დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ტყიბულის წყალსაცავზე კუნძულები ₾3 040 000 გაიყიდა

ტყიბულის წყალსაცავზე კუნძულები ₾3 040 000 გაიყიდა

2024-01-10 17:11:00

ელექტრონულ აუქციონზე ტყიბულის წყალსაცავზე მდებარე სამი კუნძული ჯამში 3 040 000 ლარად გაიყიდა.

აუქციონის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, ყველაზე ძვირადღირებული ლოტი ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ მანჭიორში მდებარე 315018 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთია, რომლის საწყისი ფასი 1 700 000 ლარი იყო და 28 დეკემბერს დასრულებულ აუქციონზე, 1 701 000 ლარად გაიყიდა.

663 000 ლარად გაიყიდა 31828 კვადრატული მეტრი, რომლის საწყისი ფასიც 180 000 ლარი იყო.

ხოლო 21421 კვადრატული მეტრი, რომლის ფასიც 120 000 ლარს შეადგენდა, საბოლოოდ 676 000 ლარად გაიყიდა.

მანამდე, ტყიბულის მუნიციპალიტეტი, ტყიბულის წყალსაცავზე არსებულ 3 კუნძულს 2 მილიონ ლარად ყიდდა.

სამივე შემთხვევაში ინვესტორს შემდეგი ვალდებულებები აქვს: ტერიტორიის მოწესრიგება; ეკონომიკური საქმიანობით დატვირთვა; ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა; ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმება. ამისთვის ინვესტორმა ჯამურად, 8 000 000 ლარი უნდა დახარჯოს.

სამივე აქტივი დამოუკიდებელ აუქციონებზე გაიყიდა, მფლობელების ვინაობა ამ დროისთვის უცნობია. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები