დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ცნობილია, პირველი რუსული ავიაკომპანია, რომელმაც საქართველოში ფრენის ნებართვა ითხოვა

ცნობილია, პირველი რუსული ავიაკომპანია, რომელმაც საქართველოში ფრენის ნებართვა ითხოვა

2023-05-11 17:01:34

 

 

რუსეთის სამი ქალაქიდან საქართველოში ფრენის ნებართვა პირველმა, რუსულმა ავიაკომპანია Red Wings-მა ითხოვა.

უწყებათაშორისი კომისიის სხდომისთვის შესაბამისი მასალები საჰაერო ტრანსპორტის ფედერალური სააგენტოს პორტალზე ქვეყნდება.

ირკვევა, რომ გადამზიდავი ითხოვს თბილისის მიმართულებით ფრენების დაშვებას მოსკოვიდან კვირაში 21-ჯერ, სამარადან და ყაზანიდან კვირაში შვიდჯერ.

„ავიაკომპანია Red Wings-ი, საქართველოში ფრენების ნებართვის არსებობის შემთხვევაში, ამ მიმართულებით მარშრუტების ქსელის გაფართოებას გეგმავს. დაგეგმილია ფრენების განხორციელება ავიაკომპანიის ძირითადი საოპერაციო ბაზებიდან“, – განმარტავენდნენ კომპანიაში.

ავიაკომპანიაში ასევე აღნიშნეს, რომ Red Wings-ი საქართველოში ფრენებს პერსპექტიულად მიიჩნევს არა მხოლოდ ტურისტული ბიზნესის, არამედ საქმიანი ურთიერთქმედების და გასტრონომიული ტურიზმის თვალსაზრისითაც.

„ჩვენ გვჯერა, რომ ეს იქნება ჩვენი მგზავრებისთვის სასურველი ადგილი”, – ამბობენ Red Wings-ში.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის მიხედვითაც რუსულ ავიაკომპანიებს შეეძლებათ განაახლონ ფრენები საქართველოში, ხოლო ტუროპერატორები გაყიდიან ტურებს საქართველოს მიმართულებებზე პირდაპირი რეისებით.

ამჟამად 15 რუსული ავიაკომპანია 22 ქვეყანაში დაფრინავს.

ეს ქვეყნებია: აზერბაიჯანი, სომხეთი, ბელორუსი, ვენესუელა, ეგვიპტე, ისრაელი, ინდოეთი, ირანი, ყაზახეთი, ჩინეთი, ყირგიზეთი, კუბა, მალდივები, მონღოლეთი, არაბეთის გაერთიანებული საამიროები, სეიშელის კუნძულები, ტაჯიკეთი, ტაილანდი, თურქმენეთი, თურქეთი, უზბეკეთი, შრი-ლანკა.

გარდა ამისა, 28 ქვეყნიდან 54 უცხოური ავიაკომპანია ახორციელებს პირდაპირი სამგზავრო რეისებს რუსეთის აეროპორტების მიმართულებით. 

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები