დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ვიწყებთ მსჯელობას და ფიქრს სისტემაზე, როგორ დავფაროთ სკოლებში ბავშვთა კვება - განათლების მინისტრი

ვიწყებთ მსჯელობას და ფიქრს სისტემაზე, როგორ დავფაროთ სკოლებში ბავშვთა კვება - განათლების მინისტრი

2023-04-24 12:43:24

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, გიორგი ამილახვარის განცხადებით, სასკოლო ინფრასტრუქტურაში რა წამსაც იქნება შესაბამისი კვების ინფრასტრუქტურა განვითარებული [და უკვე გარკვეულ სკოლებში არის], ამის პარალელურად სამინისტრო დაიწყებს მსჯელობასა და ფიქრს იმ სისტემაზე, როგორ დაფაროს ყველა სკოლაში საბავშვო კვება. 

გიორგი ამილახვარის განცხადებით, სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი სწორედ სასადილოების მოწყობას უკავშირდება.

„რა თქმა უნდა, გამოწვევები არის და მე და ჩვენ ამას არ გავურბივართ. ამაზე ღიადაც ვლაპარაკობთ. მათ შორის, არის, რა თქმა უნდა, სასკოლო კვებასთან დაკავშირებული საკითხი, რომელიც სამი ათწლეულია ჩვენს სისტემას მოსდევს“, - აღნიშნა მინისტრმა. 

მისივე თქმით, ახლა უპრეცედენტო პროექტები ინფრასტრუქტურული მიმდინარეობს და უკვე 2-3 წლის განმავლობაში დაპროექტებულია 400 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაცია. 

„ამას კიდევ გადაბმულად მოსდევს 400 სკოლა, სადაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და მთავარი კომპონენტი არის სასადილო ინფრასტრუქტურა ანუ, სკოლებში იმ ინფრასტრუქტურის მოწყობა, რომელიც შემდგომ აუცილებელია სერვისისთვის, რომ ჩვენი შვილები უზრუნველვყოთ ხარისხიანი, უსაფრთხო კვების მიწოდებით.

პარალელურად, სამინისტრო მუშაობს სხვადასხვა საერთაშორისო გამოცდილებაზე და კვლევაზე, იმ მიდგომებზე და მეთოდოლოგიაზე, თუ როგორ შეგვიძლია ჩვენ სისტემურად მივუდგეთ ამ მნიშვნელოვან და მტკივნეულ საკითხს,“ - განაცხადა მინისტრმა.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები