დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
9-10 მარტს პარლამენტის ტერიტორიაზე ვიზიტორების, აკრედიტებული მედიისა და პარლამენტის წევრების დაშვებაზე შეზღუდული რეჟიმი იმოქმედებს

9-10 მარტს პარლამენტის ტერიტორიაზე ვიზიტორების, აკრედიტებული მედიისა და პარლამენტის წევრების დაშვებაზე შეზღუდული რეჟიმი იმოქმედებს

2023-03-09 10:10:32

9-10 მარტს პარლამენტის ტერიტორიაზე ვიზიტორების, აკრედიტებული მედიისა და პარლამენტის წევრების დაშვებაზე შეზღუდული რეჟიმი იმოქმედებს. ამის შესახებ პარლამენტის განცხადებაშია ნათქვამი. 

„7-8 მარტს საქართველოს პარლამენტის სასახლესთან შეკრებილი მოქალაქეების ნაწილის მხრიდან ძალადობრივი ქმედებების შედეგად ზიანი მიადგა პარლამენტის შენობასა და ინფრასტრუქტურას.

ზარალის აღწერის, მიყენებული ზიანის აღდგენის, პარლამენტის წევრებისა და აპარატის თანამშრომლების ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, პარლამენტის სასახლეში მიმდინარე წლის 9-10 მარტს „საქართველოს პარლამენტის სასახლეში და მიმდებარე ტერიტორიაზე უსაფრთხოების დაცვის რეჟიმის შესახებ" საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2016 წლის 30 დეკემბრის N259/3 ბრძანებით დადგენილი რეგულაციების შესაბამისად,

იმოქმედებს ტერიტორიაზე დაშვების შეზღუდული რეჟიმი, რომელიც გავრცელდება ყველა ვიზიტორზე, აკრედიტებულ მედიაზე და პარლამენტის წევრებზე.

შენობაში, საქართველოს პარლამენტის აპარატის მიერ, დაიშვებიან აპარატის მხოლოდ ის თანამშრომლები, რომლებმაც მონაწილეობა უნდა მიიღონ ზიანის აღწერასა და აღდგენაში.

ინფრასტრუქტურის დაზიანების და შენობაში მყოფი პირების ჯანმრთელობისთვის მოსალოდნელი რისკების თავიდან აცილების მიზნით, მიმდინარე კვირას პლენარული სხდომები არ გაიმართება“, - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

19 წუთის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები