დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ცხოველებისა და ფრინველების საკვების მწარმოებელი ,,ნუტრიმაქსი“ ბაზარზე პრემიუმ ხარისხის ბრენდს გამოიტანს

ცხოველებისა და ფრინველების საკვების მწარმოებელი ,,ნუტრიმაქსი“ ბაზარზე პრემიუმ ხარისხის ბრენდს გამოიტანს

2023-07-28 13:01:26

 

2023 წელი ცხოველებისა და ფრინველების საკვების ინდუსტრიულო მწარმოებელი კომპანია „ნუტრიმაქსისთვის“ საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა. კომპანიამ გახსნა მეორე საწარმო, რომელიც კომპანიონი ცხოველებისა (ძაღლისა და კატის) და თევზის საკვებს აწარმოებს ახდენს.

გარდა ამისა, ,,ნუტრიმაქსი“ მუშაობს პრემიუმ ხარისხის ბრენდზე, რომელიც ბაზარზე სექტემბრის ბოლო გამოვა. აღნიშნულთან დაკავშირებით Business Insider Georgia-ს „ნუტრიმაქსიდან“ აცნობეს. ახალ საწარმოსთან დაკავშირებით კომპანიაში განმარტეს, რომ პროექტი მსოფლიოში წამყვანი კომპანიების სპეციალისტთა აქტიური ჩართულობითა და პარტნიორობით განხორციელდა. ,,ახალი საწარმოს გახსნამ საშუალება მოგვცა ბაზრისთვის ახალი პროდუქტები შეგვეთავაზებინა.

ამჟამად ძაღლებისა და კატების საკვების სამი ბრენდია მომხმარებლებისათვის ხელმისაწვდომი: Winny, Simpo და Skippy. ასევე ვმუშაობთ პრემიუმ ხარისხის ბრენდზე, რომელიც უკვე სექტემბრის ბოლოდან გამოვა ბაზარზე. აკვაკულტურის მიმართულებით, უკვე ვამზადებთ კალმახისა და კობრის ექსტრუდირებულ საკვებს. ქართული ბაზარი აქამდე უმეტესწილად იმპორტირებული პროდუქტებისგან შედგებოდა, ახალი საწარმოს ექსპლუატაციაში შესვლით კი შესაძლებლობა მოგვეცა ადგილობრივი პროდუქცია შეგვეთავაზებინა მომხმარებლებისათვის. მალე უფრო მეტად გავამდიდრებთ აკვაკულტურის მიმართულების პროდუქტების პორტფელსაც“, - აცხადებს ,,ნუტრიმაქსის“ წარმომადგენელი.

რაც შეეხება ახალ საექსპორტო ბაზრებს, მისი თქმით, რეგიონული (სომხეთი, აზერბაიჯანი) ბაზრების გარდა, კომპანია აქტიურად მუშაობს სხვა საექსპორტო მიმართულებებზე. ,,ახალი პროდუქტები დამატებით საშუალებას გვაძლევს მეტად კონკურენტუნარიანები გავხდეთ. რამდენიმე თვის წინ უზბეკეთში გავხსენით პირველი წარმომადგენლობა და მიმდინარეობს მუშაობა უშუალოდ პროდუქტების ექსპორტზეც. აქტიურად ვმუშაობთ შინაური ცხოველების საკვების ბაზრების ათვისებასთან დაკავშირებით აღმოსავლეთ ევროპაში, შუა აზიასა და აფრიკაში.

ახალი პროდუქტების ექსპორტი უკვე განხორციელდა სომხეთში. ამჟამინდელ პრიორიტეტს ახალი საექსპორტო ბაზრების ათვისება წარმოადგენს. შესაბამისად მაქსიმალურად ვცდილობთ კავშირების დამყარებას სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებთან. მაისში მონაწილეობა მივიღეთ იტალიაში გამართულ შინაური ცხოველების ინდუსტრიის უმსხვილეს გამოფენაში - Zoomark 2023, ივლისის თვეში კი - მეფრინველეობის ინდუსტრიის საერთაშორისო გამოფენაში - VIV Turkey 2023. ნოემბერში მეფრინველეობის ინდუსტრიის ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოფენაში VIV MEA 2023-ში მივიღებთ მონაწილეობაა, რომელიც აბუ-დაბიში შემოდგომაზე გაიმართება“, - აცხადებს ,,ნუტრიმაქსის“ წარმომადგენელი.

მისი ინფორმაციით, საერთაშორისო სტანდარტების მშენებლობასა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობაში კომპანია „ნუტრიმაქსმა“ 12 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა, რომელიც თვიურად 2 500 ტონა ექსტრუდირებული საკვების წარმოების საშუალებას იძლევა. კომპანიაში ამ ეტაპზე 150-მდე ადამიანია დასაქმებული. წარმოების ძირითადი ნაწილი სრულად ავტომატიზებულია.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები