დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
„აგროჰაბი“ თანამედროვე კონცეფციის ახალ მრავალფუნქციურ კომპლექსს ხსნის

„აგროჰაბი“ თანამედროვე კონცეფციის ახალ მრავალფუნქციურ კომპლექსს ხსნის

2023-09-01 23:56:56

,,აგროჰაბი"  ახალი ფილიალს ხსნის. ეს იქნება თანამედროვე კონცეფციის კომპლექსი, რომელიც თბილისში, ზვიად გამსახურდიას სანაპირო N80-ში, 2024 წლის დასაწყისში გაიხსნება.

როგორც კომპანიიდან Business Insider Georgia-ს აცნობეს, ფილიალი გამორჩეულია როგორც ვიზუალურად ისე შიდა ინტერიერით.  

გარდა ტრადიციული მიმართულებისა, მომხმარებელი დამატებით ისარგებლებს რესტორნით,  სადაც  შესაძლებლობა ექნებათ დააგემოვნონ როგორც ქართული, ასევე  ევროპული სამზარეულოს კერძები, რომელიც განთავსებული იქნება შენობის ზედა სართულზე, როგორც დახურული სივრცეებით  ასევე  ღია ტერასით და ულამაზესი ხედით.

,,არქიტექტორებმა ვიზუალურად შექმნეს ისეთი შენობა-ნაგებობა,  რომელიც სტილისტურად მაქსიმალურად მორგებული  იქნება კონკრეტულ ადგილმდებარეობაზე, თანამედროვე, კრეატიული არქიტექტურული ნიმუში, რომელიც დასამახსოვრებელი გახდება როგორც ადგილობრივი ასევე ტურისტული სეგმენტისთვის. ახალ ფილიალში მომხმარებელი ისარგებლებს 150 ზე მეტი საპარკინგე ადგილით, რაც  სტუმრობას კიდევ უფრო მოსახერხებელს გახდის.

რაც შეეხება ,,აგროჰაბის"  ძირითად მიმართულებას, ახალი ფილიალი, როგორც დანარჩენი სხვა, ყოველდღიურად ახალი, ჯანსაღი და ნატურალური პროდუქტებით მომარაგდება ,,აგროჰაბის" ცენტრალური საწარმოდან, ფერმებიდან და  სათბურებიდან", - აცხადებენ ,,აგროჰაბში".

ახალი ფილიალი  300 ზე მეტ ახალ თანამშრომელს დაასაქმებს. ამასთან,  ,,აგროჰაბი"  აგრძელებს განვითარებას და ახალი ფილიალების დამატებას როგორც თბილისის, ასევე რეგიონების მასშტაბით. სავაჭრო დარბაზის ფართობია 2000 კვ. მ, ხოლო დამხმარე სასაწყობე და შიდა წარმოების ფართი ასევე 2000 კვ.მ-ია.

„პროექტის საინვესტიციო ღირებულება 20 მლნ ლარს შეადგენს. ,,მოხარულები ვართ, რომ მუდმივად ვპასუხობთ მომხმარებლის მოთხოვნებს და აგროჰაბის წარმოების პროდუქტების  მოყვარულებს ახლა უკვე ვუმასპინძლებთ  ახალ ლოკაციაზე", - აცხადებენ ,,აგროჰაბში".

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები