დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
TOP-5 ყველაზე ყურებადი ფილმი საქართველოს კინოდარბაზებში - Cavea Cinemas რეიტინგი

TOP-5 ყველაზე ყურებადი ფილმი საქართველოს კინოდარბაზებში - Cavea Cinemas რეიტინგი

2024-01-04 20:00:00

საქართველოს კინოდარბაზებში 2023 წელს ყველაზე ყურებადი ფილმი „ავატარი: წყლის გზა“ იყო.

როგორც Business Insider Georgia-ს საქართველოს კინოთეატრების მფლობელ კომპანია Cavea Cinemas-ში განუცხადეს, 2023 წელს თუ საქართველოს კინოთეატრებში ყველაზე გაყიდვადი ფილმი ჯეიმს ქამერონის „ავატარი: წყლის გზა“ იყო. 

ამ ფილმმა 2023 წელს ქართველი მაყურებლების დიდი ინტერესი გამოიწვია და შესაბამისად ყველაზე ყურებად/მოთხოვნადი ფილმების რეიტინგში მეორე ადგილზეა Barbie, რომლის პრემიერამაც მთელს მსოფლიოში სრული ანშლაგით ჩაიარა.

Cavea Cinemas-ს მონაცემებით, საქართველოში 2023 წელს ყველაზე ყურებად/მოთხოვნადი ფილმების TOP-5 ასე გამოიყურება:

1. ავატარი: წყლის გზა

2. Barbie

3. ოპენჰაიმერი

4. ჩექმებიანი კატა 2

5. ელემენტები

„ავატარი: წყლის გზა“, მძაფრსიუჟეტიანი, სათავგადასავლო, ფანტასტიკაა, რომელშიც მთავარ როლებს ასრულებენ: ზოი სალდანა, ჯემი ფლეტერსი, მიშელ იეო, სიგურნი უივერი, კეით უინსლეტი, სემ უორტინგტონი.

Barbie, სათავგადასავლო, კომედიური, ფანტასტიკური ჟანრის ფილმია, სადაც მთავარ როლებს მარგო რობი, რაიან გოსლინგი, ჰარი ნეფი, ჰელენ მირენი, მაიკლ სერა, ჯონ სინა, უილ ფერელი და დუა ლიპა ასრულებენ. საგულისხმოა, რომ Barbie მსოფლიოს 2023 წლის ყველაზე შემოსავლიანი ფილმებში მოწინავე პოზიციაზეა.

„ოპენჰაიმერი“ კი ბიოგრაფიული, ისტორიული, დრამაა, სადაც მთავარ როლებში არიან კილიან მერფი, ემილი ბლანტი, მეთ დეიმონი და რობერტ დაუნი უმცროსი. „ოპენჰაიმერი“ მსოფლიოს 2023 წლის ყველაზე შემოსავლიანი ფილმების ასევე ერთ-ერთი ლიდერია.

ანიმაციური ფილმი „ჩექმებიანი კატა 2“ საოჯახო, სათავგადასავლო, კომედიაა, რომლის ორიგინალურ ვერსიას ახმოვანებენ: ანტონიო ბანდერასი, სელმა ჰაიეკი, ჰარვი გილენი და ოლივია კოლმანი. მისი რეჟისორები არიან ჯოელ კროუფორდი და იანუელ მერკადო, ხოლო სცენარის ავტორი პოლ ფიშერია.

ანიმაციური ფილმი „ელემენტები“ წარმოადგენს სათავგადასავლო, კომედიური ჟანრის ფილმს, რომლის რეჟისორიცაა პიტერ სონი, ხოლო როლებში არიან მსახიობები: ლეა ლუისი, მამუდუ ატი და რონალდო დელ კარმენი. სცენარის ავტორი კი ჯონ ჰობერგი და კეტ ლიკელი არიან. საგულისხმოა, რომ  „ელემენტები“ მსოფლიოს 2023 წლის ყველაზე შემოსავლიანი ფილმების რეიტინგშიცაა.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

17 წუთის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები