დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
თიბისის მხარდაჭერით გუდაური ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართება

თიბისის მხარდაჭერით გუდაური ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართება

2024-04-04 14:30:00

თიბისის და მთის ტრასების სააგენტოს (M.T.A.) პარტნიორობის ფარგლებში, გუდაური ახალგაზრდულმსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს.

5-7 აპრილს, საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ეგიდით (FIS), გუდაურში პირველად გაიმართებაახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი, სადაც 21 წლამდე ასაკის ფრისტაილერები ერთმანეთს სნოუბორდკროსის დისციპლინაში შეეჯიბრებიან.

ფინალში, მსოფლიოს წამყვანი 18 ქვეყნის 80  სპორტსმენი იასპარეზებს.
მსურველთათვის დასწრება თავისუფალია.

თიბისი მხარს უჭერს მრავალ სპორტულ პროექტს, რომლებიც ახალი თაობის განვითარებას ემსახურება. პროექტი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოში ზამთრის სპორტისა და ტურიზმის განვითარებას.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები