დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
სოფო ასანიძე - „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებების შემდეგაც  სახსრების წარმომავლობის შესწავლა იმავე მაღალი სტანდარტით მოხდება, როგორც მანამდე

სოფო ასანიძე - „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებების შემდეგაც სახსრების წარმომავლობის შესწავლა იმავე მაღალი სტანდარტით მოხდება, როგორც მანამდე

2024-04-26 15:24:00

„საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებების შეტანა არ გამოიწვევს პროცესების შეცვლას საფინანსო სისტემაში, ვინაიდან სახსრების წარმომავლობისა და კომპანიის სადამფუძნებლო სტრუქტურის შესწავლა მოხდება იმავე მაღალი სტანდარტით, რაც აქამდე ხდებოდა, - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის ფულის გათეთრების ინსპექტირებისა და ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ სოფო ასანაძემ განაცხადა. მისივე თქმით, ცვლილებები არ არეგულირებს საბანკო გადარიცხვებს, რადგანაც ჩარიცხვა გადარიცხვის ოპერაციები ცალკე გადასახადებით არ იბეგრება „საერთაშორისო სტანდარტების, საუკეთესო პრაქტიკისა და ეროვნული ბანკის მითითებების შესაბამისად, კომერციული ბანკები დღემდე აქტიურად სწავლობენ მსგავსი ტიპის ოპერაციებს. ამიტომ აღნიშნული არ გამოიწვევს პროცესების შეცვლას, ვინაიდან სახსრების წარმომავლობისა და კომპანიის სადამფუძნებლო სტრუქტურის შესწავლა მოხდება იმავე მაღალი სტანდარტით, რაც აქამდე ხდებოდა. დამატებით, ეროვნული ბანკი თავის მანდატის ფარგლებში, მუდმივად სწავლობს როგორც ფულის გათეთრების, ასევე სანქციების რეჟიმებთან შესაბამისობის კუთხით არსებულ კონტროლის მექანიზმებს და სხვადასხვა გეოგრაფიულ არეალებთან დაკავშირებულ ტრანზაქციებს“, - აღნიშნა სოფო ასანიძემ. მისივე ინფორმაციით, ევროპის საბჭოს ექსპერტთა კომიტეტის, Moneywall-ის მიერ დადებითად არის შეფასებული ეროვნული ბანკის ფულის გათეთრების საზედამხედველო პროცესი და პრაქტიკა ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის კუთხით და ასევე დადებითად არის შეფასებული კომერციული ბანკების შიდა კონტროლის პრაქტიკა.

უახლესი

5 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები