PISA-ს უახლესი კვლევის თანახმად, საქართველომ ყველა ძირითად სფეროში გააუმჯობესა მაჩვენებლები - მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო საგნებში ბოლო ათწლეულის განმავლობაში მიღწეულია საუკეთესო შედეგი
გამოქვეყნდა PISA-ს 2025 წლის კვლევის შედეგები, რომლის თანახმად, 2022 წლის კვლევის შედეგებთან შედარებით, საქართველომ ყველა ძირითად სფეროში გააუმჯობესა მაჩვენებლები - მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო საგნებში ბოლო ათწლეულის განმავლობაში მიღწეულია საუკეთესო შედეგი. ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.

კვლევამ აჩვენა, რომ:
• საქართველო საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში მიღწევების გაუმჯობესების თვალსაზრისით, კვლევაში მონაწილე მსოფლიოს 91 ქვეყანას შორის რეიტინგში პირველ ადგილს იკავებს;
• მიღწევების გლობალური კლების პირობებში, საქართველო ინარჩუნებს გაუმჯობესების სტაბილურ ტენდენციას და პოზიტიურ დინამიკას – საერთაშორისო ტენდენცია სამივე მიმართულებით შედეგების კლებაა, ამის საპირისპიროდ, ჩვენმა ქვეყანამ მიღწევები გააუმჯობესა;
• შემცირდა დაბალი მიღწევების მქონე მოსწავლეთა წილი, რაც ნიშნავს, რომ წინა წლებთან შედარებით, 2025 წელს პროცენტულად ნაკლებმა მოსწავლემ მიიღო დაბალი შედეგი.
• საქართველო, დაბალი მიღწევების მოსწავლეთა მონაცემების გაუმჯობესების კუთხით, 91 ქვეყანას შორის პირველ სამეულშია;
• შემცირდა სხვაობა ქალაქისა და სოფლის სკოლების მოსწავლეთა მიღწევებს შორის, რაც თანასწორობის უზრუნველყოფის კუთხით ერთ-ერთი ფაქტორია. აქ აღსანიშნავია, რომ დადასტურდა საბუნებისმეტყველო და მათემატიკის სფეროებში სოფლის სკოლების მოსწავლეთა მიღწევების ზრდა;
• საქართველოში მოსწავლის სოციალურ სტატუსს და მასთან კავშირში მყოფ ფაქტორებს, OECD ქვეყნებთან შედარებით, ნაკლები გავლენა აქვთ მოსწავლის მიღწევებზე, რაც ერთგვაროვნად პოზიტიური მაჩვენებელია. კერძოდ, საქართველოში, საერთაშორისო მაჩვენებელთან შედარებით, უფრო მაღალია „გამორჩეულ მოსწავლეთა“ წილი, რომლებიც, დაბალი სოციოეკონომიკური სტატუსის მიუხედავად, PISA-ს ტესტში მაღალ შედეგებს აჩვენებენ;
• კვლევამ გამოავლინა, რომ მოსწავლეები პოზიტიურად აფასებენ სასწავლო გარემოს. გამოკითხვების შედეგების თანახმად, სასწავლო გარემოს – სკოლისადმი კუთვნილების, დისციპლინისა და ე.წ. ბულინგის დონის შეფასებებით, საქართველოს მაჩვენებლები საერთაშორისო საშუალოს უტოლდება ან აღემატება;
• მოსწავლეები პოზიტიურად აფასებენ ქვეყანაში სოციალური მობილობის შანსებს;
• 2022 წლის შედეგების თანახმად, პანდემიამ უარყოფითი გავლენა იქონია ქვეყნების მიღწევებზე, თუმცა საერთაშორისო ტენდენციისგან განსხვავებით, საქართველოს მაჩვენებლები არსებითად არ შეცვლილა. მხოლოდ არაარსებითად დაიკლო კითხვაში, რაც დღესდღეობით გლობალური ტრენდია;
2025 წელს შეფასების ძირითადი სფერო იყო საბუნებისმეტყველო მეცნიერებები. თუ შევხედავთ ქვეყნებისა და სხვადასხვა ეკონომიკის შედარებას, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში მოსწავლეთა მიღწევის მაჩვენებლის მიხედვით, დავინახავთ, რომ საქართველოს ჩამორჩებიან ისეთი ქვეყნები, როგორებიცაა:
• ბულგარეთი
• მოლდოვა
• ყაზახეთი
• მალაიზია
• კვიპროსი
• ჩრდილოეთი მაკედონია
• სომხეთი
• აზერბაიჯანი
• ბრაზილია
• არგენტინა და სხვა.
აღსანიშნავია, რომ თუ წინა, 2022 წლის PISA-ს კვლევაში მონაწილეობდა მსოფლიოს 81 სახელმწიფო, 2025 წლის კვლევაში ქვეყნების რაოდენობა 91-მდე გაიზარდა, რაც საქართველოს მიღწევებს უფრო წარმოსაჩენს ხდის.
2025 წლის შეფასება რიგით მეცხრე ციკლია. PISA ყოველ სამ წელიწადში ერთხელ ტარდებოდა, 2025 წლიდან კი PISA-ს ციკლის ხანგრძლივობა 4 წლამდე გაიზარდა.
მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამა (PISA) 2000 წლიდან ტარდება ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ეგიდით. საქართველო PISA-ში პირველად 2010 წელს ჩაერთო.
PISA 15 წლის მოზარდების ზრდასრული ცხოვრების გამოწვევებისთვის მზადყოფნას აფასებს. შეფასების ძირითად სფეროებია: კითხვა, მათემატიკა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
სხვა სიახლეები
შვეიცარიულ საერთაშორისო სკოლაში მოსწავლეთა მიღება გრძელდება
05.11.2026.13:55
SIST საქართველოში პირველი შვეიცარიული საერთაშორისო სკოლაა, რომელიც მოსწავლეებს შვეიცარიული ხარისხის თანამედროვე სწავლებას სთავაზობს. აქ, უახლესი საგანმანათლებო ინოვაციებითა და მაღალი ხარისხის აკადემიური პროგრამებით, თითოეულ მოსწავლეს საკუთარი უნიკალური პოტენციალისა და ინტერესების აღმოჩენაში ეხმარებიან. მათთვის, ვინც შვილისთვის სწორედ ასეთ გარემოს ეძებს - SIST-ში 2027-2028 სასწავლო წლისთვის მიღება დაიწყო, ხოლო მიმდინარე წლისთვის რეგისტრაცია კვლავ გრძელდება.
ხარისხი და შვეიცარიული მიდგომა
შვეიცარიაში გადამზადებული აკადემიური პერსონალი;
ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სწავლება;
საერთაშორისო საგანმანათლებლო სტანდარტები;
გაცვლითი პროგრამები: ზაფხულისა და ზამთრის ბანაკები შვეიცარიაში;
ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული და მოსწავლეზე ორიენტირებული მიდგომა.
სასწავლო მეთოდოლოგია და პროგრამები
SIST-ის სასწავლო პროცესის ქვაკუთხედი მათემატიკისა და უცხოური ენების გაღრმავებული სწავლებაა, რაც მოსწავლეებში ანალიტიკური აზროვნებისა და ღია, თავისუფალი, კომუნიკაციის უნარების განვითარებას უზრუნველყოფს.
ჩვენი სკოლის სასწავლო მოდელი ეფუძნება STEM მიდგომას - ინტერდისციპლინარულ ინიციატივას, რომელიც აერთიანებს ოთხ ძირითად მიმართულებას: საბუნებისმეტყველო მეცნიერებებს, ტექნოლოგიებს, ინჟინერიასა და მათემატიკას. მისი მთავარი არსი ინტეგრაციაა, რაც მოსწავლეს საგნების ერთმანეთთან დაკავშირებასა და რეალურ ცხოვრებაში არსებული პრობლემების გადასაჭრელად, მათ გამოყენებაში დაეხმარება.
სწორედ ამიტომ, SIST-ში სასწავლო პროცესი საერთაშორისო კურიკულუმის IPC ( International Primary Curriculum )-ის მიხედვით ავაგეთ. ეს პროგრამა ეხმარება ბავშვებს, ცალკეული საგნები - მეცნიერება, ისტორია, გეოგრაფია თუ ხელოვნება - ერთმანეთს დაუკავშირონ და თეორიული ცოდნა პრაქტიკაში მარტივად გამოიყენონ. ამასთანავე, IPC-ის პროგრამით სწავლება აძლიერებს ეროვნულ სასწავლო გეგმას. ( როგორ ინერგება IPC SIST-ში - უფრო ვრცლად გაეცანით ბმულზე. )
გაძლიერებული მათემატიკა
ჩვენს სკოლაში მათემატიკის სასწავლო პროგრამა სრულად ფარავს ქართული ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებს და ინტეგრირებულია Cambridge-ის პროგრამასთან:
I-IV კლასების ჩათვლით: სწავლება ძირითადად მიმდინარეობს ქართული სახელმძღვანელოებით, ხოლო Cambridge-ის პროგრამა და მასალები გამოიყენება როგორც დამხმარე რესურსი.
V კლასიდან: სწავლება მიმდინარეობს ინგლისურ ენაზე და ძირითადია Cambridge-ის პროგრამა და სახელმძღვანელოები, ხოლო ქართული წიგნები ასრულებს დამხმარე რესურსის ფუნქციას.
გაძლიერებული ენები
ინგლისური ენა ისწავლება I კლასიდან Cambridge Assessment English-ის პროგრამით, ხოლო III კლასიდან დამატებით უცხო ენად შემოდის ფრანგული, გერმანული და იტალიური ენები.
კლუბები
შვეიცარიულ საერთაშორისო სკოლაში მოსწავლეებს დახვდებათ კლუბების მრავალფეროვანი არჩევანი, რომლებიც ცალკეულად სხვადასხვა კატეგორიებად იყოფა: STEM, კრეატიული, წიგნის კითხვის და სპორტული კლუბები. ისინი აერთიანებს პრაქტიკულ კვლევებს, ტექნოლოგიებსა და შემოქმედებით მიდგომებს - მათ შორის, STEM და მეცნიერების კლუბებს, მათემატიკურ თავსატეხებს, Discovery Club-ს, SoundLab-ს ( მუსიკა ), ხელოვნებასა და ჭადრაკს. ეს ინტერაქტიული სივრცეები მოსწავლეებს აძლევს შესაძლებლობას, თეორიული ცოდნა რეალურ ექსპერიმენტებსა და პროექტებში გამოიყენონ, განავითარონ ლოგიკური აზროვნება, შემოქმედებითი ხედვა და გუნდური მუშაობის უნარები.
სასკოლო გარემოს უკეთ გასაცნობად და სასწავლო პროცესის შესახებ მეტი დეტალის გასაგებად, შვეიცარიული საერთაშორისო სკოლის დადიანის კამპუსი, 14 ნოემბერს 12:00 საათზე, დაინტერესებულ მშობლებს უმასპინძლებს. ღია კარის დღეზე შეძლებთ დაათვალიეროთ საკლასო ოთახები, გაეცნოთ სკოლის ინფრასტრუქტურასა და სასწავლო პროგრამებს, შეხვდეთ სკოლის დირექტორს და პირადად დაუსვათ თქვენთვის საინტერესო კითხვები.
ღია კარის დღეზე დასასწრებად დარეგსიტრირდით ბმულზე.
ავტორი: ნინო ნიკოლაიშვილი