დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
წყნეთში, სულხან-საბა ორბელიანის ქუჩაზე ასფალტის საფარი განახლდა

წყნეთში, სულხან-საბა ორბელიანის ქუჩაზე ასფალტის საფარი განახლდა

2023-04-06 16:17:00

ვაკის რაიონში საგზაო ინფრასტრუქტურის განახლების პროცესი გრძელდება. ამჯერად, გზის საფარიწყნეთში, სულხან-საბა ორბელიანის ქუჩაზე განახლდა. პირველ ეტაპზე, ტერიტორიაზე მიწისქვეშაკომუნიკაციები მოწესრიგდა, რის შემდეგაც დაზიანებული საფარის რეაბილიტაცია დაიწყო - მოეწყოგზის საფუძველი, ბორდიური, ახლა კი ორფენიანი ასფალტის საფარი დაიგო. შედეგად, ორბელიანისქუჩაზე გადაადგილება უფრო კომფორტული და უსაფრთხო გახდება.

 

საგზაო ინფრასტრუქტურა 2 000-მდე კვ. ფართობზე მოწესრიგდა. სამუშაოების ღირებულება 140 000 ლარს შეადგენს. პროექტი, გამგეობის დაკვეთით, შპს „ლუკრიმ“ განახორციელა.

 

ადგილობრივ მოსახლეობას მერის მოადგილე კახა გულედანი, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგიტყემალაძე და ვაკის რაიონის გამგებელი დავით კვინიკაძე  შეხვდნენ.

 

უახლესი

55 წუთის წინ

1 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები