დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
„თოლია“ ავტობანზე პირველ სანაყინეს გახსნის

„თოლია“ ავტობანზე პირველ სანაყინეს გახსნის

2023-08-08 18:00:11

ნაყინის მწარმოებელი კომპანია „თოლია“ აგვისტოს ბოლოს ავტობანზე, არგვეთაში პირველ სანაყინეს გახსნის. ამის შესახებ Business Insider Georgia-ს კომპანიის მარკეტინგის მენეჯერმა, სანდრო ლომთაძემ განუცხადა. 

„ავტობანზე სანაყინეს გახსნა იმიტომ გადავწყვიტეთ, რომ საკმაოდ დიდი ნაკადია და ობიექტი კომერციულად მომგებიანი იქნება. ინვესტიციის მოცულობა დაახლოებით 100 000 ლარია“, - ამბობს სანდრო ლომთაძე. 

მისივე ინფორმაცით, კომპანიამ მანამდე სანაყინე გახსნა ქუთაისში და რუსთავში. „მიმდინარე წელს 4 ახალი ფილიალის პროექტი ავტობანზე სანაყინეს გახსნით დასრულდება. 

რაც შეეხება გაყიდვებს, გასულ წელის ანალოგიურ პერუიდთან შედარებით 8% არის გაზრდილი. „მოთხოვნა თითქმის ყველა დასახელების ნაყინზეა, თუმცა ,,ინდიგო" ჯერჯერობით ლიდერ პოზიციაზეა, - ამბობს სანდრო ლომთაძე.

ამ ეტაპზე „თოლიას“ ქსელში 250-მდე ადამიანია დასაქმებული.

შეგახსენებთ, რომ „თოლია“ ქართულ ბაზარზე 26 წელია ოპერირებს და ლიდერ პოზიციაზეა - ბაზრის 57% უჭირავს. კომპანია 58 დასახელების ნაყინს უშვებს. რაც შეეხება სანაყინე ხაზს, საქართველოს მასშტაბით „თოლიას“ 28 სანაყინე აქვს.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები