დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
შრი-ლანკის ცენტრალურმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 50 საბაზისო პუნქტით შეამცირა

შრი-ლანკის ცენტრალურმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 50 საბაზისო პუნქტით შეამცირა

2024-03-27 12:55:00

შრი-ლანკის ცენტრალურმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი, მოულოდნელად 50 საბაზისო პუნქტით შეამცირა, რამაც მომავალში მონეტარული პოლიტიკის შერბილების პერსპექტივა გააჩინა. 

როგორც Reuters წერს, ეს არის შანსი, რომ ქვეყანაში ეკონომიკური აქტივობა გაიზარდოს და ბოლო ათწლეულის ფინანსური კრიზისის დაძლევა მოხდეს. 

შრი-ლანკის ცენტრალურმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 8,5%-მდე შეამცირა, ხოლო მუდმივი საკრედიტო განაკვეთი 9,5%-მდე. 

როგორც Reuters წერს, გამოცემის მიერ გამოკითხულ ანალიტიკოსებსა და ეკონომისტებს რეფინანსირების განაკვეთის შემცირების მოლოდინი არ ჰქონდათ და აცხადებდნენ რომ განაკვეთი უცვლელი დარჩებოდა. 

„მომავალში თუ დავინახავთ, რომ ინფლაცია იქნება სტაბილური და დარჩება 4-5%-ის ფარგლებში, მიმდინარე წელს კიდევ იქნება შესაძლებლობა, რომ მონეტარული პოლიტიკა შერბილდეს“, - განაცხადა CBSL-ის მმართველმა ნანდალალ ვირასინგჰმა. 

მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემცირების გადაწყვეტილების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ცენტრალური ბანკის მმართველმა განაცხადა, რომ რომ მონეტარული პირობები რჩება მკაცრი, რადგან მიმდინარე პროგნოზებით ინფლაცია 4%-დან 5%-მდე იქნება მომდევნო 12-დან 18 თვემდე პერიოდში.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

14 წუთის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები