დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
აზერბაიჯანში წლიური ინფლაცია 13%-ს ჩამოსცდა

აზერბაიჯანში წლიური ინფლაცია 13%-ს ჩამოსცდა

2023-07-13 08:53:16

იანვარ-ივნისში აზერბაიჯანში სამომხმარებლო ფასების ინდექსმა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 112,7% შეადგინა. ამასთან, იანვარ-მაისში ინფლაციამ 13.1% შეადგინა.

სტატისტიკის სახელმწიფო კომიტეტზე დაყრდნობით აზერბაიჯანულ მედია წერს, რომ სამომხმარებლო ფასების ინდექსმა საკვებ პროდუქტებზე, სასმელებსა და თამბაქოს პროდუქტებზე 115.1%, არასასურსათო პროდუქტებზე - 111.4%, მოსახლეობისთვის გაწეულ ფასიან მომსახურებაზე 110.5% შეადგინა.

გასულ თვეში სამომხმარებლო ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 99.1%, ხოლო წინა წლის ივნისთან შედარებით 110.6% იყო.

ივნისში სურსათზე, სასმელებსა და თამბაქოს პროდუქტებზე სამომხმარებლო ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 97,9%, ხოლო წინა წლის ივნისთან შედარებით 111,5% იყო.

გასულ თვეში არასასურსათო პროდუქტებზე სამომხმარებლო ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 100.1%, ხოლო წინა წლის ივნისთან შედარებით 110.3% იყო.

მოსახლეობის ფასიან მომსახურებაზე სამომხმარებლო ფასების ინდექსმა წინა თვესთან შედარებით 100.1%, ხოლო გასული წლის ივნისთან შედარებით 109.8% შეადგინა.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

9 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები