დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
2024 წელს საშუალო წლიური ინფლაცია 3.0%- ის დონეზეა მოსალოდნელი  - Galt & Taggart

2024 წელს საშუალო წლიური ინფლაცია 3.0%- ის დონეზეა მოსალოდნელი - Galt & Taggart

2024-04-09 10:25:00

Galt & Taggart-ის პროგნოზით, 2024 წელს საშუალო წლიური ინფლაცია 3.0%- ის დონეზეა მოსალოდნელი. 

„2024 წლის მარტში წლიური ინფლაცია, მცირედით 0.5%-მდე გაიზარდა, წინა თვეში დაფიქსირებული 0.3%-იანი ინფლაციის შემდეგ. მარტში ინფლაციაზე ძირითადი გავლენა ჰქონდა სურსათის ფასების 4.1%-იან წლიურ კლებას და ტრანსპორტის ფასების 8.1%-იან წლიურ ზრდას. აღსანიშნავია, რომ მარტში ადგილობრივად წარმოებული და იმპორტირებული საქონლის ფასები წლიურად, შესაბამისად, 2.6%-ით (+2.4% წ/წ წინა თვეში) და 1.6%-ით გაიზარდა (+0.2% წ/წ წინა თვეში), ხოლო შერეული საქონლის ფასები 3.9%-ით შემცირდა (-3.3% წ/წ წინა თვეში). ამასთან, საბაზო ინფლაცია, რომელიც კალათიდან გამორიცხავს სურსათის, ენერგომატარებლების და თამბაქოს ფასებს, მარტში წლიურად 0.1პპ-ით 2.3%-მდე შემცირდა. 2024 წლის მარტში წლიური ინფლაციის ფორმირებაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებში: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები (-3.4% წ/წ, -1.17პპ), ტრანსპორტი (+8.1% წ/წ, +0.98პპ), ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო (+4.5%, +0.31პპ), ტანსაცმელი და ფეხსაცმელი (-5.0% წ/წ, -0.21პპ), სასტუმროები და რესტორნები (+6.3%, +0.20პპ) და განათლება (+3.6% წ/წ, +0.16პპ)“,- ნათქვამია Galt & Taggart-ის კვირის მიმოხილვაში. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

1 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები