დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
წლის ბოლომდე ჩვენი პროდუქცია ლონდონში იქნება - „ოჯახური“ 2023 წელს აჯამებს

წლის ბოლომდე ჩვენი პროდუქცია ლონდონში იქნება - „ოჯახური“ 2023 წელს აჯამებს

2023-12-25 14:00:00

ყოველწლიურად იზრდება კონკურენცია როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე. თუმცა, „ოჯახური“ რჩება მომხმარებლის რჩეულ ბრენდად, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს კომპანიაში განუცხადეს. 

კომპანიის წარმომადგენელი, 2023 წელს ბიზნესისთვის მთავარ გამოწვევას და წარმატებას ასახელებს: 

„მუდმივი გამოწვევაა ქსელური მარკეტების მომარაგება, ვფიქრობთ, რომ ამ გამოწვევას წელსაც წარმატებით გავართვით თავი. როგორც დედაქალაქში ასევე რეგიონებში ჩვენს მომხმარებელს ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე შეუძლია ქართული, ნატურალური სანელებლების შეძენა. 

წელს ბევრი სიახლე შევთავაზეთ ჩვენს მომხმარებლებს, დავამატეთ ტყემლების ნაირსახეობა, ასევე კიდევ უფრო გავამრავალფეროვნეთ სანელებლების ასორტიმენტი. მომხმარებელს ხინკლის საკმაზი, როზმარინი, ხახვის ფანტელი, დაფქული ხახვი, სიმინდის სახამებელი, გამაფხვიერებელი, რძის ფხვნილი შევთავაზეთ. 

სიახლეები გვაქვს ექსპორტის მიმართულებითაც, ჩვენი პროდუქცია აშშ-ს ბაზარზე შევიდა, ექსპორტის ერთი პარტია უკვე წარმატებით გაიგზავნა, უახლოეს დღეებში კი მეორე ნაწილის გაგზავნაც იგეგმება.  

ასევე, ამ წლის მიღწევად ვთვლით ექსპორტს დიდ ბრიტანეთში, წლის ბოლომდე ჩვენი პროდუქცია ლონდონში იქნება. ამასთან, ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოლაპარაკებები, უკრაინაში ექსპორტის აღდგენაზე“, - აცხადებენ კომპანიაში. 

ყველაზე მოთხოვნად საექსპორტო პროდუქციას რაც შეეხება, „რთულია კონკრეტულად რომელიმე სახეობის გამოყოფა, თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ განსაკუთრებული მოთხოვნა მაინც ქართულ ტრადიციულ საკმაზებზეა, როგორიცაა: სვანური მარილი, საცივის საკმაზი, უცხო და ხმელი სუნელი“, - ამბობს „ოჯახურის“ მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი სალომე ნეფარიძემ . 

როგორც კომპანიაში აცხადებენ გასულ წელთან შედარებით, ექსპორტი ევროპის მასშტაბით ... 50-%-ით არის გაზრდილი. 

„2024 წელს ჩვენს ერთგულ მომხმარებელს კიდევ არა ერთ სიახლეს ვპირდებით, რომელსაც ეტაპობრივად გავაჟღერებთ“, - ამბობს სალომე ნეფარიძე.

როგორც ცნობილია, ,,ოჯახური" აწარმოებს არა მხოლოდ ცალკეული სახეობის, არამედ შერეულ სუნელებსაც, რომლებიც სხვადასხვა კერძისთვის არის განკუთვნილი. შედეგად, მომხმარებელს არ უწევს რამდენიმე სახეობის ცალ-ცალკე შეფუთვით შეძენა, რადგან კომპანიამ ისინი უკვე ერთ შეფუთვაში გააერთიანა.

ცნობისთვის, „ოჯახური“ 2010 წელს დაარსდა. საწარმოში სტაბილურად 70 ადამიანია დასაქმებული.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

18 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები