დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
50%-ით გაიზარდა მოთხოვნა ჩვენს პროდუქციაზე, გერმანია ერთ-ერთი უპირობო ლიდერია - „ოჯახური“

50%-ით გაიზარდა მოთხოვნა ჩვენს პროდუქციაზე, გერმანია ერთ-ერთი უპირობო ლიდერია - „ოჯახური“

2024-02-13 15:00:00

კომპანია „ოჯახურმა“ გერმანიის, ქალაქ ბერლინში  გამართულ  საერთაშორისო გამოფენებში -  Green Week 2024 და FRUIT LOGISTICA 2024 მიიღო მონაწილეობა. 

ქართული სუნელ-სანელებლების მწარმოებელი კომპანიის წარმომადგენელი, ამბობს, რომ მსგავსი გამოფენები ყოველთვის უწყობს ხელს საქართველოში წარმოებული პროდუქციის ქვეყნის საზღვრებს გარეთ პოპულარიზაციას და უცხოელი მომხმარებლის მოზიდვას.  

„ოჯახურმა“ მონაწილეობა მიიღო ბერლინში გამართულ საერთაშორისო გამოფენაში Green Week 2024-ში. ფორუმზე წარმოდგენილი იყო 1400-ზე მეტი კომპანია 61 ქვეყნიდან. Green Week არის წამყვანი საერთაშორისო სავაჭრო გამოფენა სურსათის, სოფლის მეურნეობისა და მებაღეობის სფეროში. მსგავსი სახის გამოფენებში მონაწილეობა ჩვენი კომპანიისთვის ყოველთვის პრიორიტეტულია. 

სწორედ ამ გზით ვცდილობთ, გავაცნოთ ქართული ტრადიციული სანელებლები ადგილობრივ მომხმარებლებს. გამოფენაზე წარმოდგენილი გვქონდა სუნელ-სანელებლები, სოუსები ტყემლები, ჯემები და სხვ. „მწვანე კვირეულის“ ფარგლებში, სტუმრებს ქართული სანელებლები გავაცანით და დავაგემოვნებინეთ. ჩვენმა პროდუქციამ უცხოელი მომხმარებლის დიდი მოწონება დაიმსახურა.  

რაც შეეხება FRUIT LOGISTICA-ის გამოფენას, გამოფენა 2 დღის განმავლობაში გაგრძელდა. მასში მონაწილეობა 2600-ზე მეტმა კომპანიამ მიიღო, 140 ქვეყნიდან. ქართულ სანელებლებზე მოთხოვნა ექსპორტიორი ქვეყნებიდან ყოველ წელს იზრდება, საერთაშორისო გამოფენები კი ხელს გვიწყობს კიდევ უფრო მეტი ადამიანი დავაინტერესოთ საქართველოში წარმოებული სანდო და ნატურალური პროდუქციით. ევროპაში გასული წლის მონაცემებს თუ შევხედავთ, 50%-ით გაიზარდა მოთხოვნა ჩვენს პროდუქციაზე და მათ შორის, გერმანია ერთ-ერთი უპირობო ლიდერია“, - ამბობს „ოჯახურის“ მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი სალომე ნეფარიძე.  

ცნობისთვის, ორივე საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობას ქართული კომპანიები სოფლის განვითარების სააგენტოს უშუალო ხელშეწყობით იღებენ.. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები