დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ვცდილობთ, პლასტმასის ნარჩენების შეგროვება მომგებიანი გახდეს, - „ტენეს“ ახალი აქცია

ვცდილობთ, პლასტმასის ნარჩენების შეგროვება მომგებიანი გახდეს, - „ტენეს“ ახალი აქცია

2023-07-05 12:00:25

„ტენეს“ შემოთავაზებები სულ უფრო იხვეწება და მრავალფეროვანი ხდება. პლასტმასის ნარჩენების შეგროვებაც გაცილებით მომგებიანია.

როგორც „ტენეს“ მარკეტინგის ხელმძღვანელი ბექა ონიანი Business Insider Gerogia- თან აცხადებს, კომპანიის ახალი შემოთავაზებაა ეკო მეგობრულ ტრანსპორტი - „ტენეს" ელექტრო სკუტერი, რომელსაც მართვის მოწმობა არ ჭირდება. ,

„ჩვენს მიერ შემოთავაზებული ელექტროსკუტერი ჯდება კომპანიის სამუშაო ფორმატში, ვინაიდან ეკომეგობრულია. მისი მაქსიმალური სიჩქარე 25 კმ/სთ-ია და ძრავის სიმძლავრე 1000 ვატი. ამასთან, გავაუქმეთ ქულების სისტემა და შემოვიღეთ ქოინების სისტემა, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს, პლასტმასის ჩაბარებით 0 ლარად მიიღონ ნივთები ყოველგვარი თანხის დამატების გარეშე. მაგალითად, 15 ივლისამდე ვინც ჩაგვაბარებს 4 კგ პლასტმასის ნარჩენს, მიიღებს 1 ტენე ქოინს - ტენეს ახალი კრიპტოვალუტას, რომელიც შეუძლიათ გადაცვალონ 1 USB კაბელში ან სულაც შეინახოთ სამომავლოდ", - აცხადებს ბექა ონიანი.

როგორც მარკეტინგის ხელმძღვანელი აღნიშნავს, ახალი აქციის ფარგლებში, მომხმარებლების განსაკუთრებით მაღალი ჩართულობაა.

ჯამში ,,ტენემ" თავისი არსებობის მცირე ხნის განმავლობაში ჯამში 10 ტონაზე მეტი პლასტმასის ნარჩენი ჩაიბარა. კომპანიის გეგმაშია, წლის ბოლომდე მაქსიმალურად ჩართონ და მოიცვან რეგიონები.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, ნარჩენის შეგროვება ძალიან მნიშვნელოვანია, მას აქვს გლობალური პოტენციალ. ნარჩენები საქართველოსთვის, როგორც დანარჩენი მსოფლიოსთვის, ნამდვილად დიდი პრობლემაა.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები