დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ვინ გამოიყენებს „ჭკვიან“ ყუთებს, რომლებსაც Eximcrop-ი საქართველოში შემოიტანს

ვინ გამოიყენებს „ჭკვიან“ ყუთებს, რომლებსაც Eximcrop-ი საქართველოში შემოიტანს

2023-04-20 21:28:00

კომპანია Eximcrop-ი საქართველოში კიდევ ერთი სიახლის დანერგვას გეგმავს. როგორ Business Insider Georgia-ს კომპანია Eximcrop-ის წარმომადგენელმა ვახტანგ გოგალაძემ განუცხადა, საქართველოში სურსათით ვაჭრობის სეგმენტში რითეილსა და დისტრიბუციაში ციფრული ყუთების სისტემის დანერგვა იგეგმება. 

„რეგიონში პირველად ხილის იმპორტი „ჭკვიანი ყუთებით“ განხორციელდება. ჩვენ პირველები ვართ, ვინც ამას ვნერგავთ. „ჭკვიანი“ ყუთების სერვისი საშუალებას იძლევა ზუსტად მოხდეს დათვლა სად და რამდენი პროდუქციაა საწყობიდან მაღაზიებში, რესტორნებში და სხვა საცალო გაყიდვების ცენტრებში გადანაწილებული. ამის დათვლას ახდენს სპეციალური აკუსტიკური სკანერები ყუთში ჩამონტაჟებული ჩიპის მეშვეობით.

მაგალითად შესაძლებელია წამში 3000 ყუთის დათვლა და აღრიცხვა პროდუქტების მიხედვით. ასე, რომ ჩვენი ყუთების გამოყენება ზრდის ფრეშ პროდუქციის ბრუნვის სისწრაფეს, ხარისხსა და ნულამდე ამცირებს დანაკარგს და რაც მთავარია ამ ყუთების შეძენა არ არის აუცილებელი.

კომპანია დამკვეთს შეუქმნის და გაუმართავს ყუთების პარკს და გადასცემს გრძელვადიანი იჯარით“, - ამბობს ვახტანგ გოგალაძე.

მისივე თქმით, ეს სერვისი საკმაოდ განვითარებულია ევროპასა და ამერიკაში. „ამ სერვისს იყენებენ რითეილსა და ვაჭრობაში. ასევე არის მრავალჯერადად გამოყენებადი ტარა, რომელიც  განსაზღვრულია „მწვანე ეკონომიკისთვის“. 2025 წლისთვის ევროკავშირის მიზანია მთლიანად ამოიღოს ერთჯერადი ტარა“. 

ვახტანგ გოგალაძე ამბობს, რომ ადგილობრივ ბაზარზე „ჭკვიან“ ყუთებზე მოთხოვნა არის.

„ჩვენ ვუწევთ კონსულტაციას რამდენიმე ქსელს საქართველოში, რომელთა დანაკარგებიც „ფრეშ კატეგორიაში“ დიდია. ხოლო „ჭკვიანი“ ყუთების გამოყენების შედეგად ეს 0-მდე დადის. დანაკარგი 3-5%-მდეა, როცა ბრუნვა 10 მილიონამდეა, ეს საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია.

ამ ყუთების გამოყენება მოხდება შიდა რითეილში, რომ პროდუქცია ფერმერიდან სავაჭრო ქსელამდე მივიდეს. ყუთების შემოტანა ხდება ესტონეთიდან. საქართველო  რეგიონში პირველია. ვგეგმავთ ყუთების შეტანას სომხეთში, აზერბაიჯანსა და  უზბეკეთში“, - ამბობს გოგალაძე.

პროექტი საპილოტოა და პირველ ეტაპზე Eximcrop-ი 20 ათას „ჭკვიან“ ყუთს შემოიტანს, რომელთა რაოდენობაც100 000-მდე გაიზრდება, საბოლოო ჯამში კი 2 000 000 ერთეულს მიაღწევს. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

59 წუთის წინ

1 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები