დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
Bitcoin ყველა დროის მაქსიმუმზეა

Bitcoin ყველა დროის მაქსიმუმზეა

2024-03-11 17:35:00

კრიპტო ბირჟა Binance მონაცემებით, დღეს ბიტკოინის ფასმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია და ერთეულზე $72 ათასს გადააჭარბა. 

ბოლო ერთი თვის განმავლობაში ეს კრიპტოვალუტა 50 პროცენტზე მეტით გაძვირდა და მისმა კაპიტალიზაციამ 1,38 ტრილიონ დოლარს გადააჭარბა. ახლა ბაზარი ასევე აგრძელებს ზრდას, ტოპ 10-დან აქტივების უმეტესობა საშუალოდ 10-30 პროცენტით იზრდება, იტყობინება RBC.

5 მარტს ბიტკოინის კურსმა Coinbase-ის ბირჟაზე 69 ათას დოლარს გადააჭარბა და 2021 წლის ნოემბერში მიღწეული ისტორიული მაქსიმუმი განაახლა. პიკის მიღწევისთანავე, კრიპტოვალუტის ფასი 67 ათას დოლარს ქვემოთ ჩამოვიდა.

ეკონომისტების შეფასებით, ბიტკოინს ჯერ კიდევ აქვს ზრდის მაღალი პოტენციალი. 

ბიტკოინის ფასი აგრძელებს ზრდას, იპყრობს ინვესტორების ყურადღებას, მაგრამ კურსის კორექტირება მოკლევადიან პერიოდში არაპროგნოზირებადი რჩება.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები