დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
უძრავი ქონების დეველოპმენტი ბათუმიდან აჭარის სხვა ლოკაციებზე ინაცვლებს

უძრავი ქონების დეველოპმენტი ბათუმიდან აჭარის სხვა ლოკაციებზე ინაცვლებს

2024-03-06 19:00:00

ბათუმში მიწის შეზღუდული რესურსებიდან გამომდინარე, უძრავი ქონების დეველოპმენტი აჭარის სხვა ლოკაციებზე ინაცვლებს. ამის შესახებ Galt & Taggart-ის 

მიმდინარე დეველოპერული პროექტების განაწილება აჭარაში:

  • ბათუმი - 64%;
  • გონიო, კვარიათი, მახინჯაური -24 %;
  • ქობულეთი - 12%. 

უძრავი ქონების ფასი პირველად ბაზარზე 54.6%-ით გაიზარდა 2022 წლის დასაწყისთან შედარებით, თუმცა 2024 წლიდან ფასების სტაბილიზაციაა მოსალოდნელი.

პირველად ბაზარზე საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასი ბათუმში, $ / კვ.მ.მ  2023 წელს +16.9% არის გაზრდილი. თუ 2023 წლის იანვარში 1 კვ.მ-ს ფასი $858 შაედგენდა, დეკემბერში  $1314 -ის ფარგლებში დაფიქსირდა. 

ბათუმში, საცხოვრებელი უძრავი ქონების გაყიდვები მცირედით შენელდა 2023 წელს, როგორც პირველად ისე მეორად ბაზარზე. აღსანიშნავია, რომ გაყიდვები 21.7%-ით შემცირდა 2024 წლის იანვარში.

2023 წელს ბათუმში 15,758 ბინა გაიყიდა, აქედან 6,833 ძველი აშენებულია (მეორადი), ხოლო 8,925 ახალი. 2022 წელთან მეორად ბაზარზე კლება 4%-ია, ხოლო პირველად ბაზარზე 10%. 2022 წელს ბათუმში 17,040 ბინა გაიყიდა. 

შესუსტებული მოთხოვნა შესაძლოა აიხსნას 1) 2022 წლის მაღალი ბაზით 2) დაბალი მარაგებით, რადგან პროექტებში, რომლებიც 2024-25 წლებში სრულდება ბინების 85% გაყიდულია და 3) დეველოპმენტის ბათუმიდან აჭარის სხვა ლოკაციებზე გადანაცვლებით.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები