დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ბათუმის ბულვარში ველომოყვარულები ტურისტულ სეზონზე განახლებული ველობილიკით ისარგებლებენ

ბათუმის ბულვარში ველომოყვარულები ტურისტულ სეზონზე განახლებული ველობილიკით ისარგებლებენ

2024-01-16 14:37:00

ბათუმის ბულვარში არსებული ველობილიკის მასშტაბური სარეკონსტრუქციო სამუშაოები დაიწყო.

პროექტის ფარგლებში განხორციელდება ძველი ველობილიკის რეაბილიტაცია და მოეწყობა თანამედროვე სტანდარტებით გათვალისწინებული მონოლითური რკინა ბეტონის ველობილიკი. საპროექტო ტერიტორია მოიცავს ძველი ბულვარიდან ახალ ბულვარში, ამფითეატრის მიმდებარე ტერიტორიამდე არსებულ ველობილიკს, ჯამში, მოეწყობა 6 000 გრძივი მეტრი.

განახლებული ველობილიკი კომფორტულს და უსაფრთხოს გახდის ველოგადაადგილებას. პროექტის დასრულება დაგეგმილია მ/წ ზაფხულის ტურისტულ სეზონამდე. სამუშაოების მიმდინარეობის პროცესში დროებით, შეიზღუდება ველოდაგაადგილება გარკვეულ მონაკვეთებზე, რისთვისაც ბოდიშს ვუხდით ველომოყვარულებსა და ბაღის ვიზიტორებს შექმნილი დისკომფორტისთვის.

პროექტი შემუშავებულია ბათუმის ბულვარის განაშენიანების გეგმის საფუძველზე და შეთანხმებულია სსიპ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსთან.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

13 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები