დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
თუ ლიცენზირებულ ავტოსადგურებს მგზავრების რაოდენობა გაეზრდებათ, გაძვირების საკითხი არ დადგება - დიდუბის ავტოსადგური

თუ ლიცენზირებულ ავტოსადგურებს მგზავრების რაოდენობა გაეზრდებათ, გაძვირების საკითხი არ დადგება - დიდუბის ავტოსადგური

2023-12-04 18:00:01

,,საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ" კანონში ცვლილების შეტანას სექტორში პირველი შეფასება უკვე მოჰყვა. როგორც Business Insider Georgia-თან „დიდუბის ავტოსადგურის“ ხელმძღვანელმა ნესტორ მიქატაძე აცხადებს, მათი შენიშვნები, რეკომენდაცია და მოთხოვნა კანონში გათვალისწინებულია და ჯერი უკვე აღსრულებაზეა, რის დიდი იმედიც აქვთ.

„დიდხანს ველოდით ახალ ჩანაწერს კანონში, რაც მრავალ პრობლემას მოგვიგვარებდა. დადგა ეს რეალობა და კმაყოფილი ვართ. მით უმეტეს, ჩვენი რეკომენდაციები გათვალისწინებულია. ახლა მთავარია, როგორ მოვა შესაბამისობაში არსებულ რეალობასთან მთავრობის ნორმატიული აქტები, რომლებიც შემდგომში უკვე მგზავრის გადაყვანის მდგომარეობას განსაზღვრავს.

ახალი წლიდან იწყება პირველი ეტაპი და ერთ წელიწადს გაგრძელდება, მერე უკვე მეორე ეტაპი ჩაეშვება. ჩვენ ყოველდღიურად დაველოდებით შედეგს, განსაკუთრებით   საქალაქთაშორისო მგზავრთგადაყვანასთან დაკავშირებით, რომელიც უნდა  დაექვემდებაროს სანებართვო საქმიანობას და მისი განხორციელების უფლება ჰქონდეთ მხოლოდ ავტოსადგურებს.

მთავარია, ე.წ. „მტაცებლების" თემა მოისპობა. არსებული კანონითაც ჰქონდათ მათ შეზღუდვა, მაგრამ ზედამხედველი არავინ არ იყო. ახლა, როცა კანონი გამკაცრდა, უკვე ამ განუკითხაობას ბოლო მოეღება", - აცხადებს ნესტორ მიქატაძე.

როგორც „დიდუბის ავტოსადგურის“ დირექტორი Business Insider Georgia-თან აღნიშნავს, კანონის ამოქმედების შემდეგ  ლიცენზირებულ ავტოსადგურებს მგზავრების რაოდენობა გაეზრდებათ და ამ ფონზე გაძვირების საკითხი დღის წესრიგში არ დადგება. 

„ჩვენ დღეს არაჯანსაღი კონკურენციის ქვეშ ვიმყოფებით და მაინც ვინარჩუნებთ ფასებს. თუ კი მგზავრთნაკადი გაგვეზრდება, ჩვენ ფასების გაზრდის გარეშეც აუვალთ ამ ხარჯებს და განვახორციელებთ იმ რეფორმებს, რომელიც მოთხოვნილია კანონის ფარგლებში“- განმარტავს მიქატაძე.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა მესამე მოსმენით, 83 ხმით „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ კანონში ცვლილება მიიღო.

კანონპროექტი ითვალისწინებს ქვეყნის შიდა რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მოწესრიგებას, ნორმების დახვეწას, ავტოსადგურების სერტიფიცირებას სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ და ასევე, ასოცირების შეთანხმებით აღებული ვალდებულებების შესრულებას.

ცვლილებების მიღების ძირითადი მიზეზია საავტომობილო ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანის სფეროში და სამგზავრო ავტოსადგურებში არსებული მდგომარეობა.

ავტორი:

მარი გოცირიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები