დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ბაზრებზე უეტიკეტო, 100%-ით რისკის შემცველი ყველი იყიდება - ნიკოლოზ ბენიაიძე

ბაზრებზე უეტიკეტო, 100%-ით რისკის შემცველი ყველი იყიდება - ნიკოლოზ ბენიაიძე

2023-07-13 18:00:54

ადგილობრივ ბაზარზე ნედლი რძის მსურველი მომხმარებელი შემცირდა,- ამის შესახებ Business Insider Georgia-ს მერძევეთა ასოციაციის ხელმძღვანელი და კომპანია „შირაქის“ მფლობელმა ნიკოლოზ ბენიაიძემ განუცხადა.

„ამის მიზეზია, ის, რომ ქვეყანაში შემოდის დიდი რაოდენობით რძის ფხვნილი, ასევე ირანიდან იმპორტირებული რძე-პასტა და ძალიან იაფია. შემდეგ მისგან დამზადებული პროდუქტი, როგორც ყველი ისე იყიდება და ბაზრებზე. უეტიკეტო პროდუქტი 100%-ით არის რისკის შემცველი, რადგან ფალსიფიცირებულია“, - ამბობს ბენიაიძე.

მისივე თქმით, მერძევეთა ასოციაციამ ჩაატარა კვლევა და ყველის 11 ნიმუშიდან 8 ფალსიფიცირებული იყო. მისივე თქმით, დღეს ქვეყანაში რძის ხარისხი არ არის მაღალი და შეგროვილ რძეში უფრო მეტი მიკრობია, თუმცა ამ პრობლემის გამოსწორება შეიძლება შესაბამისი განათლებითა და კონტროლით.

„ეს ისეთ მწვავე პრობლემას არ წარმოადგენს, როგორც ყველის ფალსიფიკაცია“, - ამბობს ბენიაიძე.

ამასთან, მერძევეთა ასოციაციის ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ ყველის დამზადებისას იყენებენ მცენარეულ ცხიმებს. „ეს აკრძალული არ არის, მაგრამ ყველი უნდა იყოს ეტიკეტირებული და მომხმარებელი არ უნდა შეიყვანონ შეცდომაში. მომხმარებელმა უნდა იცოდეს, რომ თუ ყველს ყიდულობს, ის იწარმოება საქართველოში დამზადებული ნედლი რძისგან. სხვა შემთხვევაში ეს პროდუქტი ფალსიფიცირებულია არაკეთილსინდისიერი მეწარმეების მიერ“, - აცხადებს ბენიაიძე.

მიმდინარე წელს საქართველოში რძის ფხვნილის იმპორტი 29%-ითაა გაზრდილი. საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის იანვარ-მაისში საქართველომ 11,953.47 ათასი დოლარის ღირებულების 3,954.24 ტონა რძის ფხვნილი იყიდა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი 3,069.04 ტონა.

საქართველოში რძის ფხვნილის დიდი წილი, 32%-ი ირანიდან შემოდის. ირანი - 1,252.72 ტონა, ნიდერლანდები - 851.96 ტონა, ბელორუსი - 575.48 ტონა, უკრაინა - 439.27 ტონა, ირლანდია - 216.00 ტონა.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

3 საათის წინ

4 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები