დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ბიზნეს სექტორში დაქირავებულთა საშუალო ხელფასმა 1 900 ლარს გადააჭარბა - საქსტატი

ბიზნეს სექტორში დაქირავებულთა საშუალო ხელფასმა 1 900 ლარს გადააჭარბა - საქსტატი

2023-03-06 12:06:04

საქსტატის ცნობით, 2022 წლის IV კვარტალში, ბიზნეს სექტორში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი 1 911.1 ლარს გაუტოლდა (გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით გაზრდილია 313.2 ლარით), ხოლო მათ შორის ქალების ხელფასმა 1 487.0 ლარი შეადგინა (გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით გაიზარდა 244.4 ლარით). საწარმოთა ზომის მიხედვით საშუალო თვიური ხელფასი შემდეგნაირია:

⦁ მსხვილი ბიზნესი – 2 007.2 ლარი

⦁ საშუალო ბიზნესი – 2 165.3 ლარი

⦁ მცირე ბიზნესი – 1 602.1 ლარი.

საქსტატის მონაცემებით, 2022 წლის IV კვარტალში ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 741.0 ათასი კაცით განისაზღვრა. ამასთან, ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 18.1 პროცენტით გაიზარდა და 51.7 მილიარდი ლარი შეადგინა.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები