დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
აგვისტოში ჯანდაცვის მიმართულებით, ფასები 7.3 პროცენტით შემცირდა

აგვისტოში ჯანდაცვის მიმართულებით, ფასები 7.3 პროცენტით შემცირდა

2023-09-05 01:28:50

სტატისტიკის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2023 წლის აგვისტოში, წინა წლის იგივე თვესთან შედარებით, ჯანდაცვის მიმართულებით, ფასები 7.3 პროცენტით შემცირდა, რაც -0.72 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინდექსზე.

ფასები შემცირდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურისა და მოწყობილობის ქვეჯგუფზე (-17.6 პროცენტი). ივლისის თვეში, ჯანდაცვის ჯგუფში 6.9 პროცენტიანი კლება დაფიქსირდა, ამასთან, სამედიცინო პროდუქციის, აპარატურისა და მოწყობილობის ქვეჯგუფში -17.3 პროცენტიანი კლება იყო. შესაბამისად, აგვისტოში, სამედიცინო პროდუქცია კიდევ უფრო გაიაფდა.

სამინისტროს მიერ ფარმაცევტულ ბაზარზე განხორციელებული რეფორმების შედეგად,  ფასები მკვეთრად, 70%-მდე შემცირდა.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები