მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7203
-0.0033
flag
AZN 1.5272
-0.0007
flag
CNY 38.891
-0.0029
flag
EUR 2.9198
0.0151
flag
GBP 3.4991
0.016
flag
KZT 57.42
0
flag
TRY 0.0519
0
flag
USD 2.5958
-0.0012
news banner

PISA-ს კვლევის თანახმად, საქართველო, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში მიღწევების თვალსაზრისით, 91 ქვეყანას შორის, პირველ ადგილს იკავებს - გივი მიქანაძე

news image
mbc image

,,2025 წლის პიზას კვლევის შედეგები გასაჯაროვდა, რომლითაც ჩვენ მივიღეთ ძალიან სასიხარულო ინფორმაცია. დაფიქსირდა, რომ საქართველომ ბოლო ათწლეულის განმავლობაში სამივე მიმართულებით – ეს არის მათემატიკა, კითხვა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები – პროგრესს მიაღწია.

აღსანიშნავია, რომ საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მათემატიკის მიმართულებით განსაკუთრებული პროგრესი დაფიქსირდა – საქართველო საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში მიღწევების თვალსაზრისით, 91 ქვეყანას შორის, პირველ ადგილს იკავებს,” - აღნიშნულთან დაკავშირებით განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ განაცხადა.

მინისტრის თქმით, მიღწევების გლობალური კლების პირობებში, საქართველო ინარჩუნებს გაუმჯობესების სტაბილურ ტენდენციას და პოზიტიურ დინამიკას – საერთაშორისო ტენდენცია სამივე მიმართულებით შედეგების კლებაა, ამის საპირისპიროდ, საქართველომ მიღწევები გააუმჯობესა.

,,მიღწეული პროგრესი ხაზს უსვამს განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმების მნიშვნელობასა და იმ ძალისხმევას, რომელიც ამ მიმართულებით თითოეული მასწავლებლის, სკოლის ადმინისტრაციის მხრიდან იდება ამ პროცესში.

განსაკუთრებულ აღნიშვნას საჭიროებს ის გარემოება, რომ საქართველო 2010 წლიდან არის ჩართული PISA-ს საერთაშორისო კვლევებში და ასეთი პროგრესი საქართველოს არასოდეს დაუფიქსირებია.

2022 წლის კვლევაში 81 ქვეყანა იღებდა მონაწილეობას ახლა კი 2025 წლის კვლევაში უკვე 91 ქვეყანა იღებდა მონაწილეობას, რაც კიდევ უფრო წარმოსაჩენს ახდენს იმ შედეგებს, რომელსაც საქართველომ ამ კვლევების შედეგად მიაღწია.

ქალაქისა და სოფლის მოსწავლეთა მიღწევებს შორის გვაქვს დაახლოების საკმაოდ მნიშვნელოვანი დინამიკა, რაც ძირითადად განპირობებულია იმით, რომ სოფლის სკოლების მოსწავლეების მიღწევები, განსაკუთრებით მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში, მნიშვნელოვნად ამაღლდა. ასევე კვლევამ აჩვენა, რომ სოციალურ-ეკონომიკურ სტატუსს არ აქვს არსებითი გავლენა მოსწავლეთა მიღწევებზე, რაც ცალსახად პოზიტიური მაჩვენებელია თანასწორობის უზრუნველყოფის კუთხით.

ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლეები ძალიან დადებითად აფასებენ სკოლაში არსებულ სასწავლო გარემოს,” - აღნიშნა გივი მიქანაძემ.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

განათლება
image შვეიცარიულ საერთაშორისო სკოლაში მოსწავლეთა მიღება გრძელდება

05.11.2026.13:55

SIST საქართველოში პირველი შვეიცარიული საერთაშორისო სკოლაა, რომელიც მოსწავლეებს შვეიცარიული ხარისხის თანამედროვე სწავლებას სთავაზობს. აქ,  უახლესი საგანმანათლებო ინოვაციებითა და მაღალი ხარისხის აკადემიური პროგრამებით, თითოეულ მოსწავლეს საკუთარი უნიკალური პოტენციალისა და ინტერესების აღმოჩენაში ეხმარებიან. მათთვის, ვინც შვილისთვის სწორედ ასეთ გარემოს ეძებს - SIST-ში 2027-2028 სასწავლო წლისთვის მიღება დაიწყო, ხოლო მიმდინარე წლისთვის რეგისტრაცია კვლავ გრძელდება.

ხარისხი და შვეიცარიული მიდგომა

  • შვეიცარიაში გადამზადებული აკადემიური პერსონალი;

  • ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სწავლება;

  • საერთაშორისო საგანმანათლებლო სტანდარტები;

  • გაცვლითი პროგრამები: ზაფხულისა და ზამთრის ბანაკები შვეიცარიაში;

  • ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული და მოსწავლეზე ორიენტირებული მიდგომა.

სასწავლო მეთოდოლოგია და პროგრამები

SIST-ის სასწავლო პროცესის ქვაკუთხედი მათემატიკისა და უცხოური ენების გაღრმავებული სწავლებაა, რაც მოსწავლეებში ანალიტიკური აზროვნებისა და ღია, თავისუფალი, კომუნიკაციის უნარების განვითარებას უზრუნველყოფს.

ჩვენი სკოლის სასწავლო მოდელი ეფუძნება STEM მიდგომას - ინტერდისციპლინარულ ინიციატივას, რომელიც აერთიანებს ოთხ ძირითად მიმართულებას: საბუნებისმეტყველო მეცნიერებებს, ტექნოლოგიებს, ინჟინერიასა და მათემატიკას. მისი მთავარი არსი ინტეგრაციაა, რაც მოსწავლეს საგნების ერთმანეთთან დაკავშირებასა და რეალურ ცხოვრებაში არსებული პრობლემების გადასაჭრელად, მათ გამოყენებაში დაეხმარება.

სწორედ ამიტომ, SIST-ში სასწავლო პროცესი საერთაშორისო კურიკულუმის IPC ( International Primary Curriculum )-ის მიხედვით ავაგეთ. ეს პროგრამა ეხმარება ბავშვებს, ცალკეული საგნები - მეცნიერება, ისტორია, გეოგრაფია თუ ხელოვნება - ერთმანეთს დაუკავშირონ და თეორიული ცოდნა პრაქტიკაში მარტივად გამოიყენონ. ამასთანავე, IPC-ის პროგრამით სწავლება აძლიერებს ეროვნულ სასწავლო გეგმას. ( როგორ ინერგება IPC SIST-ში - უფრო ვრცლად გაეცანით ბმულზე. )

გაძლიერებული მათემატიკა

ჩვენს სკოლაში მათემატიკის სასწავლო პროგრამა სრულად ფარავს ქართული ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებს და ინტეგრირებულია Cambridge-ის პროგრამასთან:

I-IV კლასების ჩათვლით: სწავლება ძირითადად მიმდინარეობს ქართული სახელმძღვანელოებით, ხოლო Cambridge-ის პროგრამა და მასალები გამოიყენება როგორც დამხმარე რესურსი.

V კლასიდან: სწავლება მიმდინარეობს ინგლისურ ენაზე და ძირითადია Cambridge-ის პროგრამა და სახელმძღვანელოები, ხოლო ქართული წიგნები ასრულებს დამხმარე რესურსის ფუნქციას.

გაძლიერებული ენები

ინგლისური ენა ისწავლება I კლასიდან Cambridge Assessment English-ის პროგრამით, ხოლო III კლასიდან დამატებით უცხო ენად შემოდის ფრანგული, გერმანული და იტალიური ენები.

კლუბები

შვეიცარიულ საერთაშორისო სკოლაში მოსწავლეებს დახვდებათ კლუბების მრავალფეროვანი არჩევანი, რომლებიც ცალკეულად სხვადასხვა კატეგორიებად იყოფა: STEM, კრეატიული, წიგნის კითხვის და სპორტული კლუბები. ისინი აერთიანებს პრაქტიკულ კვლევებს, ტექნოლოგიებსა და შემოქმედებით მიდგომებს - მათ შორის, STEM და მეცნიერების კლუბებს, მათემატიკურ თავსატეხებს, Discovery Club-ს, SoundLab-ს ( მუსიკა ), ხელოვნებასა და ჭადრაკს. ეს ინტერაქტიული სივრცეები მოსწავლეებს აძლევს შესაძლებლობას, თეორიული ცოდნა რეალურ ექსპერიმენტებსა და პროექტებში გამოიყენონ, განავითარონ ლოგიკური აზროვნება, შემოქმედებითი ხედვა და გუნდური მუშაობის უნარები.

სასკოლო გარემოს უკეთ გასაცნობად და სასწავლო პროცესის შესახებ მეტი დეტალის გასაგებად, შვეიცარიული საერთაშორისო სკოლის დადიანის კამპუსი, 14 ნოემბერს 12:00 საათზე, დაინტერესებულ მშობლებს უმასპინძლებს. ღია კარის დღეზე შეძლებთ დაათვალიეროთ საკლასო ოთახები, გაეცნოთ სკოლის ინფრასტრუქტურასა და სასწავლო პროგრამებს, შეხვდეთ სკოლის დირექტორს და პირადად დაუსვათ თქვენთვის საინტერესო კითხვები.

ღია კარის დღეზე დასასწრებად დარეგსიტრირდით ბმულზე.

ავტორი: ნინო ნიკოლაიშვილი

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა