დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ჩვენთვის პრიორიტეტია, ინვესტიცია ჩავდოთ განათლების სექტორში  და ხელი შევუწყოთ ადგილობრივი ტექ-ეკოსისტემის განვითარებას  - ლინეიტის ბიზნესის განვითარების მენეჯერი

ჩვენთვის პრიორიტეტია, ინვესტიცია ჩავდოთ განათლების სექტორში და ხელი შევუწყოთ ადგილობრივი ტექ-ეკოსისტემის განვითარებას - ლინეიტის ბიზნესის განვითარების მენეჯერი

2023-12-06 01:07:50

საქართველოში ამერიკის საელჩოს დახმარებით და ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობით, დღეისათვის ქვეყანაში  9 ამერიკული კუთხე ფუნქციონირებს და ასევე არის ერთი მოძრავი კუთხე - ბუქმობილი, რომელიც წეროვანშია და რამდენიმე დასახლებას ფარავს.

ასევე ფუნქციონირებს 9 ამერიკული თარო, რომლებიც ამ კუთხეების სატელიტებია და კუთხეებთან ერთად სხვადასხვა პროგრამებს ახორციელებენ. აღნიშნული ამერიკული კუთხეების წარმომადგენლები დღეს თბილისში შეიკრიბნენ და გამოცდილების გაზიარების პარალელურად მიიღეს ინფორმაცია ინფორმაციულ თუ ტექნოლოგიებში არსებულ მიღწევებზე.

თორნიკე სულაბერიძე ამერიკულ კუთხეებს მომავალი წლიდან კიდევ უფრო აქტიურ თანამშრომლობასა და ადგილზე კომპანიის წარმომადგენლების მეტი ვიზიტზეც ისაუბრა.

„ჩვენ  მონაწილეობა მივიღეთ აშშ-ს საელჩოს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში, რომელიც დაეთმო აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით არსებულ ამერიკულ კუთხეებს. ჩვენ მათ გავაცანით ლინეიტის საქმიანობა, რას ვაკეთებთ და როგორ ვთანამშრომლობთ სხვადასხვა ამერიკულ კუთხეებთან, მათ შორის შორის ქუთაისის ამერიკულ კუთხესთან და ოძისის სკოლასთან, რის ფარგლებშიც ჩვენ არამხოლოდ მატერიალური დახმარება გავუწიეთ მათ, არამედ მთელი წლის განმავლობაში ჩვენი ამერიკელი თანამშრომელი სტუმრობდა მათთვის ცოდნისა და გამოცდილების გასაზიარებლად. ასევე ჩვენ BTU-სთან ერთად ვპარტნიორობთ, რომ ოძისის სკოლის ბავშვები გადაამზადონ ციფრულ უნარ-ჩვევებში. ვაპირებთ, რომ ეს თანამშრომლობა კიდევ უფრო გავაღრმაოთ ამერიკის საელჩოსთან, ამერიკულ კუთხეებთან. Lineate -ი უფრო მეტ და ახალ აქტივობას გეგმავს ამ მიმართულებით“, - აღნიშნა თორნიკე სულაბერიძემ შეხვედრის შემდეგ Business Insider Georgia-სთან კომენტარში.

Lineate-ის ბიზნესის განვითარების მენეჯერის განმარტებით, კომპანია მომავალი წლიდან ამერიკულ კუთხეებთან თანამშრომლობის ფარგლებში კიდევ უფრო გააქტიურდება, რადგანაც  Lineate-სთვის განათლებაში ინვესტირება პრიორიტეტს წარმოადგენს. 

 „ჩვენ მომავალ წელს ვგეგმავთ, რომ მხოლოდ ოძისის სკოლით და ქუთაისის ამერიკული კუთხით არ შემოვიფარგლოთ, არამედ  ვითანამშრომლოთ საქართველოს ყველა ამერიკულ კუთხესთან. ეს არის კარგი პლატფორმა იმისთვის, რომ კერძო კომპანია მივიდეს და თავისი ხმა მიაწვდინოს სკოლის მოსწავლეებს და იმ ბავშვებს, რომელთაც სურვილი აქვთ, რომ ისწავლონ და თავიანთი განათლება მიიღონ კომპიუტერულ მეცნიერებასა და მათემატიკაში. ჩვენი კომპანიისთვის პრიორიტეტია, რომ ინვესტიცია ჩავდოთ ადგილობრივ განათლებაში და ჩვენი სექტორი წავახალისოთ ამ მიმართულებით“, - აღნიშნა თორნიკე სულაბერიძემ.

საგულისხმოა, რომ ამერიკული სივრცეების წამყვანი მიმდინარეობაა არაფორმალური განათლება. პროგრამის მონაწილეები იძენენ კლასგარეშე ცოდნას ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაზე, კულტურაზე, განათლებაზე, დემოკრატიულ სისტემებზე. ასევე სწავლობენ მედია წიგნიერებას, გარემოს დაცვის გამოწვევებს, თანამედროვე ტექნოლოგიებს-კოდირებას, რობოტების აწყობას და ა.შ. ყველა სივრცეს აქვს ინგლისური ენის კლუბები. პროგრამები ორიენტირებულია სხვადასხვა საჭირო უნარ-ჩვევების და კრიტიკული აზროვნების განვითარებაზე.

ამერიკულ სივრცეების მონაწილეები ხშირად ხვდებიან ამერიკის საელჩოს წარმომადგენლებს ელჩის ჩათვლით და ესაუბრებიან მათთვის საინტერესო თემებზე, რასაც მოჰყვება ხოლმე დისკუსია.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

3 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები