვანია.

როგორც ,,ტენეს" მარკეტინგის ხელმძღვანელი ბექა ონიანი Business Insider Gerogia- თან ამბობს, მაქსიმალურად უწყობენ ხელს, რომ პლასტამასა და სხვა მძიმე საყოფაცხოვრებო ნარჩენი ნაგავსაყრელზე არ მოხვდეს. გარდა ზიანის შემცირებისა, ცალკეა დიდი სარგებელი, რომელიც ნარჩენის გადამუშავების გზით მიიღება.

„საქართველოში ყოველწლიურად ათასობით ტონა პლასტმასა იმარხება ნიადაგში, რაც დაუშვებელია. დაშლის პროცესში იგი გამოყოფს ტოქსიკურ ნივთიერებებს და წამლავს ჩვენს მიწას, რაც საბოლოოდ სასიცოცხლო რისკებთან არის დაკავშირებული. ჩვენ უარს ვამბობთ მავნე ჩვევაზე, ვქმნით პრევენციის მაგალითებს და ნარჩენს ახალ სიცოცხლეს ვძენთ, რაც საბოლოდ გვეხმარება, რომ შევამციროთ ერთჯერადი პლასტმასას გადაჭარბებული მოხმარება და ჩავაბაროთ იგი გადამუშავების მიზნით. იმისთვის, რომ ეკომეგობრულობა ყველა დეტალსა და წვრილმანში ჩანდეს, უკვე წარმოებაშიც შევიტანეთ ცვლილება. ,,ტენეს“ USB სატენის დამზადებისას გამოყენებულია ერთჯერადი მოხმარების მეორადი პლასტმასა.

რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, სატენის შეფუთვა 100%-ით ბიოდეგრადირებადია. გვინდა, ეს პრეცედენტი მაგალითად იქცეს სხვა კომპანიებისთვისაც“, - აცხადებს ბექა ონიანი.

ამდენად, როგორც ,,ტენეს“ მარკეტინგის ხელმძღვანელი აცხადებს, ნარჩენის შეგროვება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მას აქვს გლობალური პოტენციალი. ნარჩენები საქართველოსთვის, როგორც დანარჩენი მსოფლიოსთვის, ნამდვილად დიდი პრობლემაა.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები