დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ბალტიის ქვეყნებმა თავის ტერიტორიაზე რუსული ნომრებით ავტომობილების შესვლა აკრძალეს

ბალტიის ქვეყნებმა თავის ტერიტორიაზე რუსული ნომრებით ავტომობილების შესვლა აკრძალეს

2023-09-14 09:00:39

ესტონეთის ხელისუფლებამ 13 სექტემბრიდან ქვეყანაში რუსული სახელმწიფო სანომრე ნიშნებით ავტომობილების შემოსვლა აკრძალა, იუწყება ERR.

ესტონეთმა ეს გადაწყვეტილება ევროკომისიის განმარტებით, ევროკავშირში რუსული ნომრით მანქანების იმპორტის აკრძალვის შესახებ განკარგულების საფუძველზე მიიღო.

„თუ ადამიანი რუსეთ-ესტონეთის საზღვარზე რუსული სანომრე ნიშნით მანქანით ჩამოვა, მას მოუწევს რუსეთში დაბრუნება ან საზღვრის გადაკვეთა მანქანის გარეშე.

რუსული სანომრე ნიშნის მქონე მანქანებს შეეძლებათ ესტონეთის დატოვება გარე საზღვრის გავლით, ასევე ევროკავშირის შიგნით გადაადგილებას (მაგალითად, ესტონეთის საზღვრებს ლატვიასთან ან ფინეთთან).

ავტობუსები, მოტოციკლები და დიპლომატიური მანქანები რუსული ნომრებით შეძლებენ რუსეთსა და ესტონეთს შორის საზღვრის გადაკვეთას“, - აღნიშნა ესტონეთის საგადასახადო და საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო კონტროლის ხელმძღვანელმა ანტს კუტიმ.

ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ 14 სექტემბერს მთავრობა განიხილავს რა უნდა გააკეთოს რუსული ნომრის მქონე მანქანებთან მიმართებით, რომლებიც უკვე ესტონეთში არიან.

8 სექტემბერს ევროკომისიამ გამოაქვეყნა განმარტებები, თუ როგორ უნდა განახორციელონ ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა რუსეთიდან საქონლის დიდი ჩამონათვალის, მათ შორის მანქანების, პირადი ტანსაცმლისა და ჰიგიენური საშუალებების იმპორტის აკრძალვა.

პროტესტის შემდეგ, ევროკომისიამ განმარტა, რომ საბაჟო ორგანოებმა ყურადღება უნდა გაამახვილონ იმპორტირებულ მანქანებზე, ხოლო სხვა ნივთებზე, მათ შორის ტანსაცმელზე, იმპორტის ემბარგო  „პროპორციულად და გონივრული წესით“ გამოიყენონ.

ლიტვისა და ლატვიის ხელისუფლებამ 11-12 სექტემბერს გამოაცხადა, რომ ევროკომისიის რეკომენდაციების საფუძველზე, მათ ტერიტორიაზე რუსული ნომრის მქონე ავტომობილების შემოსვლას აუკრძალავენ. ლიტვასა და ლატვიაში აკრძალვა ძალაში 12 სექტემბერს შევიდა.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

13 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები