დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
„აგენტების შესახებ“ კანონპროექტების გაწვევის შემდეგ, ახლა ამოცანა პოლარიზაციის დაძლევაა - ანალენა ბერბოკი

„აგენტების შესახებ“ კანონპროექტების გაწვევის შემდეგ, ახლა ამოცანა პოლარიზაციის დაძლევაა - ანალენა ბერბოკი

2023-03-24 01:00:54

„აგენტების შესახებ“ კანონპროექტების გაწვევის შემდეგ, ახლა პოლიტიკის ამოცანაა, პოლარიზაციის დაძლევა, ნდობის აღდგენა და რეფორმების სრული დამაჯერებლობით განხორციელება - უცილებელია დრო აღარ დაიკარგოს, - ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ყოველთვის მარტივი არ არის ევროკავშირში ინტეგრაციის გზის გავლა.

„ჩვენ გასული წლების და ათწლეულების განმავლობაში ცალკეულ ქვეყნებში ვნახეთ, რომ აუცილებელია რეფორმები, გარკვეული მუხტის არსებობა. რა თქმა უნდა, ევროკავშირის მხრიდანაც ძალისხმევა. ეს გზა ვერ შემოკლდება. განსაკუთრებით, ღირებულებების მხრივ. ძალიან გვიხარია, რომ საგრძნობი წინსვლა გვაქვს, განსაკუთრებით 12 პრიორიტეტის შესრულების მხრივ. ეს არის ჩვენთვის, ყველასთვის მნიშვნელოვანი ამოცანა. ერთობლივი მუშაობა აუცილებელია. გაწევრიანების პროცესში აუცილებელია კანონის უზენაესობა და დემოკრატიული სტანდარტების შესრულება.

დემოკრატიის დანერგვის განუყოფელი ნაწილია მოსმენა, ყურის დაგდება იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც აზრები ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდება, მათ შორის, საზოგადოებაში. ამიტომ, „აგენტების შესახებ“ კანონპროექტების გაწვევის შემდეგ, ახლა პოლიტიკის ამოცანაა, პოლარიზაციის დაძლევა, ნდობის აღდგენა და რეფორმების სრული დამაჯერებლობით განხორციელება. აუცილებელია ამ ქვეყანაში რეფორმების განხორციელება, რათა საქართველომ ევროკავშირში შესვლა შეძლოს“, - განაცხადა ბერბოკმა.

მისივე ქთმით, მხოლოდ საქართველოს მთავრობა ვერ გახდება ევროკავშირის წევრი სამოქალაქო საზოგადოების გარეშე და პირიქით.

„ჩვენ გვინდა, ჩვენი წვლილი შევიტანოთ ამ საკითხში, ამის გაძლიერებაში. ეს არის ევროკავშირის მამოძრავებელი ძალა. ევროკავშირი განსხვავებული წევრებით ხასიათდება, ეს არ არის სისუსტე, არამედ სიძლიერეა. ევროკავშირის არაოფიციალური დევიზია - ერთობა, სიმრავლეში. სამომავლოდ, გვინდა ამის საქართველოსთან ერთად განხორციელება. ამიტომ, აუცილებელია დრო აღარ დაიკარგოს. ეს მომენტია ისტორიაში, როდესაც უკან არ უნდა დავიხიოთ“,- აღნიშნავს მინისტრი.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში ორდღიანი ვიზიტით იმყოფება. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

1 საათის წინ

1 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები