დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
თიხის ჭადრაკი გაყიდვებში ყველაზე პოპულარულია, შეკვეთები იზრდება - Ceramic Studio 1300

თიხის ჭადრაკი გაყიდვებში ყველაზე პოპულარულია, შეკვეთები იზრდება - Ceramic Studio 1300

2023-08-25 17:00:16

 

თიხის ნიმუშების მიმართ მოთხოვნა როგორც საქართველოში, ისე გლობალურ ბაზრებზეც აქტიურია. კერამიკის შემოქმედებითი სახელოსნო და მცირე საწარმო Ceramic Studio 1300 ერთ-ერთი პირველია ბაზარზე, რომელმაც თიხის ნიმუშები გაათანამედროვა და ქართული პროდუქცია მსოფლიოს არაერთ ქვეყანას გააცნო.

მრავალფეროვან ასორტიმენტში ყველაზე მოთხოვნადი თიხის ჭადრაკია.

როგორც კომპანიის მენეჯერი ანა ჯიბუტი Business Inider Georgia - თან ამბობს, ჭადრაკები სხვადასხვა მასალისგან მზადდება და განსხვავებული, დახვეწილი დიზაინით მომხმარებლებში დიდ ინტერესს იწვევს.

„მოთხოვნა წლიდან წლამდე სტაბილურად მზარდია. აგვისტოშიც კი, რომელიც გაყიდვების თვალსაზრისით შედარებით პასიური პერიოდია, აქტიური ტემპი შენარჩუნდა. მომხმარებლებს სეზონურად სხვადასხვა სახის პროდუქციას ვთავაზობთ, მუდმივად იცვლება დიზაინი, ასორტიმენტი, სტანდარტული პროდუქცია წარმოებაში ნაკლებადაა.

ამ ეტაპზე განსაკუთრებული ინტერესი თიხის ჭადრაკზეა, რომლის რეალიზაცია მკვეთრად გაზრდილია. ექსპორტზე გაგვაქვს აქტიურად, ძირითადად კერძო პირები გვიკვეთავენ. ფიზიკურად ვერ ვასწრებთ დამზადებას, იმდენად დიდია მოთხოვნა", - ამბობს ანა ჯიბუტი.

რაც შეეხება საექსპორტო არეალს, Ceramic Studio 1300-ის ნამუშევრები გადის ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა აშშ, ბრიტანეთში, შვედეთი, საფრანგეთი და სხვა. რაც შეეხება ფასებს, თიხის ჭადრაკების ღირებულება 270 ლარიდან იწყება და 600 ლარს აღწევს გამოყენებული მასალის ხარისხის და დიზაინის შესაბამისად.

ცნობისთვის, Ceramic Studio 1300 კერამიკოსებმა, ირინა ჯიბუტიმ და ტასო გომელაურმა, 2015 წელს დააარსეს. რიცხვი 1300 ღუმელის გამოწვის მაქსიმალურ ტემპერატურასთან ასოცირდება.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები