დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ჩვენ არ ვქმნით სახელმწიფო აფთიაქს - ჯანდაცვის მინისტრი მედიკამენტების პირდაპირი წესით შესყიდვაზე

ჩვენ არ ვქმნით სახელმწიფო აფთიაქს - ჯანდაცვის მინისტრი მედიკამენტების პირდაპირი წესით შესყიდვაზე

2023-10-16 15:30:03

პარლამენტში მიდის განხილვა. ეს არის ე.წ მეას ტიპის შესყიდვა მედიკამენტების - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა დღეს, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 

„მე ბევრჯერ მაქვს ნათქვამი, როცა რეფერენტული ფასების რეფორმა დავიწყეთ, მაშინ საკონსულტაციო ჯგუფს ჰქონდა რეკომენდაცია, რომ ყველა ძვირადღირებული, იშვიათი და ინოვაციური მედიკამენტები, რომლისთვისაც შეუძლებელი იყო რეფერენტული ფასის განსაზღვრა, რეკომენდებული იყო, რომ პირდაპირი შესყიდვის გზით წავსულიყავით და უშუალოდ მწარმოებლებთან გვქონოდა მოლაპარაკება ამ მედიკამენტების შესყიდვაზე“, - განაცხადა აზარაშვილმა.    

მისივე თქმით, სამინისტრო ახლაც ყიდულობს პირდაპირი შესყიდვის წესით კონტრაქტორებისგან მედიკამენტებს. 

„ეს არის ინსულინის მარაგების შეძენა, ეს არის იშვიათი დაავადებების მედიკამენტების შესყიდვა. 30 მილიონ ლარზე მეტი გვაქვს „იშვიათების“ ბიუჯეტი, ინსულინების 10 მილიონ ლარზე მეტია. მსგავსი შესყიდვები გვინდა, რომ საკანონმდებლო ჩარჩოში მოვაქციოთ. აქედან გამომდინარეა საკანონმდებლო ცვლილებები“, - განაცხადა მინისტრმა. 

მინისტრის განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტრო „სახელმწიფო აფთიაქს“ ნამდვილად არ ქმნის.

„თუმცა ზოგადად რამდენიმე ქვეყანაში ეს პრაქტიკაც არსებობს. ქვეყანაში კერძო აფთიაქებთან ერთად, სახელმწიფო აფთიაქებიც არსებობს. თუმცა ჩვენ შემთხვევაში ხდება იშვიათი, ინოვაციური მედიკამენტების შეძენა, სადაც ფარმა ბიზნესს შეიძლება არ  ჰქონდეს ინტერესი ან ჰქონდეს არასწორი ინტერესი, როგორც მაგალითისთვის აღვნიშნე 2-ჯერ, 3-ჯერ და 4-ჯერ ძვირად ყიდიან მედიკამენტებს. 

ამის შედეგად ჩვენ ვფიქრობთ, რომ იმ კონსულტაციებისა და საუკეთესო პრაქტიკის საფუძველზე ვმოქმედებთ. მეას პირდაპირი კონტრაქტები ჩვენ არ მოგვიგონია. ეს არის იმ საერთაშორისო კონსულტანტების რეკომენდაცია, ვინც გვეხმარება რეფერენტული ფასწარმოქმნის დანერგვაში და ზოგადად ფარმაცევტული ბაზრის მოწესრიგებაში“, - აღნიშნა აზარაშვილმა. 

იგივე თემაზე: 

სახელმწიფო ინოვაციურ და იშვიათ მედიკამენტებს პრადაპირი კონტრაქტებით იყიდის - მინისტრი

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები