დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
წელს ახალ მიმართულებას ვამატებთ - PEGAS Touristik Georgia-ს დირექტორი წელს აჯამებს

წელს ახალ მიმართულებას ვამატებთ - PEGAS Touristik Georgia-ს დირექტორი წელს აჯამებს

2024-01-26 12:00:00

PEGAS Touristik Georgia მიმდინარე წელს ახალ მიმართულებას ამატებს და საკუთარ მომხმარებლებს აია ნაპას მიმართულებით ტურისტულ ტურებს შესთავაზებს, რომელიც კომპანიის მიერ დაქირავებული ჩარტერული რეისებით შესრულდება.

როგორც Business Insider Georgia-სთან PEGAS Touristik Georgia-ს გენერალურმა დირექტორმა სალომე ბერაიამ განაცხადა, კომპანია ახალ ბაზრებზე გასასვლელად აქტიურად მუშაობს, თუმცა სიახლე, რაც 2024 წელს  PEGAS Touristik Georgia საკუთარ კლიენტებს შესთავაზებს აია ნაპას მიმართულებაა. 

„ახალ ბაზრებზე გასვლაზე ვმუშაობთ, მაგრამ ჯერ-ჯერობით ბაზარი ამის შესაძლებლობას არ გვაძლევს. ეს განპირობებულია რამდენიმე ფაქტორით: პირველი, უნდა იყოს მოკლე ფრენა, რომ არ დაიღალოს მომხმარებელი, მეორე, საქართველოს კონკრეტულ ქვეყანასთან უნდა ჰქონდეს უვიზო მიმოსვლა, სადაც მარტივი იქნება გადაადგილება. მოგეხსენებათ, გასულ წელს აია ნაპა ძალიან პოპულარული მიმართულება იყო და წელს ჩვენ ვაპირებთ აია ნაპას მიმართულებითაც ვიმუშაოთ. ჯერ გამოქვეყნებული ფასები არ გაქვს მაგრამ ძალიან მალე გასაჯაროვება“, - აღნიშნა სალომე ბერაიამ.

როგორც PEGAS Touristik Georgia-ს გენერალური დირექტორი აცხადებს, 3 მარტიდან კომპანიის დაკვეთით ეგვიპტის მიმართულებით ფრენებს Georgian Wings იწყებს, რაც მათთვის ქართულ ავიაკომპანიასთან თანამშრომლობის პირველი პრეცედენტია.

„უკვე წინასწარ შევუთანხმდით ქართულ ახალ ავიაკომპანიაა Georgian Wings-ს, რომელიც ეგვიპტის მიმართულებით შეასრულებს ფრენებს. სისტემაში უკვე ჩავტვირთეთ და პირველად ჩვენი კომპანია იფრენს ქართული ავიაკომპანიის ბორტით, რაც ჩვენთვისაც ერთგვარი გამოწვევაა. რეისები შესრულდება კვირაში ერთხელ, ყოველ კვირა დღეს. 

უკვე გახსნილი გაქვს ზაფხულის ფრენები, ადრეულ ჯავშნებზე 40-50%-იანი ფასდაკლებაა და ამიტომ ამ ფასდაკლებით სარგებლობა რომ შეძლოს ქართველმა მომხმარებელმა უკვე ჩატვირთულია ზაფხულის განრიგები. დიდი წარმატებით იჯავშნება და ასეთ მაღალ მოთხოვნას ასე ადრეც არ ველოდით“, - აცხადებს სალომე ბერაია.

PEGAS Touristik Georgia-ს გენერალური დირექტორი განმარტავს, რომ კომპანიისთვის 2023 წელი, მიუხედავად გამოწვევებისა წარმატებული იყო და სალომე ბერაია ანალოგიურად კარგ, დატვირთულ წელს ელოდება 2024 წლის განმავლობაშიც. 

„ციფრებში, რომ შევაჯამოთ კმაყოფილი ვართ. 2023 წლის ზაფხულის სეზონმა წარმატებით ჩაიარა და შემდეგ უკვე ზამთრის სეზონისთვის დაწყებული გვქონდა ჩარტერული ფრენები ეგვიპტეში, შარმ-ელ-შეიხისთვის, თუმცა 5 ნოემბერს უკვე იძულებულები გავხდით, რომ ეს ფრენები გაგვეუქმებინა, რადგანაც ღაზაში მიმდინარე საომარმა მოქმედებებმა შეაშინა ჩვენი მომხმარებელი. მიუხედავად იმისა, რომ ეგვიპტეში სრული უსაფრთხოებაა, მაინც ქართველმა მომხმარებელმა თავი შეიკავა ეგვიპტეში დასვენებისაგან. ამიტომ ძალიან იკლო ჯავშნების რაოდენობამ. შესაბამისად ჩვენ მივიღეთ სუფთა კომერციული გადაწყვეტილება და შევაჩერეთ რეისები, რადგანაც ბორტები თითქმის ცარიელი დაფრინავდა. 

რაც შეეხება ზაფხულს, აქტიურად ვყიდდით ტურებს თურქეთის მიმართულებით. ანტალია, ბოდრუმი, მარმარისი კუშადასი - ეს 4 მიმართულება გვქონდა ათვისებული. აღნიშნულ მიმართულებებზე ტურისტების გადაყვანას, როგორც წესი ჩარტერული რეისებით ვახდენდით, რასაც Pegasus Airlines-ს და SunExpress-ს ვუკვეთავდით, რომლებიც 99%-იანი დატვირთულობით დაფრინავდნენ.

ეგვიპტის მიმართულებით ფრენებს კი Air Cairo-ს ვუკვეთავდით, რომლის დატვირთულობაც თავიდან მაღალი იყო“, - აცხადებს სალომე ბერაია. 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები